რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა მთავარი პოლიტიკური განათლების განყოფილების გამგის წინადადება, წერა-კითხვის უცოდინართა შესამცირებლად საზოგადოებას მოეწყო მოძრავი და საკვირაო სკოლები, სახალხო კითხვის საღამოები და სხვ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 აპრილს საზაფხულო თეატრში უნდა წარმოედგინათ გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „ხათაბალა“.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 12 მარტს ზედამხედველობის კომიტეტმა თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში რევიზია ჩაატარა, მისი საქმიანობით კმაყოფილი დარჩა და წარმოადგინა მათ მიერ გაცემული მოკლე და გრძელვადიანი სესხების სია.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 22 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე, დიმიტრი დუმბაძე, გიორგი მაჭავარიანი, ივანე ელიაშვილი, პარმენ კახიანი და სერგო ჯაფარიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ვლასი მელიტონის ძე ბოხოხაძე, ივანე ზედგინიძე და ივანე გიორგის ძე ციციშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილი, ივანე დავითის ძე ცაბაძე და გ. მაჭავარიანი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ივანე გიორგის ძე ავალიშვილი, გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რევოლუციური კომიტეტის კომისარმა მთავარგამგეობის წევრები და სხვა გამომცემლები მოსალაპარაკებლად დაიბარა, ვინაიდან იგი აპირებდა დეკრეტის წარდგენას თავისუფლად საქმიანობისა და წიგნების გამოცემის შესახებ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრებად ითვლებოდნენ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.