საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81393

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს ივანე ივანეს ძე პაევსკი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში ხატვისა და ხაზვის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს ნოე ალმასხანის ძე კუპრაძე სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს ვიქტორ ივანეს ძე სტრაჟევი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს პავლე ალექსანდრეს ძე პრავდივცევი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს სტეფანე სტეფანეს ძე აფანასიევი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში გეოგრაფიის, ისტორიისა და ლოგიკის პედაგოგად მუშაობდა.

1893

ტიპი: განათლება

1893 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვალს იულინა ამბაკოს ასული სულაქველიძე ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასების პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვალს მარიამ ბესარიონის ასული ნაცვლიშვილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვალს ანა ესტატეს ასული მატარაძე ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვალს ნინო ალექსის ასული პავლოვა ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვალს თედორე თედორეს ძე ჩუნეცკი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ხატვის პედაგოგად მუშაობდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის პანსიონის აღმზრდელები იყვნენ ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე, კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილი, ივანე ბესარიონის ძე ნიჟარაძე, ნ. ლ. თარხნიშვილი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1906-1907 სასწავლო წელს ქალთა სამზრუნველო საბჭოს (თავმჯდომარე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა) ვაჟთა გიმნაზიასთან დაარსდა თბილისის ქალთა ქართული სასწავლებელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის გიმნაზიის გამგე იყო.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს ს. ციციშვილს სასამართლოში იცავდა ადვოკატი იესე ბარათაშვილი.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის იანვარში ღარიბ მოწაფეთა შემწე საზოგადოების კრებაზე გამგე-კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე იოსების ძე თუმანიშვილი (თბილისის მაზრის წინამძღოლი), თავმჯდომარის ამხანაგად – იოსებ ღულაძე, წევრებად – ალექსანდრე ჯაბადარი, ვასილ რცხილაძე, ნიკო ცხვედაძე და ალექსანდრე მდივანი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვლადიმერ ლორთქიფანიძე თბილისის გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს აბ. ი. ხეცურიანი თბილისის გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებელი იყო.

1905

ტიპი: ავტორობა

1904-1905 სასწავლო წელს გიმნაზიის მოწაფეებმა გამოსცეს კრებული „ღელვა”, რომლის რედაქტორები იყვნენ: გიორგი ავალიანი, მიხეილ ზანდუკელი და პავლე დადვაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ივანე გიორგის ძე რატიშვილი თბილისის გიმნაზიაის რუსული ენისა და გეოგრაფიის მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ა.ვ. ქუთათელაძე თბილისის გიმნაზიის ქართული ენისა და სამშობლოს აღწერის მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნ. გ. გოგიტიძე თბილისის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე იყო კ. ი. ბაგრატიონ მუხრან-ბატონი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ღამის 3 საათზე თბილისში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დედაქალაქში შენობებს ბზარები გაუჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა. გორში კი სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა და მოსახლეობის ნაწილი უსახლკაროდ დარჩა.