რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სერგეი ნიკოლოზის ძე ზაზუნოვი დაიბადა 1901 წლის 19 თებერვალს შემახიის ოლქის სოფელ მატრასში.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსეი იოანეს ძე დიაკონოვი დაიბადა 1901 წლის 6 დეკემბერს ქ. მელენოკში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: სამსონ იოსების ძე ანთაძე, ირაკლი ივანეს ძე რამიშვილი და იაკობ თომას ძე ცინცაძე.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს თბილისის გიმნაზიის გამგედ დაინიშნა კომერციული სასწავლებლის პედაგოგი ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს, შიო ჩიტაძის გარდაცვალების შემდეგ, თბილისის გიმნაზიის გამგედ აირჩიეს მ. ი. თაქთაქიშვილი, რომელმაც ერთი თვე იმუშავა და შემდეგ ბაქოში წავიდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს სოფელ ატენში მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა გახსნა სკოლა, რომლის ნახევარ ხარჯს თვითონ იხდიდა, ნახევარს კი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ივნისში ახალმა გამგე-კომიტეტმა ალექსანდრე მდივანი თბილისის გიმნაზიის გამგეობიდან გაათავისუფლა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების გლეხკაცობის ძირითადი ხარჯი ფოsტის ფული იყო. ამ პერიოდში ქუთაისსა და თბილისის გუბერნიებში სულ 171 241 კომლი ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაგან სახელმწიფო წლიურად 450 416 მანეთსა და 83 კაპიკის იღებდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იყიდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, შექსპირის „მეფე ლირი“ და ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვის თზულებანი შემდეგ მისამართებზე: თბილისში, გრიქუროვის წიგნის მაღაზიებსა და „ივერიის“რედაქციაში; ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში; გორში, ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ნიკოლოზ გიორგის ძე მაჭავარიანმა, გიორგი სტეფანეს ძე ყუფარაძემ, ლუკა დავითის ძე კიკვაძემ, ნოე ალექსის ძე ბერიშვილმა, გრიგოლ დავითის ძე ლექვინაძემ, მიხეილ პეტრეს ძე მესხმა, კირილე პეტრეს ძე ჭანტურიამ, ალექსი დავითის ძე დგებუაძემ, ივანე ფარნაოზის ძე ჟორდანიამ და ილია გიორგის ძე დარდაგანიძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო თანხა გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: მაქს ანტონის ძე რევიამ, რაჟდენ ნიკოლოზის ძე შავგულიძემ, ზაქარია გიორგის ძე ბეჟიტაძემ, იოსებ არობაშვილმა, გრიგოლ მიხეილის ძე ცატურიანცმა, ალექსანდრა გიგინეიშვილმა, ვასილ ლუკას ძე ფოჩხიძემ, ტრიფონ მერაბის ძე ფანჯავიძემ, გიორგი კონსტანტინეს ძე ყუფარაძემ და თედორე ისიდორეს ძე სკიპნიკოვმა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: პროკოფი მოსეს ძე დოლიძემ, ივანე ბესარიონის ძე კვაჭაძემ, მიტროფანე დავითის ძე კვანტალიანმა, აკაკი მარკოზის ძე რობაქიძემ, კონსტანტინე ესტატეს ძე კვახაძემ, აბრაამ გრიგოლის ძე ვაინერმა, თეოფანე ზაქარიას ძე იაკობაშვილმა, ილია ერასტის ძე ნიკოლაძემ, ლევან ბესარიონის ძე დვალმა და ერასტი სიმონის ძე ბახტაძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: სოფიო ართმელაძემ, ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძემ, ევპრაქსია ერისთავისამ, ფეოდოსია ჯაყელმა, ასმან მურზა-ბეგოვმა, ნინო ნესტორის ასულმა ლორთქიფანიძემ, სპირიდონ გიორგის ძე ნიჟარაძემ, რაფ. შაბან.-ის ძე ერისთავმა, პავლე ვასილის ძე ბახთაძემ და ვენედიქტე ნესტორის ძე ნიჟარაძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: მიხეილ კვირიაკის ძე ჭოჭუამ, ალექსანდრე დავითის ძე წულუკიძემ, დავით ივანეს ძე სურგულაძემ, ევტიხი ივანეს ძე ახვლედიანმა, სერგო ივანეს ძე მესხმა, ბაგრატ ლუკას ძე აბულაძემ, პეტრე სამსონის ძე ნიჟარაძემ, პრაკოპი ბესარიონის ძე გელეიშვილმა, მარგარიტა გრიგორის ასულმა კვიტაშვილმა და ანდრია სპირიდონის ძე ღვინეფაძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ნინო კონსტანტინეს ასულმა ფაჩულიამ, ელიკო ხარიტონის ასულმა ფაჩულიამ, იოსებ პავლეს ძე გვეტაძემ, ალექსანდრე რევაზის ძე თაბაგარმა, არქიფო დავითის ძე მხეიძემ, ალექსანდრე პავლეს ძე ბეშკენაძემ, დავით ლუკას ძე დავიდოვმა, ნინო იოსების ასულმა მიქელაძემ, მარიამ თედორეს ასულმა ბულეიშვილმა და ვერა იოანეს ასულმა ცქიტიშვილმა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრებმა: ერემია ექვთიმეს ძე ჟვანიამ, ვარლამ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძემ, იასონ ლუკას ძე კაკაბაძემ, ლუკა ვახტანგის ძე ჭერჭელაძემ, თეიმურაზ მაქსიმეს ძე ბურჯანაძემ, ვახტანგ ივანეს ძე ცქიტიშვილმა, დავით გიორგის ძე მასხარაშვილმა, ნინა ზაქარიას ასულმა კოკოჩაშვილმა, ვლადიმერ გიორგის ძე კასაბიშვილმა და სევერიან ალექსის ძე გოცირიძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: მელქისედექ პარმენის ძე ლორთქიფანიძემ, ალექსანდრე ვასილის ძე თვარაძემ, გიორგი თედორეს ძე ლეჟავამ, ლევან დავითის ძე გაბაშვილმა, იოსებ მაქსიმეს ძე ნარეშელაშვილმა, ვლადიმერ თედორეს ძე შავგულიძემ, სევერიან დომენტის ძე ქელბაქიანმა, კალისტრატე გიორგის ძე ცირეკიძემ, ანდრია სიმონის ძე ნადირაძემ და გიორგი ჭეიშვილმა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: მიხეილ ნიკოლოზის ძე ციციანოვმა, შალვა სიმონის ძე ჯანელიძემ, ნიკოლოზ ალექსის ძე გოშოვმა, აქვსენტი ოქროპირის ძე გიორგაძემ, გიორგი სიმონის ძე ქირიამ, პეტრე ანტონის ძე სვინეიამ, მოსე ლევანის ძე დგებუაძემ, პოლიკარპე რუხაძემ, ილია სიმონის ძე მხეიძემ და ალფეზ ერმალოზის ძე მინდელმა.