საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89726

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს ბარონის ქუჩაზე მდებარე შენობის მშენებლობაზე დასაქმებული 7 სომეხი მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა. ყველაზე მეტად ასატურა მანუკიანი დაშავადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს თელავის თეატრში დაიდგა ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 აგვისტოს ზაქარია საფაროვმა მიხეილოვის ქუჩაზე გამართა სამმოქმედებიანი წარმოდგენა „მზის დაბნელება საქართველოში“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 7 აგვისტოს მარტყოფის მამა ანტონის მონასტერში მყოფი ეგზარქოსი ფლაბიანე თბილისში დაბრუნებას აპირებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 აგვისტოს ზაქარია საფაროვის თაოსნობით თბილისის საზაფხულო თეატრში სცენისმოყვარეთა საზოგადოებას ზურაბ ანტონოვის კომედია „მზის დაბნელება საქართველოში“ უნდა წარმოედგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 აგვისტოს სოფელ მეტეხში ახლად აღდგენილი ძველი ეკლესიის კურთხევა იყო დაგეგმილი, რომელსაც ეგზაგქოსი ფლაბიანე და არქიმანდრიტი კირიონი დაესწრებოდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შუშის მაზრაში ბოქაულმა დ. ვაჩნაძემ ძებნილი ყაჩაღი აღალალ-ბეგ-ჰუსეინ-კული-ბეგ-ოღლი შეიპყრო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 8 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის მაზრის 1-ლი განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე ს. ს. წულუკიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) თანახმად, გუდაუთისა და ოჩამჩირის გამგეობათა მაცხოვრებლებმა ოლქის ადმინისტრაციას მიწების შეძენისა და მშენებლობის უფლების თხოვნით მიმართეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ეპისკოპოსის „სპარსეთის მეფე და ქართველი ტყვე“ 3 კაპიკი ღირდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივლისში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად არჩეული ვასილ მანსვეტაშვილი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს გორის მაზრის სოფელ ბრილში ნინო ბებუთაშვილისა და ნიკოლოზ ზუბალაშვილის მოსახსენებელი წირვა ჩატარდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს ზაქარია საფაროვმა მიხეილოვის ქუჩაზე სცენისმოყვარეთა დახმარებით გამართა სამმოქმედებიანი წარმოდგენა „მზის დაბნელება საქართველოში“. ასევე გაიმართა დივერტისმენტი „ლეკური“. ბილეთის ფასი ათი კაპიკიდან მანეთ-ნახევრამდე იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს ვალერიან გუნიას რედაქტორობით გამოცემული „ცნობის ფურცლის“ ფასი 3 კაპიკი იყო. გაზეთის გამოწერა 1 წლით 6 მანეთი ღირდა, 1 თვით კი — 60 კაპიკი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელენე ჯინოშვილისა ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობის მოწყობას აპირებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციიით, მალე გასაყიდად გამოიცემოდა კოტე მესხის „იმერული სცენები“ და „ჯუზეპე გარიბალდი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, სტამბაში იბეჭდებოდა ვაჟა-ფშაველას პოემა და „ამბავი დიმიტრი მაჩხანელისა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, რაჟდენ ბარამიძის წიგნი „ცხოვრება წმ. ქალწულ მოწამისა მარინესი“ თბილისის ყველა მაღაზიასა და ეკლესიაში იყიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სტამბაში იბეჭდებოდა ლავრენტი ჩოხატაურელის მოთხრობა „საქვეყნო სიზმარი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს გრიგორი გოლიცინი ალექსანდრე მეორის ძეგლის კურთხევაზე დასასწრებად მოსკოვში გაემგზავრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით (რედაქტორი ვალერიან გუნია), ოქტომბრის ბოლოს ბათუმში ხმოსანთა არჩევნები უნდა გამართულიყო.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისელმა ივანე ბაქრაძემ ბორჩალოს მაზრაში, დისიხის სასოფლო საზოგადოებაში, ბერძენი მოქალაქე მოკლა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გრიგოლ შიოევი თბილისში მცხოვრები ბერძენი იყო.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მოქალაქე ისიდორე თხელაძე წყალში დაიხრჩო. ტრაგედია გორის მაზრაში მოხდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მოქალაქე ივანე ბაქრაძემ ყარსის რკინიგზის 121-ე ვერსზე გრიგოლ შიოევი მოკლა.