საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81404

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ევგენი ჩიჯავაძის კორესპონდენცია „სამიქაო. სამკითხველოს საჭიროება და წარმოდგენები“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა არტემ სიხარულიძის კორეპონდენცია „ბასილეთის საზოგადოება. ხალხის სიღატაკე და მისი მიზეზები“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თავადმა ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის მაზრის სოფლების დასახმარებლად ხაზინიდან შვიდი ვაგონი ხორბალი ისესხა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პავლე მოსულიშვილის კორესპონდენცია კავკავში წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის კურთხევის შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ 11 დეკემბერს ქართლ-კახეთის სამრევლო სკოლების ზედამხედველთა კრება დანიშნა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობ ბაბო ავალიშვილის ჯანრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში დადგეს კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ბ. ბ. აბაშიძე, კონსტანტინე შათირიშვილი და სანდრო თამაზიშვილი მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში, ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის რეჟისურით, კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“ დაიდგა, რომელიც ქართულ ენაზე ანდრია ღულაძემ თარგმნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში დადგეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ჭკუისა მჭირს“.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფ. ჟორდანიას მეუღლემ, ოლგა აბაშიძემ, სოფელ ცაიშში ხელსაქმის შემსწავლელი სკოლა დააარსა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სუფსის მეეტლეთა ამხანაგობის გამგის, ბ. შ. კომახიძის განცხადება, რომ სუფსის რკინიგზის სადგურში ეტლები მატარებლების განრიგის შესაბამისად იმოძრავებდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სუფსის მეეტლეთა ამხანაგობის გამგის, ბ. შ. კომახიძის განცხადება სუფსის რკინიგზის სადგურში ეტლები მატარებლების განრიგის შესაბამისად მოძრაობის შესახებ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის საგანგებო მინდობილობათა მოხელე დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი უცხოეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ყვარლის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი დუმბაძე, რომელსაც კლავდია შმაკოვის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად, პროპორშიკ ჯაბა გურიელის თავდებობით სატუსაღოდან გაათავისუფლეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბერს ოჩამჩირის პოლიციას მედუქნე ანტონ შელიას უგზოუკვლოდ გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში წარმოადგენდნენ ვასო აბაშიძის მიერ დადგმულ ხუთმოქმედებიან პიესას „კრეჩინსკის ქორწინება“, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, სანდრო თამაზაშვილი, კონსტანტინე შათირიშვილი და ბ. ბ. აბაშიძე მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში ავქსენტი ცაგარლის ერთმოქმედებიან პიესა „ჭკუისა მჭირს“ უნდა წაროედგინათ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბერს ახალ სენაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზ. ბელიქანიას, ანტონ ქავთარაძისა და მღვდელ ლაზარე ოდიშარიას სახლები დაიწვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნატორმა მოურავ გ. გ. ევანგულოვს ქალაქის დასუფთავებისათვის 500 მანეთის განკარგვა დაავალა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი დეპეშით იტყობინებოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მეორედ გამოიცა და ერთ შაურად იყიდებოდა რაჟდენ ბარამიძის მიერ შედგენილი „ცხოვრება ღირსისა ალექსის ღვთის კაცისა“.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნინა ყიფშიძის განცხადება, რომლითაც ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გატანილი ყულაბების კანცელარიისთვის დაბრუნებას სთხოვდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ ჯვარცხმის სამრევლო სკოლის მასწავლებლის სარდიონ მგალობლიშვილის წერილი, რომლითაც ის ილარიონ მგალობლიშვილს სკოლისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვექილმა ბ. ეჯუბოვმა თბილისის სასამართლოში სოფელ ძიროვანის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკასაციო სარჩელი წარადგინა, სადაც მხარეთა უფლებებს ბ. ხაზარსკი და ბ. ოგულოვიჩი იცავდნენ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. ავალიშვილი ნათესავებმა ავადმყოფობის გამო სოფელში გადაიყვანეს, თუმცა შიშობდნენ, რომ იქაურ პირობებში მისი გამოჯანმრთელება გაჭირდებოდა.