რეგისტრირებული ფაქტები81459
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთის მთავარ დიმიტრი შარვაშიძის ძმა იყო.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლესი განკარგულებით, საქართველოს საექიმო გაერთიანების მეანს, კოლეგიის მრჩეველ მარტინენკოს მფლობელობაში გადაეცა ელისავეტპოლის ოლქში მდებარე მიწის ნაკვეთი აბრეშუმის, ბამბისა და სხვა სამეურნეო კულტურის მოსაყვანად.
1830
ტიპი: ავტორობა
1830 წლის 27 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ი. შოსტენკოს კრიტიკა, რომელიც ეხებოდა იმავე გაზეთის მესამოცე ნომერში დაბეჭდილ სტატიას „შეცდომები კავკასიის მხარის გეოგრაფიულ აღწერილობაში“. შოსტენკოს თქმით, სტატიაში რედუტ-კალეს ნავსადგური მოხსენიებული იყო იმერეთში, თუმც იმერეთის არც ერთი ნაწილი ზღვაზე არ გადიოდა და არც ნავსადგური რედუტ-კალე არსებობდა იქ, არამედ – სამეგრელოში.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ დიმიტრი შარვაშიძე აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეის შვილი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მოახსენა პარლამენტს, რომ ნორვეგიაში მყოფ ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის ელჩებმა თანაგრძნობით მიიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ნოტა და გაუგზავნეს თავიანთ მთავრობებს დადებითი დასკვნით. დარბაზი ოვაციით შეხვდა ამ მოხსენებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გაზაფხულზე ხალხის ბრბომ გაანადგურა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილის მეურნეობა სოფელ სატივეში; მოანგრიეს ღობეები, გადათელეს ვენახი და ბაღები, რომლის ადგილასაც იმჟამად სოფლის ნახირი დადიოდა.
1900
ტიპი: თანამდებობა
გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის თავად-აზნაურთა მარშლობამდე (1900-1910) იყო ქართლ-კახეთის მარშალი. 1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, მისი ნაყოფიერი მუშაობის შედეგია კახეთის რკინიგზა, ელექტრონის სადგური, საადგილმამულო კომიის მუშაობა და სხვ.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა თავმჯდომარე იყო.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ თამარ დადიანი აფხაზეთის მთავარ მიხეილ შარვაშიძის დედა იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბესუკა და გიორგი ოქროპირის ძე მემანიშვილებს, ივანე და ლუკა კაციას ძე მემანიშვილებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ შორაპნის მაზრის სოფელ რუფოთში მდებარე 7 დესეტინა ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ბეჟანის ძე ბაქრაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ბიღასში მდებარე 12 დესეტინა და 629 კვადრატული საჟენი სათიბი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველ მაისს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი აფხაზეთის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1824 წელს აფხაზთა უშედეგო ამბოხების შემდეგ, მიხეილ შარვაშიძე ყველა აფხაზმა სცნო აფხაზეთის კანონიერ მმართველად.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქაიხოსრო გიორგის ძე აბაშიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ლაშეში მდებარე 49 დესეტინა და 250 კვადრატული საჟენი ტყე, მინდორი, ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე სესიკას ძე კაპანაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ტყაპივაკეში მდებარე 2 დესეტინა და 912 კვადრატული საჟენი ტყე, ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით სიმონის ძე აბაშიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ლაშეში მდებარე 5 დესეტინა და 400 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სიმონ იესეს ძე ცქიტიშვილს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ მარტოთუბანში მდებარე 8 დესეტინა და 1237 კვადრატული საჟენი ტყე, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ფარსადან იესეს ძე ლეჟავას ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ კვალითში, ცხრაწყაროსა და ზოვრეთში მდებარე 18 დესეტინა და 1850 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, აპალონ მერაბის ძე ყიფიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ღვანკითში მდებარე 11 ¼ დესეტინა სახნავ–სათესი, რომელსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით ივანეს ძე ლეონიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ კაცხში მდებარე 66 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტარასი ვახუშტის ძე აბაშიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ზედსაქარა და დაბალსაქარაში მდებარე 21 დესეტინა და 2000 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სპირიდონ, თეიმურაზ და ფილიპე გიორგის ძე ლეჟავებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ შორაპნის მაზრის სოფელ კვალითში, ცხრაწყაროსა და ზოვრეთში მდებარე 51 დესეტინა და 550 კვადრატული საჟენი ტყე, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.