რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 სასწავლო წელს ნოტარიუსი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი ლუარსაბის ძე მაჭავარიანი თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 სასწავლო წელს ვაჭარი მიხეილ გიორგის ძე ბაშალური თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 სასწავლო წელს ვაჭარი მიხეილ ნერსესის ძე ოსეპიანცი თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1967
ტიპი: ორგანიზაცია
1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვამ იგი ქუთაისში დაარსებულ საკუთარ პანსეონში ლათინური ენის მასწავლებლად მიიწვია. მაღლაკელიძე იქ უხელფასოდ მუშაობდა.
1967
ტიპი: ორგანიზაცია
შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისში არსებულ სონია ტვეციშვილის პანსიონში, ფირალოვის შესახვევში მდებარე პანსიონსა და თბილისის ქუჩაზე მდებარე სტეფანე კომპანინის პანსიონში ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა.
1967
ტიპი: ღონისძიება
1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ სონია ტვეციშვილის სახლში იკრიბებოდნენ ქუთაისელი მსახიობები, ლიტერატორები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ასევე რუსეთიდან ან უცხოეთიდან ჩასული ცნობილი პიროვნებები.
ტიპი: ორგანიზაცია
მაღლაკელიძეების არქივში აღმოჩენილი განცხადების ფორმაში „ქართველ მხედართა დარაზმულობაში გაწევრიანების მსურველთათვის“ სახელმწიფო ორგანიზაციებში საბეჭდი მანქანების არსებობის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს.
ტიპი: ორგანიზაცია
მაღლაკელიძეების არქივში აღმოჩენილ „ქართველ სტუდენტთა საზოგადოების“ წევრთა სიაში ჩაწერილია: შალვა მაღლაკელიძე, ვიქტორ ნოზაძე, გრიგოლ ჩომახიძე, გაიოზ მაღლაკელიძე, კარლო ინასარიძე, ალექსანდრე ფუტკარაძე, ჯიმშერ ახმეტელი, ლევან ბალარჯიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვასილ ანტონის ძე ჩელენკოვი, ეროვნებით რუსი, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პავლე არტემის ძე სოტნიკიანცი, სომეხი, რუსეთის მოქალაქე, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ინსპექტორი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რუსეთის მოქალაქე ტიმოთე ფეოდორის ძე ტიმოფეევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის სამართლის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რუსეთის მოქალაქე გიორგი პავლეს ძე ბონდარენკო თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ სერგეის ძე გლაგოლევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ეროვნებით უკრაინელი სერგეი პავლეს ძე ციკლინი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებელად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ეროვნებით სომეხი სტეფანე ისაიას ძე მამიკონიანცი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებელად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რუბენ თადეოზის ძე აბრამიანცი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებელად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ეროვნებით პოლონელი იოსებ ედმუნდის ძე ტოკარსკი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ეროვნებით სომეხი ვასილ ნიკოლოზის ძე ჩიტაევი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რუსი ვასილ ივანეს ძე ბერი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რუსი ლიდია მიხეილის ასული უსპენსკაია თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბალტიელი ალექსანდრე თეოდორეს ძე ლეტცი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე თავდგირიძე თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი იყო.