რეგისტრირებული ფაქტები91163
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სერგეენკო ქუთაისის გუბერნიის ექიმი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მამონტოვი ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის ოლქის ბრალმდებლის მოადგილე ჩერნიკი ამავე სასამართლოს წევრად დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ალექსანდრე მაქსიმეს ძე ალანია თბილისში აზოვის ზღვაოსნობის აგენტად დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ალექსანდრე კავსაძის ქართული საერო ხოროს კონცერტი უნდა გამართულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ალექსანდრე კავსაძის საერო ხორომ კონცერტი გამართა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამურზაყანოში მ. პაპასკუა ყრილობაზე წინადადებებით გამოვიდა და ხალხს მოუწოდა, რომ გზები და ხიდები შეეკეთებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამურზაყანოში მ. პაპასკუა ყრილობაზე წინადადებით გამოვიდა. მან ხალხს მოუწოდა, რომ თავიანთ სოფელში ერთკლასიანი სოფლის სასწავლებელი დაეარსებინათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამურზაყანოში მ. პაპასკუა ყრილობაზე წინადადებით გამოვიდა. მან ხალხს მოუწოდა, მოესპოთ ქურდობა და ყალბი მოწმობების გაცემა და განედევნათ საზოგადოების მავნე წევრები.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა კონსტატინე ნიკოლოზის ძე რეიტერი ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ დაამტკიცა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქალაქის მოურავი ვერ შეძლებდა თავმჯდომარეობას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მიხეილ ალექსანდრეს ძე რომანოვი ბათუმიდან რუსეთისკენ გაემგზავრა. ის სადგურამდე ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა, თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა და ბორჯომის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიაცილეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის რკინისგზის ტექნიკურ სასწავლებელში წლიური აქტი გაიმართა, რომელზეც მეორე კლასის მოსწავლეები ივ. ვარაზიშვილი და ს. პაიჭაძე წარჩინებული სწავლისთვის დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში წლიური აქტი გაიმართა, რომელსაც ფრეზე, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი და სხვა გამოჩენილი ფიგურები დაესწრნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლო მოხელეებმა და ქალაქის მომრიგებელმა მოსამართლეებმა თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვს სადილი გაუმართეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 9 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიხეილ ხორბალაძე თბილისის მაზრის მომრიგებელ სასამართლოში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მელიტონ კელენჯერიძეს თერჯოლაში სკოლის დაარსებას სთხოვდნენ.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 10 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ არშაკ და ბაგრატ თუმანიანცების საქმე განიხილა. მათ სხვისი მამულის ბანკში დაგირავება ედებოდათ ბრალად. ოლქის სასამართლომ თუმანიანცები დამნაშავეებად სცნო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლოს ბოქაულის განცხადებით სიმონ ზაზას ძე ლაზაშვილის თბილისში მდებარე მამული უნდა გაეყიდათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 118 მან., ანტონ გოგიაშვილს – 1 მან., ახალციხის ბიბლიოთეკას – 3 მან., უდის ბიბლიოთეკას – 4 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 7 მან. და ი. დიასამიძეს – 6 მან.

