საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81393

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, სამეურნეო-საურთიერთო კრედიტის საზოგადოებაში 1 422 392. 82 მანეთი ჰქონდა. ამ თანხიდან 318 მანეთი ჩამოეწერა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, ხაზინაში 7 793 491 480. 36 მანეთი ჰქონდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალი „ივერია“ სამი განყოფილებისგან შედგებოდა: ბელეტრისტული რომანები, მოთხრობები, პოემები, ლექსები (ორიგინალიც და თარგმნილიც), წერილები – ისტორიული, კრიტიკული, ეთნოგრაფიული, მოგზაურობა და სხვა, ქრონიკა – (შინაური მიმოხილვა), სამეცნიერო წერილები, თეატრი და ახალი წიგნები.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წელს ჟურნალ „ივერიის“ წლიური ფასი 7 მანეთს შეადგენდა. ჟურნალის რედაქტორი და გამომცემელი მიხეილ ესტატეს ძე გურგენიძე იყო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1) დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „კონა“, ი. ბაქრაძის ლექსი „მომილოცნია ახალი წელი“, რაფიელ ერისთავის „ხალხური ლეგენდა“ და თ. ჟორდანიას „გურამიშვილი და მისი დრო“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N1) დაიბეჭდა სოფლის მასწავლებლის, ზ. ნათაძის წერილი „რა უნდა იყოს სეტყვის მიზეზი“ და პეტრე უსლარის თხზულება „უძველესი თქმულებანი კავკასიაზე“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1) დაბეჭდილ სტატიაში „უძველესი თქმულებანი კავკასიაზე“ პეტრე უსლარი აღნიშნავდა, რომ აფხაზური და ოსური ენების დამწერლობისთვს ძირი ქართული ანბანი უნდა გამხდარიყო. პოლიტიკური მოსაზრების გამო ეს აზრი უარყვეს და აფხაზურ და ოსურ დამწერლობას საფუძვლად რუსული ანბანი დაედო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 თებერვალს ოლოვერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თბილისში 140 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონი შენდებოდა, რომელსაც იმ დროისთვის მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვებოდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1) დაიბეჭდა კრიტიკული სტატია ა. მოჩხუბარიძის (ალექსანდრე ყაზბეგის) სპექტაკლის „არსენას“ თაობაზე.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ N1 დაიბეჭდა სპექტაკლ „სამშობლოს“ (ფრანგულიდან თარგმნა დ. გ. ერისთავმა) განხილვა, რომელშიც ავტორი აღფრთოვანებით ლაპარაკობს მსახიობების ოსტატობაზე.

ტიპი: ღონისძიება

მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს მისწერა, რომ თუ ქერჩში ჩასვლას კვლავ დააპირებდა, მისთვის წინასწარ ეცნობებინა. უორდროპმა წერეთელს თავისი მისამართი გაუგზავნა: ქერჩი, ბრიტანეთის საკონსულო.

ტიპი: ღონისძიება

მარჯორი უორდროპმა და მისმა ძმამ აკაკი წერეთელს მოუბოდიშეს, რომ ქერჩში ყოფნის დროს მისი ნახვა იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ინგლისში იყვნენ.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, ილია ჭავჭავაძის სახლის დასაზღვევად 13 530 000 მანეთი გამოყო, დიდუბის პანთეონის შესაკეთებლად და დარაჯის ხელფასისთვის – 548 000 000, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მომვლელისთვის – 23 100 000, ბიბლიოთეკების, სკოლებისა და კერძო პირების დასახმარებლად კი – 2 382 845 944. 60 მანეთი.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ოლღა ჭავჭავაძის უზრუნველსაყოფად 1 746 250 000 მანეთი დახარჯა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ფილიპე ჭელიძე აწარმოებდა შამპანურებს – „თამარ მეფესა“ და „კოლხიდას“.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ბ. გოკიელს სავაჭრო სახლი ჰქონდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს 1 598 610 000 მანეთით დაეხმარა, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილს – 20 400 000 და ე. აგლაძეს – 6 000 000 მანეთით.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის დეკემბერში გიორგი წერეთელმა აკაკი წერეთელს მისწერა, რომ ოლივერ და თომას უორდროპები დღესასწაულებზე გურიაში მიდიოდნენ ხალხის ადათები შესასწავლად.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, წიგნის მაღაზიის კანცელარიის ქირასა და პატენტში 2 127 949 500 მანეთი დახარჯა, კანცელარიის ხარჯებში – 1 009 510 000, მაღაზიის ხარჯებში – 334 455 000, მდივნის წლიურმა ხელფასმა 2 183 116 400 მანეთი შეადგინა, ბუღალტრის ხელფასმა – 3 461 440 800, ბიბლიოთეკარისამ – 1 619 346 000, ხოლო ბიბლიოთეკარის თანაშემწისამ – 1 256 052 000 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ბ. გოკიელის სავაჭრო სახლში მოსწავლეებისთვის საკანცელარიო ნივთები ფასდაკლებით იყიდებოდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის დეკემბერში გიორგი წერეთელმა ანასტასია წერეთელს მისწერა, რომ აკაკი წერეთელი მათთან სტუმრობას აპირებდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 აპრილს პედსაბჭომ მონაწილეობა მიიღო თბილისის გიმნაზიის ყოფილი გამგის, ნინო ლომოურის დაკრძალვაში, პეტრე მირიანაშვილი და სეით იაშვილი გორში გაგზავნეს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1) დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“, რომელშიც ის საუბრობს, თუ რა ძალა აქვს ცოდნას, შრომასა და პატრიოტიზმს ქვეყნის განვითარებისთვის.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილების თანახმად, 1908-1909 წლის საქმიანობის განსახილველად საზოგადოებამ აირჩია კომისია შემდეგი შემადგენლობით: ვლადიმერ ვაჩნაძე, დავით ჯორჯაძე, გიგო ქურდიანი, მარიამ გედევანიშვილი, მიხეილ ზაალიშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს რობერტ ბლეიკი თბილისში ინდოევროპულ ტელეგრაფის სადგურს ხელმძღვანელობდა.