საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოებამ გამოსცა „წიგნი რობინზონ კრუზოსი“ დიდებისთვის. (თარგმნა დ. ჯაჯანაშვილმა).

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოებამ 1000 რუბლის ღირებულების წიგნები იყიდა და სკოლებს დაუგზავნა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ„ივერიაში“ (N7-8; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაბეჭდილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოებაში (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე) აღნიშნულია, რომ საზოგადოება ქუთაისის გუბერნიის სკოლებს ფინანსურად დაეხმარა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ქუთაისის მაზრის საზოგადოების 9 სკოლაში 553 მოსწავლე სწავლობდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ შოროპნის მაზრის საზოგადოების 11 სკოლაში 179 მოსწავლე სწავლობდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ რაჭის მაზრის საზოგადოების სკოლებში 285 მოსწავლე სწავლობდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ლეჩხუმის მაზრის საზოგადოების 6 სკოლაში 143 მოსწავლე სწავლობდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ სენაკის მაზრის საზოგადოების 11 სკოლაში 705 მოსწავლე სწავლობდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მაზრის საზოგადოების 15 სკოლაში 517 მოსწავლე სწავლობდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ოზურგეთის მაზრის საზოგადოების სკოლებში 1097 მოსწავლე სწავლობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე ოჩამჩირის მოსახლეობას თეატრის აშენებაში დახმარებას შეჰპირდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი ხუთი წელი სახელმწიფოს სათათბიროს წევრი იყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის ნოემბერში განათლების კომისარიატმა ოლღა ჭავჭავაძეს ერთდროული დახმარება – 50 მანეთი გამოუყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორმა რუსეთის მუშების მდგომარეობის შესწავლასა და დაცვას დიდი დრო დაუთმო, ქართველი მუშების შესახებ კი არაფერი უთქვამს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 15 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს წარმომადგენლის, გიორგობიანის თხოვნა საზოგადოების ყველა გამოცემის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლისთვის 100 მანეთის წიგნები გაეგზავნა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 24 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „იმერეთის“ საშუალებით ქუთაისელმა ებრაელებმა მოსახლეობას მემამულეთა არჩევნებში კიტა აბაშიძის არჩევისკენ მოუწოდეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ილიას მამულის მეთვალყურის, ზაქარია დავითაშვილის ინიციატივით ილიას სახლში განათება გაკეთეს. წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ამ საქმისთვის 15 მანეთი გაიღო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 19 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 15 ოქტომბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს თხოვნა მასწავლებლის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლაში სამუშაოდ წასვლა ელიოზ ხუციშვილისთვის ეთხოვა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 15 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ანდრი კვირკველია ვაჭარი იყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 25 სექტემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გააკეთა მოხსენება საზოგადოების გასაყიდ ნივთებზე ფასის დაკლების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, ეს საქმე პრეზიდიუმისთვის მიენდო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის სექტემბერში ნოე თოიძემ ლიხაურში ასწლოვანი მუხის ხის ქვეშ სკამის გასაკეთებლად 50 მანეთი გაიღო.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია რ. ერისთავმა საზოგადოებას მის მიერვე შედგენილი 550 ეგზემპლარი „სქემა გრამატიკისა“ და 900 „ქართული გამოცანების კრებული“ აჩუქა.