რეგისტრირებული ფაქტები89726
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა მარელისში მომხდარი მკვლელობის საქმე. გლახუა მაღრაძე და სოლომონ გვერდწითელი პართენ მაღრაძის ოჯახის წევრების მკვლელობაში დაადანაშაულეს. მკვლელობის მიზეზი ქონებრივი დავა იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ მარელისში პართენ მაღრაძის, მისი მეუღლის, ნინო მაღრაძისა და ორი თვის შვილის მკვლელობის საქმე განიხილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ ივლისს თბილისში, ნოკოლოზის მოედანზე, ამბარცუმ ენფიაჯიანცის სახლში, ლაზარე ნიკოლოზის ძე გულავამ სასტუმრო „საქსონია“ გახსნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელ ივლისს ელექტრო-ტექნიკოსი ვ. ა. პოჟიდაევი თბილისის სატელეფონო ქსელის სამუშაოთა მწარმოებლად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელ ივლისს ელექტრო-ტექნიკოსი კ. პ. ჩინოი თბილისის სატელეფონო ქსელის მმართველად დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმები, სულეიმან, ისმაილ და ჯგვატან ავიძბები დააკავეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იმერეთის სოფ. ითხვისში დაიკარგა 15 წლის კოლა (ნიკოლოზ) სისოს ძე ნადირაძე, იოსებ ბეჟანის ძე წერეთლის მოჯამაგირე.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის მოურავი გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი ერთთვიან შვებულებაში იმყოფებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგული მწერლისა და მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის სამძებრო სამუშაოები შვიდი დღის მანძილზე უშედეგოდ მიმდინარეობდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 2 ივლისს „ცნობის ფურცელში“ ივანე სოლომონის ძე მჭედლიძე ნათესავებსა და ოჯახის ახლობლებს თამარ ქართველიშვილის გარდაცვალების შესახებ ატყობინებდა, რომლის სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ეკლესიაში შედგებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნატორი თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი საგანგებო დავალებით დუშეთის მაზრაში გაემგზავრა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბოლო დღეებში მტკვარში ნაპოვნი 16 დამხრჩვალიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულ ივანე მაჩაბელს გარეგნულად არც ერთი არ ჰგავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამხანაგობა „გლეხის“ მიერ გამოცემული სადღეგრძელოების კრებულის შეძენის მსურველებს ზესტაფონში მელიტონ გაჩეჩილაძისთვის უნდა მიემართათ.

