საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81474

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დადგინდა, 20 აგვისტოდან საზოგადოების საქმეთა მწარმოებლად დანიშნულიყო ალექსანდრე მიქაბერიძე და მიეცათ ხელფასი თვეში 75 მან. და 15 % წიგნის მაღაზიის მოგებიდან იმ პირობით, რომ სხვა თანამდებობას არ დაიკავებდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი იოსელიანის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც კავკავის სკოლის მოსწავლეები სუსტები იყვნენ რიგ საგნებში, დაადგინა, მიეწერათ სკოლის გამგე ტიტე კახიძისთვის, ყურადღება მიექცია ამ არასასიამოვნო და არასასურველი გარემოებისთვის და მიეღო სათანადო ზომები ამ საგნების სწავლის გასაუმჯობესებლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა გიორგი იოსელიანის მიერ წარმოდგენილი კავკავის სკოლის ანგარიში, რომლის მიხედვით, კავკავის სკოლის მეორე განყოფილების მოსწავლეები სუსტები იყვნენ ყველა საგანში, მესამე განყოფილებისა – გეოგრაფიაში, მეოთხე განყოფილებისა – არითმეტიკასა და გეოგრაფიაში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე იაკობ გოგებაშვილი არ დაეთანხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებას სენაკის სკოლის მასწავლებლების – პლატონ და გრიგოლ წულუკიძეების, მიხეილ შარაშიძის, ივანე გომელაურისა და გიორგი ბოკერიას – სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. მისი აზრით, მასწავლებლები სხვაგან უნდა გადაეყვანათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, სენაკის სკოლის ინსპექტორი სამსონ ყიფიანი გადაეყვანათ ქუთაისში თომა მთავრიშვილის ადგილზე, მთავრიშვილი სენაკში – ყიფიანის ადგილზე. ოქმს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე ზურაბიშვილმა, ივანე რატიშვილმა, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, გიორგი იოსელიანმა და იაკობ გოგებაშვილმა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძემ გამგეობის სხდომაზე წაიკითხა მოხსენება სენაკის სკოლის საქმეთა შესახებ, რომელთა გამოძიებაც გამგეობისგან მას ჰქონდა მინდობილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ივანე რატიშვილმა წაიკითხა მოხსენება წინარეხის სკოლის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ივანე რატიშვილმა წაიკითხა მოხსენება ხელთუბნის სკოლის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ანასტასია წერეთლისა გამგეობას სთხოვდა, რომ მის მიერ ვერის საკვირაო სკოლისთვის გატანებულ 100 მანეთის ღირებულების წიგნებში სკოლას გადაეხადა ნახევარი ფასი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული და დასახარჯი თანხის, სულ 29. 76 მანეთის, ანგარიში. ოქმს ხელი მოაწერა ილია ჭავჭავაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, მღვდელ კალისტრატე ცინცაძესთვის ალექსანდრე როინაშვილის წლისთავის პანაშვიდის სანთლების, მგალობლების, გზისა და სხვა ხარჯებისთვის 8 მანეთი მიეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მიხეილ გაჩეჩილაძისთვის 11. 40 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ჭყონია და ივანე ზურაბიშვილი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, სენაკის სკოლის ინსპექტორი სამსონ ყიფიანი დაინიშნა ქუთაისში თომა მთავრიშვილის ადგილას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 18 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, თომა მთავრიშვილი დაინიშნა სენაკის სკოლის ინსპექტორად სამსონ ყიფიანის ადგილას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა დავით ბაქრაძის მოხსენება სენაკის სკოლის მდგომარეობის შესახებ და გადაწყვიტა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა მასწავლებლები – პლატონ და გრიგოლ წულუკიძეები, მიხეილ შარაშიძე, ივანე გომელაური და გიორგი ბოკერია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მაქსიმე შარაძისთვის 10. 30 მანეთის გადაცემის შესახებ საზოგადოების წლიური ანგარიშის დასაბეჭდად, რომელიც „ივერიის“ ნომრებთან ერთად უნდა დაერიგებინათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძესთან ფრეილინის ქუჩაზე, ბანკში მისვლას და სენაკის სკოლის მასწავლებლობიდან დათხოვნის შესახებ ლაპარაკს იხსენებს ივანე გომელაური თავის „მოგონებათა ეპიზოდებში“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ფრეილინის ქუჩაზე, ბანკში, მიაკითხა ივანე გომელაურმა, რათა დალაპარაკებოდა სენაკის სკოლის მასწავლებლობიდან თავისი დათხოვნის შესახებ. ილიამ უთხრა, რომ ეს იყო გამგეობის დადგენილება, რომლის შეცვლაც მას არ შეეძლო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა სენაკის სკოლაში არსებულ დაპირისპირებებთან დაკავშირებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ მიღებული ზომების შესახებ მოხსენებას, რომელიც უნდა გაგზავნოდა ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველს. ილია ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, სწორი იყო თუ არა გამგეობის რეაგირება, ამის შესახებ თავის მოგონებებში წერს ალექსანდრე მიქაბერიძე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 20 ივნისიდან ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი. მისი ხელფასი შეადგენდა 75 მანეთს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 20 ივნისს ანა სოღორაშვილი ბათუმში საკვირაო სკოლის სასარგებლოდ გამართული სახალხო წარმოდგენის ორგანიზატორი იყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 20 ივნისს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა კაპიტონ გოგოლაძის წერილი. ავტორი აკრიტიკებს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას, რომელიც გაიმართა 7 ივნისს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების მაისის ხარჯთაღრიცხვა. I ბიბლიოთეკას დარჩენილი ჰქონდა 26. 70 მანეთი, II ბიბლიოთეკას – 10. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.