საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89722

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 22 აგვისტოს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თიანეთის მაზრის სოფელ აფშოსთან არაგვში დამხრჩვალი 12 წლის მოზარდის, ხვთისო გუბარაშვილის გვამი იპოვეს. სოფლელები ეჭვობდნენ, რომ ბავშვმა, რომელსაც დედინაცვალი ავიწროვებდა, ტანჯვას ვეღარ გაუძლო და თავი დაიხრჩო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სოფელ დვალიშვილების სამრევლო სკოლის მასწავლებლის, ილარიონ დვალიშვილის წერილი გამოქვეყნდა, რომლითაც ის საზოგადოებას სკოლისათვის შემწეობის გაღებას სთხოვდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ რგანში გიგია და სანდრო ბრეგვაძეების შავი ქვის გვირაბი ჩამოინგრა და ნიკო(ია) ბერიძე მოიყოლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იოსებ მირზაშვილის კორესპონდენცია „დ. ხაშური, ყივანა-ხველა და ცრუ-მორწმუნეობა“ გამოქვეყნდა, სადაც ის ცრურწმენები იყო გაკრიტიკებული, რომელთა გამო გლეხები წამლის მიღებაზე უარს ამბობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ნინა აბაშიძე ჭიათურას წარმოდგენის გამართვის მიზნით ესტუმრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ნინა აბაშიძეს ჭიათურაში წარმოდგენის გამართვის მიზნით ყვირილადან გაჰყვნენ ვასილ არაბიძე, დავით ლეონიძე და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ნინა აბაშიძეს ჭიათურაში წარმოდგენის გამართვის მიზნით ყვირილადან გაჰყვნენ კესარია ჟღენტი, ალექსანდრე ხაბულიანი და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ჭიათურაში დადგეს ვლადიმერ მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ჭიათურაში დადგეს ვალერიან გუნიას პიესა „არც იქით, არც აქეთ“ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „წუთის საცოლო“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს აკაკი ტყეშელაშვილი ჭიათურას წარმოდგენის გამართვის მიზნით ესტუმრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს არქიმანდრიტ კირიონის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე ეგზარქოსი ფლაბიანე, გორის ეპისკოპოსი ლეონიდე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე და იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი იყვნენ მიწვეული.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პ. პოდგორნი საჩხერის ახალ ბოქაულად დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი ვარდენის ძე წერეთელმა და ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძემ საჩხერის ბიბლიოთეკას წიგნები, ინვენტარი და თანხა შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჯავახეთის სოფელ ხიზაბავრაში მღვდელმა მიხეილ ვარძიელმა კერძო კათოლიკური სასულიერო სემინარია გახსნა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 24 აგვისტოს სოფ. ლეყერეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი რომანოზ სიმონის ძე შალიკიანი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 აგვისტოს თბილისის საზაფხულო თეატრში ფოტოგრაფი ა. მ. მიშონი მოძრავი სურათების, ანუ კინომატოგრაფიული ფილმების ჩვენებას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის გაიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა ლავრენტი აგლაძემ, რომ დროებით დატოვონ ისევ სენაკის სკოლაში პედაგოგად და არ გადაიყვანონ თონეთის სკოლაში სამუშაოდ. გამგეობამ მისი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ გაათავისუფლონ ხსენებული თანამდებობიდან. პასუხად, გამგეობამ ტიტე კახიძეს სთხოვა, რომ დარჩენილიყო სკოლაში სამუშაოდ და ასევე მასწავლებელ ბოცვაძეს მისწერა, რომ გამგეობასთან ყოველგვარი მიწერ-მოწერა უნდა ეწარმოებინა სკოლის გამგეს და არა მასწავლებელს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კიტა აბაშიძე, ვანო ზურაბიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ელი აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე განიხილეს წიგნებით მოვაჭრე კონსტანტინე თავართქილაძის თხოვნა, რომ საზოგადოების წიგნების მაღაზიიდან ორი თვით ნისიად მიეცათ ორასი ან სამასი მანეთის ღირებულების წიგნები, ხოლო თავდებად ჩათვლოდა ის წიგნები, რომლებიც გასაყიდად საზოგადოების მაღაზიაში ჰქონდა მიბარებული. გამგეობამ მას გადასცა 10 თუმნის წიგნები, ხოლო თავდებად გამოართვა მისი კუთვნილი წიგნები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, კიტა აბაშიძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების რამდენიმე წევრის განცხადება, რომ მოეწვიათ კრება და ხელახლა განეხილათ სენაკის სკოლის საქმე. საკითხი გამგეობამ განსახილველად შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ გააკეთა მოხსენება, რომ საქმის სასარგებლოდ საჭირო იყო გომარეთის სკოლის მასწავლებელი გადაეყვანათ რომელიმე სხვა სკოლაში სამუშაოდ. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ თომა კევლიშვილი გადაეყვანათ მასწავლებლად წინარეხის სკოლაში, ხოლო წინარეხის სკოლის მასწავლებელი ეკატერინე რუსიეშვილი გადაეყვანათ გომარეთის სკოლაში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა იასონ ნიკოლაიშვილმა, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში პედაგოგის ან აღმზრდელის პოზიციაზე დაესაქმებინათ. გამგეობამ ქუთაისის სკოლის გამგეს დაავალა ნიკოლაიშვილი მასწავლებლის პოზიციაზე დაენიშნა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, კიტა გიორგის ძე აბაშიძე, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი და გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე.