საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1851

ტიპი: გარდაცვალება

1851 წლის ნოემბერში ჭოგნარის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ ლოსაბერიძე გარდაიცვალა.

1851

ტიპი: გარდაცვალება

1851 წლის 12 ნოემბერს სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი სვიმონ სტეფანეს ძე ნიკურაძე გარდაიცვალა.

1851

ტიპი: გარდაცვალება

1851 წლის დეკემბერში სოფ. ზოვრეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი გიორგის ძე კურცხალია გარდაიცვალა.

1851

ტიპი: გარდაცვალება

1851 წლის 7 დეკემბერს ღვიარის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი გიორგი საბას ძე შარაბიძე გარდაიცვალა.

1851

ტიპი: გარდაცვალება

1851 წლის 15 დეკემბერს ოფეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იესე ნიკოლოზის ძე ნადირაძე გარდაიცვალა.

1851

ტიპი: გარდაცვალება

1851 წლის 23 დეკემბერს ქედის წმ. გიორგის ეკლესიის (ვანი) მღვდელი ნიკოლოზ ზაქარიას ძე მამფორია გარდაიცვალა.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852-62 წლებში სიმონ ნიკოლოზის ძე ბებიაშვილი სოფ. ვახანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა გიორგი ერისთავის ლექსები: „მტკვრისადმი“, „გულს“, „თოვლი“ და „კურთხევა“ (პეტრარკას თარგმანი).

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეთერთმეტე ნომერში დაიბეჭდა მოთხრობა „ფრანცუზი ხანი არამ ხანაში“, რომლის თარგმანი ფრანგულიდან ეკუთვნის ი. ერისთავს.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა მოთხრობა „ქორწილი სახრჩობელაზე“, რომელიც ფრანგულიდან უთარგმნია ი. ერისთავს.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა გიორგი ერისთავის ლექსი „საწუთო სოფლის მდურვა“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეცხრე ნომერში დაიბეჭდა ბერნარის თხზულება „სიძე ამისთანა უნდა“, რომელიც ფრანგულიდან უთარგმნია ი. ერისთავს.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეცხრე ნომერში დაიბეჭდა ოთარ და თამაზ ქობულოვებისა და ბარამ ბარათოვის ორ-ორი რომანი.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მერვე ნომერში დაიბეჭდა გიორგი დადიანის წერილი ჟურნალ „დილას“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მერვე ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სამი უსათაურო ლექსი.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეშვიდე ნომერში დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ყვავილს“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეშვიდე ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ოთხი სიმღერა.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეექვსე ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსები: „კავკასია“, „თეჯნისი“, „სიმღერა“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა მოთხრობა „ჟოკო“, რომელიც ფრანგულიდან უთარგმნია სარდიონ ალექსი-მესხიშვილს.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გიორგი ერისთავის ლექსები: „განყოფა სოფლისა“ (შილერის თარგმანი), „პილიგრიმი“ (თარგმანი პოლონურიდან).

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეოთხე ნომერში დაიბეჭდა მამიკონის, მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილის ლექსი „ტეატრი“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეოთხე ნომერში დაიბეჭდა გიორგი ერისთავის ლექსი „ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათოვის გარდაცვალებაზედ“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეოთხე ნომერში დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები: „ბულბული ვარდზედ“, ჩუმი ლოცვა“, „ქალი“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა სიმონ მაჩაბლის სატირა „დედა და ქალი“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები: „ეკატერინე ჭავჭავაძეს“, „N“, „გამოსალმება“, ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩის ტბა“, „ლოდინი“, „ოცნება“ (პუშკინის თარგმანი).

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეოთხე ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსები: „მუხანბაზი“ და „გაფი“, დავით მაჩაბლის „ვარდი“, ელენე წერეთლის „უსტარი გიორგი ერისთავს“.