რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით (რედაქტორი ვალერიან გუნია), ოქტომბრის ბოლოს ბათუმში ხმოსანთა არჩევნები უნდა გამართულიყო.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისელმა ივანე ბაქრაძემ ბორჩალოს მაზრაში, დისიხის სასოფლო საზოგადოებაში, ბერძენი მოქალაქე მოკლა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გრიგოლ შიოევი თბილისში მცხოვრები ბერძენი იყო.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მოქალაქე ისიდორე თხელაძე წყალში დაიხრჩო. ტრაგედია გორის მაზრაში მოხდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მოქალაქე ივანე ბაქრაძემ ყარსის რკინიგზის 121-ე ვერსზე გრიგოლ შიოევი მოკლა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით (რედაქტორი ვალერიან გუნია), დიდუბის მაცხოვრებლებს განზრახული ჰქონდათ დამოუკიდებელი სააღებმიცემო ამხანაგობის დაარსება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) წერს, რომ უფროსმა სავაჭრო-სამეურნეო ზედამხედველმა ქალაქის გამგეობაში აღწრა შუამდგომლობა, ჩარჩების გასაკონტროლებლად დაეშვათ ცხენოსან-დარაჯის თანამდებობა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მამა ნესტორ გალდავას ღანირში, საკუთარ სახლში, სკოლა ჰქონდა გახსნილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით ალექსი ედილაშვილი სოფელ ჭობისხევში მეველედ მუშაობდა.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გიორგი დოლგანოვი ხერსონის გუბერნიის დეკანოზ ეფრემ დოლგანოვის შვილი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი არქიმანდრიტი სერაფიმე რუსეთში ეპისკოპოსად დანიშნეს, რის გამოც მან დატოვა რექტორის თანამდებობა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი გერმოგენი ამავე სემინარიის რექტორად დაინიშნა. მან მამა სერაფიმეს ადგილი დაიკავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე მიქაძე ქვემო იმერეთის სოფელ ღანირში სამრევლო სკოლის დაარსებას ითხოვდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით (რედაქტორი ვალერიან გუნია), ბათუმის მოსახლეობამ საეკლესიო კომისიას ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობის დაჩქარება სთხოვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ ვასილ ბეჟანეიშვილისა და ილია ბახტაძის წიგნის მაღაზიებში ქართული ენის რვეულების დიდი რაოდენობით შეძენის მსურველებს საფასურს გაუიაფებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ბ. მირიმანიანის სამუსიკო იარაღების ცენტრალურ საწყობში იყიდებოდა ფორტეპიანოები, როიალები, სიმებიანი საკრავები და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ატატო ბებურიშვილი დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გრ. გუგუნავა დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, პოლიევქტოს კალანდაძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს გიგო ზანაველმა „ცნობის ფურცლის“ რედაქციიდან სტატიის დაბეჭდვაზე უარი მიიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დ. ჩხაიძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს ზესტაფონის თეატრში მელიტონ ბალანჩივაძისა და ნუცა ჩხეიძის ხელშეწყობით ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა აკაკი წერეთლის კომედია „ბუტიაობა“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს თელავის თეატრში ვალერიან გუნიას მიერ თარგმნილი პიესა „კინი“ წარმოადგინეს, რომელშიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ზურაბიშვილი, მელქო აჯიმამუდოვი და დიდებულიძისა მონაწილეობდნენ.