საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯით იბეჭდებოდა ვაჟა-ფშაველას თხზულებები, ავტორის ჰონორარი შეადგენდა 334 მან. 37 კაპ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ოქტომბერში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ დირექცია წინააღმდეგი არ იყო, პართენ გოთუა დანიშნულიყო კავკავის სკოლის გამგედ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ელენე ანტონოვსკის მისცა 15 მანეთი ივანე ბატონიშვილის ლექსიკონის გადაწერაში.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს პავლე ლუკიანეს ძე მჭედლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა, 1901 წელს კი – ბათუმის განყოფილების წევრი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრების ოქმების მიხედვით, ფოტოგრაფმა ალექსანდრე როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მუზეუმი უანდერძა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმის მიხედვით, საზოგადოების წევრი იყო თომა იოსების ძე ასათიანი.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს ალექსანდრე მანუჩარის ძე მიქაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს ბეგლარ გრიგოლის ძე მელია გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების ოქმების მიხედვით, სასულიერო სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ შემოიღო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებელი იოსებ ფორაქაშვილი ხელფასს ყოველთვიურად 15 მანეთს იღებდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ზაქარია პეტრეს ძე ლაბაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოსახელოსნოში ფოტომბეჭდავად მუშაობდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი არსენ წითლიძე ამავე სკოლის ინსპექტორად დაინიშნა.