საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81459

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ იესეს ძე ლეჟავას ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ცხრაწყაროსა და ზოვრეთში მდებარე 22 დესეტინა და 984 კვადრატული საჟენი ტყე, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 5 აგვისტოს საქართველოს დროებითი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თბილისის სასამართლო პალატის კანცელარიის თანამშრომლებმა ოლგა ვლადიმერის ასულმა პავლიჩენკომ და სირანუშ სერგოს ასულმა სუსანოვამ კრიმინალური დეპარტამენტის მეორე პალატაში მიიღეს სამსახური.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 5 აგვისტოს საქართველოს დროებითი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თბილისის სასამართლო პალატის კანცელარიის თანამშრომელმა ემილია ფიოდორის ასული ბელოცერკოვსკაიამ კრიმინალური დეპარტამენტის მეორე პალატაში მიიღო სამსახური.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს უთნელიშვილმა თბილისის პირველი კლასიკული გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა. 

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით სექტემბრიდან ხარკოვში იხსნებოდა სტომატოლოგიური სკოლა, რომლის დირექტორადაც სტომატოლოგი ს. ა. ნემიროვსკი უნდა დანიშნულიყო.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის პირველი დეკემბრიდან თბილისის გუბერნიის აზნაურობას კენჭისყრა უნდა დაეწყო. მიხეილ რომანოვის ბრძანებით, აზნაურებს პირადობის მოწმობა უნდა წარედგინათ 1-ლ სექტემბრამდე. მის შემდეგ უკვე აზნაურების შეკრება იწყებოდა.თუ დროზე არ წარადგენდნენ საჭირო საბუთს, მოგვიანებით კრების საქმეშიც ვეღარ მიიღებდნენ მონაწილეობას.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 9 ივნისს თბილისის ოლქის სასამართლოში განიხილეს ვასილ თუმანიშვილისა და ნიკოლოზ დიასამიძის საქმე. თუმანიშვილი დიასამიძეს თავის გატეხვაში სდებდა ბრალს. სასამართლომ დიასამიძეს 7 დღით ჰაუპტვახტში ჯდომა მიუსაჯა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე სუმბათაშვილს მოსკოვში დეპეშით შეატყობინა, რომ თეატრში სეზონი მისი პიესით, „ღალატით“ გაიხსნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პოხომ აბრამიშვილი საჩხერეში მღვდელი იყო. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ელისაბედ წერეთელი საჩხერის ქალთა სკოლას მფარველობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ელისაბედ წერეთელი საჩხერის ქალთა სკოლის სასარგებლოდ სეირნობას მართავდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკობ ნიკოლაძემ ეგნატე ნინოშვილის ძეგლის გაკეთება დაასრულა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისს გაზეთ „კვალში“ დომენტი თომაშვილის მოთხრობის „ქაჯი“ I-III თავები დაიბეჭდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა მიტროფანე ლაღიძის წერილი თედო სახოკიას რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ. 

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ ცუცუნია ღოღობერიძის საქმე განიხილა და ბრალდებული გაამართლა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ინვარში ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ ორგანიზებულმა ჟიურიმ დაადგინა არქიტექტორ ტერ-მიქელოვის მიერ შესრულებული 100-რუბლიანი ბონის ნახატი. ბონის ერთ მხარეს იყო წარწერა „100 რუბლი", „გაყალბება მკაცრად ისჯება", მეორე მხარეს – იგივე წარწერა ქართულ, სომხურ და თათრულ ენებზე.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ელ. კალანდაძე და ნ. არხიპოვი თბილისის სამოქალაქო საფერშლო სასწავლებელში სწავლის ხარჯებს თვითონ ფარავდნენ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ განიხილა აპოლონ ანდღულაძის საქმე და ბრალდებულს 6-წლიანი კატორღა მიუსაჯა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს ს. ჩუმაროვმა, ს. კვირკელიძემ, ელ. კალანდაძემ და ნ. არხიპოვმა თბილისის სამოქალაქო ფერშლის სასწავლებელი დაამთავრეს და მეორე ხარისხის დიპლომები აიღეს.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს ელ. ნაცვალაძემ თბილისის სამოქალაქო ფერშლის სასწავლებელი დაამთავრა და პირველი ხარისხის დიპლომი აიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტრიფონ ჯაფარიძის წიგნის „ახალი ათონის“ მოკლე აღწერა სამ შაურად იყიდებოდა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ალექსი ერმოლოვი, ვ. ხასია, ივანე ბოკერია, მ. ბოგდანოვი, ს. კვირკელიძე და ს. ჩუმაროვი თბილისის სამოქალაქო საფერშლო სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობდნენ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 3-4 ოქტომბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ ვ. მინაძის საქმე განიხილა და ის გაამართლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე ქიმიის პროფესორად პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი მიიწვიეს. იგი შემოთავაზებაზე დათანხმდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მილოვი ვაჭართა მამასახლისი იყო.