რეგისტრირებული ფაქტები81358
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მოადგილე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრები იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.
1920
ტიპი: განათლება
ნიკოლოზ სარქისის ძე ავეტისიანცი თბილისის მე-3 გიმნაზიაში 11 წელი სწავლობდა. მისი ყოფაქცევა იყო სანიმუშო, გაკვეთილებზე დასწრება – აკურატული, გაკვეთილების მომზადება – ასევე, წერითი დავალებების შესრულება – ასევე, კლასში ყურადღებით ყოფნა – ყურადღებითაა, სწავლისადმი ინტერესი – აქვს მათემატიკისადმი, მისი საგნები და შეფასებები იყო: ჰიგიენა – 3, არითმეტიკა – 3, რუსული ენა და სიტყვიერება – 3, ლოგიკა – 3, ლათინური ენა – 3, საქართველოს ისტორია – 3, სამართალმცოდნეობა – 5, მათემატიკა – 5, ფიზიკა და მათემატიკური გეოგრაფია – 4/4, ისტორია – 3, გეოგრაფია – 3, ფრანგული ენა – 3, გერმანული ენა – 3, სომხეთის ისტორია – 3. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1920 წელს მას მიეცა ატესტატი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 20 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების მდივნად აირჩიეს ერმილე ანჯაფარიძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 20 სექტემბერს მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთვარგამგეს სთხოვა, რომ ნება დაერთო 1918 წლის პირველი ნოემბრიდან მათემატიკის გაკვეთილებისთვის გადადებული თანხიდან მიეღო ოთხი გაკვეთილის ანაზღურება – 75 მანეთი. ხელს აწერენ დირექტორის მოვალეობის აღმასრულებელი კირილე არველაძე და საქმისმწარმოებელი ს. კასრაძე.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარე იყო ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი (მუხრანსკი).