საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10) დაიბეჭდა განცხადება საყმაწვილო საკითხავი სურათებიანი ჟურნალის „ნობათის“ გამოცემის თაობაზე (რედაქტორ-გამომცემელი ანდრია ღულაძე). ჟურნალს მონაწილეობას შეჰპირდნენ აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, გიორგი წერეთელი, ნიკოლოზ დადიანი, იოსებ ბაქრაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა: დიმიტრი ჯანაშვილის „ქართველი ხალხის მწერლობა და განათლება მეექვსე საუკუნემდე“ (დასასრული), რაფიელ ერისთავის „ბერუას ჩივილი“ და ლორენცო ბენონის „წერილები“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10) დაიბეჭდა თათარყან დადეშქელიანის წერილი „მოკლე განხილვა საქართველოს მხედრობისა – 1089-1222 წლები“, რომელშიც მიმოხილული იყო დავით აღაშენებლისა და თამარ მეფის ლაშქრობები.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა: თათარყან დადეშქელიანის წერილი „მოკლე განხილვა საქართველოს მხედრობისა – 1089-1222 წლები“, რომელშიც მიმოხილული იყო დავით აღაშენებლის მიერ მუდმივმოქმედი ლაშქრის ჩამოყალიბების ამბავი. (ლაშქარში ირიცხებოდა 15000 ყივჩაღი, 500 ალანი, 100 ფრანგი და 5000 ქართველი.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში, საქართველოს რუსეთიდან გზათა და სახელმწიფო ქონების მინისტრები სტუმრობდნენ. ქართველმა თავადაზნაურობამ სტუმრად მყოფ გზათა მინისტრს თბილისი-კახეთის მიმართულებით რკინიგზის გაყვანა სთხოვა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში, საქართველოში რუსეთიდან სტუმრად მყოფ სახელმწიფო ქონების მინისტრს ქართველმა თავადაზნაურობამ სამეურნეო სკოლების დაარსება, კერძო მესაკუთრეების ტყეების დაცვა, არყის ბაჟის გადასახადისა და სახელმწიფოს მხრიდან მამულების გამიჯვნის მოწესრიგება სთხოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, რომ გადაეყენებინათ და გაესამართლებინათ მომარაგების რწმუნებულები, საყვედური გამოცხადებინათ თბილისის გამგეობისთვის, სამსახურიდან დაეთხოვათ შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული კონტროლიორები და სასურსათო განყოფილების გამგე რუხაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, დაეპატიმრებინათ კახეთის რკინიგზის აგენტი კუკულაძე, კონტროლიორი სანოვიჩი, სატექნიკო განყოფილების გამგე ბურიოგი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი სათათბიროს წევრობის კანდიდატი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი სათათბიროს წევრობის კანდიდატი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე მოითხოვდა, რომ ქართველ მრევლს ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მოესმინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე თავისუფალ მიწებს ქართველ გლეხებს იაფად გადასცემდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ თეოდოსია ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სათათბიროს არჩევნებში დეპუტატად უნდა აერჩიათ ისეთი კანდიდატი, რომელიც ქალთა უფლებებს დაიცავდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 სექტემბერს ქუთაისში თეოდოსია ჯაფარიძის მონაწილეობით ქალთა კრება გაიმართა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმში ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებელი გენერალ მიხეილ ჩხეიძის თანადგომით განაგრძობდა ფუნქციონირებას.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წელს ლ. ვ. ნეტოლინსკის წყნეთის ქუჩაზე საკანცელარიო მაღაზია ჰქონდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ ლომინაძის თხოვნა მუზეუმში ან კანცელარიაში დასაქმების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა დროებით გადადო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომრიგებელ-მოსამართლის დამხმარე ნიკოლოზ კირიონის ძე რაზმაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ლეჩხუმის რაიონის მომრიგებელ-მოსამართლე ნოშრევან ბეჟანის ძე ხარაძე ქუთაისის სამხარეო სასამართლოში უფროს ნოტარიუსად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ქუთაისის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელ-მოსამართლის დამხმარე მიხეილ თომას ძე ნიკურაძე ქუთაისის სამხარეო სასამართლოს მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 7 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსე ჯანაშვილის ქართული ლექსიკონის გამოცემის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, ლექსიკონი გამოეცა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 7 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თომა ჩიქვანაიასა და დავით კასრაძის თხოვნა ალექსანდრე ხახანაშვილის „История Грузинской Словесности“-ის სამ ტომად გამოცემის შესახებ. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.