რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისიდან დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისამდე დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელად მუშაობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 ივნისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძის სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანის საკითხი.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 15 ივნისს თბილისის გამგეობის სხდომაზე ხმოსანმა ლაზარე თადეოზის ძე ტიგრანოვმა ქალაქის საბჭოს თავმჯდომარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ივნისს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი სანკტ-პეტერბურგში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ესტუმრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ივნისს ოჩამჩირის მომრიგებელმა მოსამართლემ განიხილა ვაჭარ ფარნა დავითაიას საჩივარი ადგილობრივი პროპორშიკის ცოლის, მარიამ ჩაჩავას წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი ცილისწამებაში სდებდა ბრალს. მოსამართლემ მარიამ ჩაჩავას მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა და საქმის განხილვა 14 ივლისისთვის გადადო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 25 ივნისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, გენერალი მ. სამოელოვი საქმიანი მივლინებით გუდაუთაში ჩავიდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 25 ივნისს ფოთის შემნახავი სალაროს თანამშრომელი საბა ფანცულია გარდაიცვალა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბელი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 26 ივნისს სოფელ შორაპანში გიორგი ი. კაპანაძემ რკინიგზის სადგურის უფროსის, ნ. ჩაიკოვსკის 5 წლის შვილი მდინარეში დახრჩობისგან იხსნა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი თამარ სოლომონის ასული ქართველიშვილი გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ივნისს სოფელ ნიკორწმინდაში რაჭის მაზრის ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ მოყვარულმა მსახიობებმა ვალერიან გუნიას „არც აქეთ, არც იქით“, გიორგი ერისთავის „დავა“ და მიხეილ ლერმონტოვის „ორი ძმა“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ივნისს სოფელ კავთში თელავის მაზრის უფროსმა განსევიჩმა ადგილობრივები შეკრიბა და განუცხადა, რომ ამიერიდან ახალი მამასახლისის, გიგლო სიდამონოვისა და მისი ოთხი ჩაფრის ჯამაგირი, წლიურად 132 თუმანი, სოფლელებს თავად უნდა გადაეხადათ, რამაც გლეხების გულისწყრომა გამოიწვია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ივნისს დუშეთის მაზრის ჩაფართა რაზმის უფროსმა აბესალომ ფაღავამ ყოფილი ჯარისკაცებისგან შემდგარი მძარცველთა ბანდის თავკაცი, ხაჩირაშვილი შეიპყრო.