საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა თეოფილე ხუსკივაძის „ყაჩაღის“ VI და VII თავები.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის ცნობით“, „სახალხო გაზეთის“ თანამშრომელმა თევდორე ღლონტმა მოამზადა სალექციო მასალა „დედაკაცი საქართველოს ეკონომიურ ცხოვრებაში“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის პირველ საარჩევნო უბანზე დეპუტატების ამომრჩევლებად კარლო ჩხეიძის მომხრეები ს. ჩხეიძე და ა. ს. ბაბოვი დაასახელეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოება მესტიის სამრევლო სკოლას (გამართა მიხეილ ქურციკიძემ. ჰყავდა 20 მოსწავლე) სასწავლო ნივთებითა და წიგნებით დაეხმარა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოება ხოლევის (გორის მაზრა), ლაილაშის (ლაილაშის) და ამტნისხევის (თიანეთი) სამრევლო სკოლებს სასწავლო ნივთებითა და წიგნებით დაეხმარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის მეორე საარჩევნო უბანზე დეპუტატების ამომრჩევლებად გავიდნენ კარლო ჩხეიძის მომხრეები: ა. გ. ბებურიშვილი, გ. დ. გაგლოევი და ა. დ. არუთინიანცი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 15 მაისს შორაპნისა და ჭიათურის სარკინიგზო სადგურები დეკანოზმა დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძემ აკურთხა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით სამეგრელოს მთავარმა ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა საზოგადოებას შოთა რუსთაველის ძვირფასი სურათი შესწირა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით კონსტანტინე ზაალის ძე მაჩაბელმა საზოგადოებას თამარ მეფის სურათი შესწირა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ ბ. ადამიამ საზოგადოებას 2 ოზმა (ქაღალდის საზომი ერთეული, უდრიდა 480 ფურცელს) N6 და N7 საწერი ქაღალდი, ორი შუშა მელანი, კალმები და ფანქრები შესწირა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, დრევიჩმა საზოგადოებას შესწირა 59 ეგზემპლარი „არსენას ლექსი“, 30 – „თამარ ბატონიშვილი“ და 29 – რაფიელ ერისთავის თხზულებათა პირველი ტომი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით ბ. ი. დავითაშვილმა დურგლებისგან აკრიფა და საზოგადოებას 30 ცალი სახაზავი შესწირა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ალექსანდრე ბიჭიას ძე ხოშტარია, ივანე გიორგის ძე გაბელია, ერმალო ელიზბარის ძე ბოლქვაძე, მიხეილ კონსტანტინეს ძე გვიჩია, ანდრია ივანეს ძე ხოჭოლავა, ევგენი დუტუს ძე გაბელია და აქვსენტი ოტიას ძე ყუფუნია საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ წევრები იყვნენ.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს იპატი გაიოზის ძე გაბესკირია, სოლომონ თევდორეს ძე ხოშტარია, ბათლომე თემურის ძე მზარელუა, ნესტარ საბას ძე ჟვანია, მელიტონ ანდრიას ძე ხვიჩია, სტეფანე დავითის ძე გოგინავა და იოსებ თევდორეს ძე დადიანი საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრები იყვნენ.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს იური ფაღავა, ნიკოლოზ პეტრეს ძე იოსელიანი, სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი, ლევან ქაიხოსროს ძე მამულაიშვილი, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია, ალექსანდრე პლატონის ძე ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ ჯაყელი და აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრები იყვნენ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის „მედია“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვითაც მიხეილ საბინინმა საზოგადოებას შესწირა გიორგი ავალოვის მიერ იამბიკოდ თქმული და 1839 წელს მოსკოვში გადაწერილი ხელნაწერი წიგნი „ხმა ცოდვილისა ღმრთისადმი“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილმა საზოგადოებას ჟურნალ „ცისკრის“ 1852 წლის 1 ნომერი შესწირა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, გიორგი ვაწაძემ საზოგადოებას შესწირა ხელნაწერი ჩინგის-ყაენის შესახებ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით ივანე იერონიმეს ძე ალექსი-მესხიშვილმა საზოგადოებას 55 ძველი ხელნაწერი აჩუქა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ ამ დროისთვის საზოგადოების კატალოგში 400 ხელნაწერი იყო, 253 – ხელნაწერი წიგნი (თითო 2-3 ხელნაწერით), ხოლო 100 – ნაბეჭდი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ დიმიტრი ბაქრაძე საზოგადოებას მანუსკრიპტების კატალოგიზაციის გაკეთებას შეპირდა, რომლის ხარჯსაც იოსებ მელიქიშვილი გაიღებდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოებამ ახალი წიგნების დასაბეჭდად ქუთაისის საადგილმამულო ბანკისგან 1000 მანეთის შემოწირულობა მიიღო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, საზოგადოებამ ახალი წიგნების დასაბეჭდად ივანე მაჩაბლისგან 500 მანეთის შემოწირულება მიიღო.