საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81452

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 წლის ანგარიშისთვის 5 მაისს მასწავლებელმა თამარ ჯორჯაძემ შეადგინა არითმეტიკის I, II და III განყოფილებების სასწავლო პროგრამები რუსულ ენაზე.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშისთვის 5 მაისს მღვდელმა პართენ ცაგარელმა შეადგინა საღვთო სჯულის I, II და III განყოფილებების სასწავლო პროგრამები.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896-97 სასწავლო წელს თამარ ჯორჯაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის გამგე სოფელ თონეთში.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სკოლის ანგარიშში აცნობებს, რომ სკოლა შედგება სამი განყოფილებისგან, რადგან იმ წელს IV განყოფილებაში არავინ გამოცხადდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ლ მაისს სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა სკოლის ინსპექტორმა პავლოვმა, რომელმაც რუსულ ენაში შესამჩნევი წარმატება აღნიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ 1-ელი ოქტომბრიდან დაეწესებინათ ტანვარჯიშის გაკვეთილები. მასწავლებლად მოწვეული იყო ფოთის სათადარიგო პოლკის პორუჩიკი გ. ი. კერესელიძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამგე ალექსანდრე გარსევანიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი, ნინო ხელთუფლიშვილი, ბარბარე ვოლსკი, იოსებ ოცხელი, მ. ი. საღარაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, სამსონ დათეშიძე, თომა მთავრიშვილი, გერასიმე ცაგარეიშვილი, ბენედიქტე მამფორია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მდივანი სილოვან ხუნდაძე. პედაგოგიური საბჭოს ჟურნალში ხელს აწერს და ნამდვილობას ადასტურებს საქმისმწარმოებელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

1897

ტიპი: ავტორობა

თამარ ჯორჯაძის შედგენილი 1896-97 სასწავლო წლის 20 მაისის ანგარიშის მიხედვით, სოფელ თონეთის სკოლის I, II და III განყოფილებებში ისწავლებოდა 3 საგანი: საღვთო სჯული, ქართული ენა (წერა და კითხვა), ანგარიში, რუსული ენა (წერა და კითხვა). ქართულ და რუსულ ენებში წერისა და კითხვის ნიშანი იწერებოდა ცალ-ცალკე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ლ აგვისტოს ივანე მიხეილის ძე გომელაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა თხოვნა მასწავლებლად განწესების თაობაზე თბილისის ან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლებში.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში სწავლობდა 51 მოსწავლე, I განყოფილებაში – 24 მოსწავლე, II განყოფილებაში – 23, ხოლო III განყოფილებაში – 4. მათგან 28 ქალი იყო და 23 ვაჟი, 7 მოსწავლე ეროვნებით სომეხი იყო, ხოლო დანარჩენი – ქართველი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 აგვისტოს დავით კარიჭაშვილმა მისწერა წერილი ივანე გომელაურს სათავადაზნაურო სკოლებში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ თხოვნის პასუხად. ის აცნობებს, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლა არ ექვემდებარება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და გამგეობას უფლება არ აქვს, მასწავლებლად განაწესოს. მასწავლებლის ადგილისთვის უნდა მიმართოს სკოლის ინსპექტორს. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა, მართალია, ექვემდებარება გამგეობას, მაგრამ მასწავლებლობის თხოვნის გაგზავნა მაინც საჭიროა სკოლის ინსპექტორისთვის.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისწერა ქუთაისის სამზრუნველო კომიტეტს, რომ 18 ივნისის დადგენილებით ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძე თხოვნისამებრ გაათავისუფლეს თანამდებობიდან და იმავე დღეს იმსჯელეს მის მაგივრად ალექსანდრე გარსევანიშვილის დანიშვნის შესახებ 1-ლი სექტემბრიდან, რის შესახებაც აუწყებენ კომიტეტს, ასევე დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორს. წერილს ხელს აწერენ თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისწერა სიმონ ღოღობერიძეს, რომ მოისმინეს მისი თხოვნა 1-ლი სექტემბრიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დააკმაყოფილეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში მეტი მოსწავლე სწავლობდა, გამოცდებამდე მოაკლდა 16 მოსწავლე, დანარჩენები გადაიყვანეს შემდეგ განყოფილებაში, რადგან კარგი ნიშნები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე სოფელ თონეთის სკოლის წლიურ ანგარიშში იუწყება, რომ სწავლა დაიწყო 1896 წლის 20 სექტემბერს, მაგრამ 20 ოქტომბრამდე დადიოდა მხოლოდ 10-15 ბავშვი. იმ სასწავლო წელს ახალმიღებული ჰყავდათ 25 მოსწავლე, რომლებიც შემოდიოდნენ 20 ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე. 17 მოსწავლეს უარი ეთქვა სკოლაში მიღებაზე, რადგან სურვილი განაცხადეს დაგვიანებით, იანვარში, გარდა ამისა, სკოლას გადაწყვეტილი ჰქონდა, 50 ბავშვზე მეტი არ მიეღო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გლეხ ზ. როსტიაშვილის თხოვნა საგარეჯოდან, რომ მიექციათ ყურადღება იქ მომუშავე მთავრობის პირებისთვის, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ და მოსახლეობისთვის დასარიგებელ პურს საწყობში ალპობდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ გ. ი.-ს სტატია თბილისის სამხედრო გიმნაზიაში მისაღები გამოცდების შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25 მაისის თელავის სამღვდელოების ყრილობის გადადებაზე თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვს თანხმობა განუცხადა ბლაღოჩინმა ნ. ხუციევმა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 25 მაისის თელავის სამღვდელოების ყრილობის გადადება სურდა თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვს, რადგან ზოგიერთ ბლაღოჩინ-დეპუტატი დაერწმუნებინა, რომ სასწავლებლის სასარგებლოდ არაფერი შეეწირათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე თავმჯდომარე სოლომონ ფირანოვმა განაცხადა, რომ რადგან ყრილობას სრული შემადგენლობით არ ესწრებოდნენ ბლაღოჩინები და დეპუტატები სასურველი იქნებოდა სხდომის სხვა დროისთვის გადადება.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 25 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა სოლომონ ფირანოვის თავმჯდომარეობით.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხაილის აზნაურობის ბანკის განცხადება, რომ გაიყიდებოდა ქუთაისში მდებარე მამულები, რომელთა მფლობელები იყვნენ: ნიკოლოზ ანტონის ძე ფირალოვი და ელისაბედ სვიმონის ასული ჩარექოვი. ასევე გაიყიდებოდა სოფელ კვალითში, ცხრაწყაროსა და ზოვრეთში მდებარე მამულები.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ 1830 წელს სამეგრელოს ლაშქარში მსახურობდნენ პრაპორშჩიკები: ბესარიონ დადიანი, პეტრე დადიანი და ალექსანდრე ხიტუს ძე ფაღავა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულების თანახმად, 1830 წელს პრაპორშჩიკი აფხაზოვი ქართულ გრენადერთა პოლკში მსახურობდა.

1877

ტიპი: სტატუსი

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სიკო ჯორჯაძე თავადი იყო.