რეგისტრირებული ფაქტები91163
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის პედაგოგ ისიდორე რამიშვილის თხოვნა სკოლისთვის სხვადასხვა საკანცელარიო და სასწავლო ნივთების გაგზავნის შესახებ. მისივე ცნობით, ბათუმში აპირებდნენ საკვირაო სკოლის დაარსებას, რომლისთვისაც ასევე საჭირო იყო სასწავლო წიგნები. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს და ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალა საკვირაო სკოლისთვის შეეძინათ 50 მანეთის ღირებულების წიგნები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ქუთაისში წიგნებით მოვაჭრე ვასილ ბეჟანიშვილი უნდა აერჩიათ საზოგადოების კომისიონერად წიგნების გაყიდვისათვის შემდეგი პირობების თანახმად: 1) საზოგადოებამ უნდა გაუგზავნოს ბეჟანიშვილს ყოველგვარი სახის წიგნი, რომელთა საერთო ღირებულება 600 მანეთს არ აღემატება, 2) ბეჟანიშვილს საზოგადოების წიგნები ცალკე უნდა ელაგოს და ასევე უნდა ჰქონდეს ცალკე დავთარი მიღებული და გაყიდული წიგნების ჩასაწერად, 3) ის ვალდებულია ყოველი თვის ბოლოს გამოუგზავნოს საზოგადოებას გაყიდული წიგნების თანხა თავისი საკომისიოს გამოკლებით, 4) საზოდაგოების წიგნების და მათი ანგარიშის შემოწმება უნდა დაევალოს გამგეობის ქუთაისელ აგენტს, 5) ვ. ბეჟანიშვილი მოვალეა სამ თვეში ერთხელ მაინც შეატყობინოს გამგეობას გაყიდული წიგნების სია და რაოდენობა, 6) ვ. ბეჟანიშვილის გარდა გამგეობამ გასაყიდად არ უნდა გაუგზავნოს წიგნები ქუთაისის სხვა მაღაზიებს. გამგეობამ განაცხადა, რომ თავად ბეჟანიშვილი თანახმაა იკისროს საზოგადოების კომისიონერობა ჩამოთვლილი პირობების თანახმად.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 30 სექტემბერს ავლაბარში ტრიპოლსკიმ დედამისი სამზარეულო დანით მოკლა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 30 სექტემბერს თბილისის სასამართლო პალატამ პრ. ავალიანის საქმე განიხილა, რომელსაც პოლიციელი სალტიკოვის მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად. მას სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 სექტემბერამდე სასახლის ქუჩაზე მდებარე დ. მ. ისაევის საწყობში დიდი ბაზრობა იყო გამართული და ყველაფერი ძალიან იაფად იყიდებოდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 1-ელი ოქტომბრიდან პორუჩიკი გ. ი. კერესელიძე ქუთაისის სკოლაში ტანვარჯიშის მოწვეულ მასწავლებლად მუშაობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელ ოქტომბერს სასტუმრო „ორიენტში“ თბილისის ნაფიცმა ვექილებმა და მათმა თანაშემწეებმა თბილისის ოლქის სასამართლოს ყოფილ წევრს, ი. დ. უთნელიშვილს გამოსამშვიდობებელი საღამო გაუმართეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში სიღნაღს „ქალთა დასით“ კორსაკი ეწვია და წარმოდგენა გამართა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო საბჭოს მდივან სტეფანე ჭრელაშვილს მდივნობის ვადა ამოეწურა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრება გაიმართა, რომლის თავმჯდომარედაც დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილი აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილმა კრებას მოახსენა სასიხარულო ამბავი, რომ მიხეილ რომანოვმა ამხანაგობის წევრობა ისურვა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გამგე დირექტორად ი. გ. მაჩაბელი აირჩიეს და ჯამაგირად წელიწადში 2000 მანეთი დაუნიშნეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა ვაჭრობა „ქუთაისის გუბერნიის უწყებათა“ იჯარით გასაცემად. ბე. ხოჯივანოვმა, გარდა იჯარის აღებისა, საგუბერნიოს სტამბის ყიდვის სურვილიც გამოთქვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ სტამბის უდიდესი ნაწილი რეიმერსს ეკუთვნოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქუთაისის გუბერნიის უწყებათა“ იჯარით გასაცემად ვაჭრობა დაინიშნა. იჯარის აღების სურვილი რეიმესმა, ბოჩკარევმა და ბე. ხოჯივანოვმა გამოთქვეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 1-ელი ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. ვ. ვერეტენიკოვი თბილისის სახაზინო პალატის გამგე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელი ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თამბაქოს ქარხნის მეპატრონის, მ. პ. საფაროვის გარდაცვალების გამო ქარხანა რამდენიმე დღით დაიკეტა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელი ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მიხეილ ისარლიშვილმა თბილისის საბაღოსნო გამოფენას ძალიან გემრიელი, დიდი ზომის ხილი გაუგზავნა, რომელიც სოფელ საღოლაშენში მოიყვანა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 1-ელი ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის სახაზინო პალატის გამგე, ი. ვ. ვერეტენიკოვი ვარშავაში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელი ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პ. ფ. სლავუტინსკიმ ტემპერატურის გასაზომი იარაღი გამოიგონა. მისი მიზანი იყო, რომ სოფლის მეურნეებისა და გლეხებისთვის საქმიანობა შეემსუბუქებინა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის ოქტომბერში პ. ჯანელიძე ორ უცხოელ მოგზაურს იალბუზის წვერზე ასასვლელად წაყვა. მოგზაურები და ჯანელიძე ქარიშხლის გამო ღამის გასათევად მთის წვერზე დარჩნენ. მეორე დილით ჯანელიძე გარდაცვლილი იპოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში სვანეთში ჩამოსულ ორ უცხოელ მოგზაურს პ. ჯანელიძე იალბუზის წვერზე ასასვლელად წაყვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში ნ. ა. დუმბაძემ ბათუმის საბჭოს შესთავაზა, ბათუმის ქალთა სასწავლებელი „მარიამი” ექვსკლასიან დედათა პროგიმნაზიად გადაეკეთებინათ.

