საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92310

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 ოქტომბერს ხმოსანმა ბ. პ. ვესელოვზოროვმა თბილისის გამგეობის საბჭოს შავი ჭირის ეპიდემიასთან ბრძოლის პროექტი წარუდგინა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ კლავდია ალექსანდრეს ასულ შმაკოვის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძეს, რომელსაც ირკუტსკის გუბერნიაში გადასახლება ჰქონდა მისჯილი, განაჩენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუმსუბუქა და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 ნოემბერს გენერალ-ლეინტენანტ ალექსანდრე ფრეზეს თავმჯდომარეობით ბათუმის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პორტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 31 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ კავთელის ფსევდონიმით ივანე ჯაჯანაშვილის წერილი „ციება და მისი შედეგი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების შუამდგომლობის საფუძველზე ეგზარქოსმა ფლაბიანემ ზემო სვანეთში ოთხი ახალი სასოფლო სკოლის დაფუძნება გადაწყვიტა, რომლებიც ბეჩოში, ფარში, ცხმარში და ლახამულაში უნდა გახსნილიყო.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის საოლქო სასამართლოში კეღუცა მახარიას მკვლელობის საქმის განხილვისას 66 მოწმე გამოიკითხა და ეჭვმიტანილთა შორის ერთი სასულიერო პირის ბრალეულობაც გამოიკვეთა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ყორღანოვის ქუჩაზე მდებარე გენერალ ალექსანდრე ბუჭყიაშვილის სახლიდან მოსამსახურემ 2000 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში 5 კაპიკად იყიდებოდა რაჟდენ ბარამიძის მიერ შედგენილი „ცხოვრება ღირსისა ალექსი ღვთის კაცისა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში 30 კაპიკად იყიდებოდა აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი „კრილოვის არაკები“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში 15 კაპიკად იყიდებოდა ვაჟა-ფშაველას მოთხრობების კრებული „ამოდის, ნათდება!“

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლონდონში თაღლითობის ბრალდებით თვითმარქვია ექიმი მიხეილ ალავერდოვი დააპატიმრეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ახალციხის გუბერნატორმა მამასახლის მოვალეობის შემსრულებელ მოსესოვს ქალაქის საბჭოს არჩევნებში მონაწილეთა სიების დაზუსტება და წარდგენა მოსთხოვა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით ივანე ჯაჯანაშვილის წერილი „ციება და მისი შედეგი“ გამოქვენყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ კონსტანტინე ნოდიას კორესპონდენცია „ფოთი, უწესო ჯვარის წერა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელ ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ თბილისის სასულიერო სასწავლებლის ეკლესიაში წირვა გადაიხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მარტვილის წიგნთსაცავის საქმეთა მწარმოებლის გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორის წერილი, რომლითაც ის ლუკა თათეიშვილს სამკითხველოსთვის შეწირული 200 ცალი ქართული წიგნისთვის მადლობას უხდიდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 1-ელი ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საოლქო სასამართლომ ყალბი ფულის მოჭრაში ბრალდებულ ძმებს, ასკერ და ისმაილ-ჰაჯი-კასუმ-ოღლი ზეინალოვებს, იოსებ კონსტანტინეს ძე სელდიეცკის და სტეფან მიხეილის ძე ვარტ-ბარანოვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 1-ელი ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი ავადმყოფობდა. ექიმების რჩევით, მას მკურნალობა სოხუმში უნდა გაეგრძელებინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 ნოემბერს თბილისის გუბერნატორმა მოურავ გ. გ. ევანგულოვს დაავალა, დაუყოვნებლივ ეზრუნა ქალაქის მეორე საავადმყოფო ფარდულის გასახნელად.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 2 ნოემბერს თბილისის გამგეობის წევრმა, ა. ა. ივანენკომ, თანამდებობრივი უფლებამოსილება ამავე გამგეობის წევრ ა. მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვს გადააბარა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 2 ნოემბერს თბილისის გამგეობის წევრმა, ქრისტეფორე ვერმიშევმა, თანამდებობრივი უფლებამოსილება ამავე გამგეობის წევრ ევგრაფ ხოსროევს გადააბარა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ნოემბრისთვის არსებული საზოგადოების ბალანსი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ვანო ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის პროტოკოლები, რომლებიც გამგეობამ განსახილველად სკოლათა კომისიას გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს წიგნსაცავისა და მუზეუმის კომისიის წარმომადგენლებმა, რომ გამგეობას ნება დაერთო მათთვის დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ შემდეგი საკითხები: 1) შეეძინათ ხელნაწერები, სიგელები, ნივთები და ნაბეჭდი წიგნები კავკასიის შესახებ, რომლებიც მუზეუმში არ მოიპოვებოდა, იმ პირობით, რომ დანიშნულ ხარჯთაღრიცხვას არ გადააჭარბებდნენ; 2) გადაეღოთ სურათები ხელნაწერებისა და ნახატებისთვის; 3) შეედგინათ არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ალბომი არსებული სურათების საშუალებით და გადაეწერათ იოანე ბატონიშვილის ლექსიკონი წიგნსაცავისთვის. გამგეობამ კომისიის თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ეკატერინე გაბაშვილმა, რომ გამგეობას დაებეჭდა მის მიერ წარმოდგენილი საბავშვო მოთხრობანი მისივე პირობების თანახმად. გამგეობამ ეკ. გაბაშვილის პირობები განსახილველად და შემდეგ თავიანთი მოსაზრების გადმოსაცემად შესაბამის კომისიას გადასცა.