საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81336

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი და ანასტასია წერეთელი. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ გამგეობას მადლობა უნდა გამოეცხადებინა სამღვდელოებისთვის ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვასა და პანაშვიდზე უსასყიდლოდ ჩატარებული მსახურების გამო. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომაზე გრიგოლ ტატიშვილს აკაკის იგავ-არაკებისთვის კლიშეების დამზადებაში 22 მანეთი გადასცეს, ვალერიან გუნიას ვაჟა-ფშაველას მოთხრობების დაბეჭდვისთვის – 20 და წიგნების ანგარიშში – 10 მანეთი, ექვთიმე ხელაძეს წიგნების ანგარიშში – 0.96 კაპიკი, ელენე ანტონოვსკის – 5 მან., ხოლო ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვისთვის გამგეობამ 380 მანეთი გამოყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 მაისს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვენდა ალექსანდრე ოქრიპირიძის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა „თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ...“.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 20 მაისიდან ფ. ბაცევიჩი ქუთაისში, სამსონ თოფურიას ამბულატორიაში გინეკოლოგად მუშაობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ოქრიპირიძის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა „თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ...“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 21 მაისს ხაშურის ბაზარში ყველით მოვაჭრე გლეხ გიორგი ბარბაქაძეს მძარცველებმა სცემეს და დღის ნავაჭრი თანხა გასტაცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა, რომ ილია ჭავჭავაძის იუბილე 23-24 მაისისთვის გადაიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძეს სამწერლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დელეგაცია ესტუმრა და მისალოცი ბარათი გადასცა, რომელსაც სხვებთან ერთად ხელს უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსი მიხაილო კოციუბინსკიც აწერდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 25 მაისს სახელმწიფო საბჭომ კონსტანტინე კონსტანტინეს ძე სტეფანოვიჩი თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველის თანამდებობაზე დაამტკიცა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 მაისს ექიმი იოსებ ნიკოლოზის ძე თუმანიშვილი თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ორდინატორად დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია წერეთლისა, ივანე რატიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი მაისიდან 23 მაისამდე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი და მდივანი დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე სენაკისა და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის წარმომადგენლებმა გამგეობას წარუდგინეს სკოლების ანგარიში, რომელთა განხილვა გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 მაისს გაიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე მოხსნება გააკეთა სარევიზიო კომისიამ საზოგადოების წლიური ანგარიშის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომაზე გამგეობა გაეცნო კავკავის სკოლის კომიტეტის თხოვნას, გამგეობა დახმარებოდა ამავე სკოლის პედაგოგს, ალექსანდრა ხახიშვილს. გამგეობამ გადაწყვიტა, ხახიშვილისთვის 30 მანეთი გადაეცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ლუკა რაზიკაშვილმა, რომ კიდევ 3 თუმანი მიეცათ იმ ნაწერების ანგარიშში, რომელიც საზოგადოებას დაუთმო. თუმცა გამგეობამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან აღნიშნული ჩანაწერების საფასური 85 მანეთი უკვე მიცემული ჰქონდათ მწერლისთვის.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომაზე აბრამ აკოფოვმა თხოვნით მიმართა გამგეობას, მიეცათ მისთვის 1200 მანეთი „დედაენის“ 24000 ცალი ყდის დასამზადებლად, რომელსაც გამგეობას მაისის ბოლოს ჩააბარებდა. გამგეობამ დააკმაყოფილა აკოფოვის თხოვნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე ალექსანდრე ჭყონიამ გამგეობას შესთავაზა, რომ მომდევნო სხდომაზე საზოგადოების საპატიო წევრად აერჩიათ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. გამგეობამ მხედველობაში მიიღო მისი წინადადება და ილია წინამძღვრიშვილი აირჩია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნებისა და დავთრების ყდის გასაკეთებლად აბრამ აკოფოვსა და ოქრომჭედლიშვილს როინაშვილის გვირგვინისთვის ლენტის გასაკეთებლად გადასცა – 21.20 მანეთი, ანასტასია წერეთლისას წიგნების ანგარიშში – 5.92 მან., ანასტასია ხოშტარიას – 23.80 მან., ზაქარია გრიქუროვს – 84.80 მან. სულ გამგეობამ დახარჯა 143.72 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 მაისიდან მცხეთაში, სადგურის მახლობლად, ესტატე ჩხარტიშვილის მიერ მოწყობილ სასეირნო ბაღ „არმაზში“ სტუმრებს ევროპული და ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდებოდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ცნობა, რომ განზრახული იყო ილია ჭავჭავაძის მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული სიტყვების ცალკე წიგნად გამოცემა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ზაფხულში ილია ჭავჭავაძემ საგურამოში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორ კარლ ჰაუპტს უმასპინძლა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის პირველ ივნისს ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი ანტონ გიორგის ძე ნადირაძე გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ზაფხულში თედო სახოკიამ იმოგზაურა რაჭაში. ამ მოგზაურობის ამსახველი მასალა დაკარგა და ვეღარ დაბეჭდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, დავით კარიჭაშვილი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ივნისის საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.