საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81530

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ლაზარეს ძე ბედიასა და ხახუ დავითის ძე თოფურიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში ლევაშოვის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 16,6 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე მიხაილის ძე ტერ-შმოვანოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ბერძნის, მიხაილისა და ივანოვის ქუჩებს შუა მდებარე ქვითკირის დუქნები და 295 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბესარიონ დავითის ძე ქავთარაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა სენაკის მაზრის დაბა ახალსენაკში მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 263 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, აგრაფინა ბეკოს ასულ მაჭავარიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის მაზრის სოეფელ ტყაჩირში მდებარე 20 დესეტინა და 900 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, რომელსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე და მიხაილ გიორგის ძე გეგიძეებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდათ სენაკის მაზრის დაბა ორპირში მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი, 2 დესეტინა და 44 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე ბებეს ძე აგიაშვილს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის მაზრის სოფელ ტყაჩირში მდებარე 23 დესეტინა და 760 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, შამშე კოხთას ძე ლოლაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის დაბა ყვირილაში მდებარე ორსართულაინი ქვითკირის სახლი და 120 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ანდრიას ძე რუხვაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის დაბა ყვირილაში მდებარე ერთსართულაინი ქვითკირის სახლი და 256 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნარიმან როსტომის ძე ვარდოსანიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის დაბა ყვირილაში მდებარე ორსართულიანი სახლი და 132 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ასლან ვახტანგის ძე წულუკიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე 27 დესეტინა და 2140 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1897

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ალექსანდრე გარსევანიშვილმა შეადგინა სოფელ თონეთის სკოლის 1897 წლის 10 ივნისის რევიზიის ანგარიში.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს, რომ მისი წერილის თანახმად, მას გადაეცემოდა ჯამაგირის ნაწილი იმავე დღეს, ხოლო დარჩენილ 17 მანეთს გაუგზავნიდნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 31 მარტს თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე დავით კარიჭაშვილს სთხოვს, აპრილის ჯამაგირი გაუგზავნონ სოფელში, რადგანაც სააღდგომოდ თბილისში ვერ ჩადის. ის მადლობელი იქნება, თუ მალევე გაუგზავნიან.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 აგვისტოს დავით კარიჭაშვილი სწერს თონეთის სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელ მამა პართენ ცაგარელს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა მისი შრომის ჯილდოდ, თონეთის სკოლაში საღვთო სჯულის სწავლებისთვის უგზავნის 3 თუმანს, ასევე სთხოვს, ფულის მიღება აუწყოს გამგეობას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი დავით კარიჭაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს აცნობებს, რომ ეგზავნება აპრილის ჯამაგირი 3 თუმანი და მის მიერ მოთხოვნილი 45 ცალი ბადიანი რვეული. ის სთხოვს, აცნობოს ფულის მიღება, რვეულების ანგარიშზეც მოუწეროს ხელი და გაუგზავნოს უკანვე, ხოლო ანგარიშის პირი თავად დაიტოვოს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 აპრილს სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელმა თამარ ჯორჯაძემ მიიღო აპრილის ჯამაგირი 30 მანეთი და აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ დავით კარიჭაშვილისგან მიიღო მარტის ჯამაგირი 30 მანეთი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის თებერვალში თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს შემდეგ ნივთებს: 150 ცალი სამხაზიანი რვეული ქართული წერისათვის, (ორხაზიანი მეშველი ხაზით), 10 ცალი ერთხაზიანი რვეული, 1 კოლოფი კალმები, მაგრამ სხვანაირი და არა ადრე გაგზავნილი. ის სწერს, რომ ეს ნივთები ძალიან საჩქარო არ იყო და ამიტომ მამა პართენ ცაგარლისთვის გაეტანებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 თებერვალს თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძემ მიიღო თებერვლის ჯამაგირი 30 მანეთი და აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს, რომ უგზავნის 50 მანეთს თებერვლისა და მარტის ხელფასის ანგარიშში, ხოლო 10 მანეთი მისცეს ქალს, რომელმაც წარმოადგინა ჯორჯაძის წერილი ერთი თუმნის გადაცემის შესახებ. ჯამში მას ექნება მიღებული 60 მანეთი.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 26 და 27 ოქტომბერს მუხაესტატედან ხუცუბანის მიმართულებით სადაც ოსმალები იყვნენ გამაგრებულები სროლა დაიწყეს ქართველებმა. დაპირისპირების დროს მსუბუქად დაიჭრა ქობულეთის ჯარის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი გიორგი ყაზბეგი.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 19 ოქტომბერს გენერალ ლევან მელიქიშვილის ჯარმა ხელახლა დაამარცხა დაღესტანში აჯანყებულები. ბრძოლის დროს დაიჭრა ერთი და გარდაიცვალა 8 ოფიცერი. ჯარისკაცთა და მილიციონერთა შორის მკვდარი და დაჭრილი 110 კაცია.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით საგარეჯოში მიხეილ ქურდოვანიძეს მოპარეს კამეჩის ტყავი, რომელიც შემდეგ ვაჭარ ალეკო ავთანდილოვის დუქანში აღმოაჩინა. მან ავთანდილოვის წინააღმდეგ მამასახლისს სთხოვა დახმარება, მაგრამ ამაოდ, ვერაფერს გახდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ საგარეჯოში საშინლად იყო გავრცელებული ქურდობა, ერთი ღამე ისე არ გავიდოდა, რომ ვინმეს მარანი, სახლი ან დუქანი არ გაეძარცვათ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სურამის მახლობლად ტყის პირას გაშლილი იყო 31-ე და 34-ე თეთრი კარვები ავადმყოფებისათვის. აქედან ერთ-ერთი კარვის გადატანას გორში აპირებდნენ, ხოლო მეორესთვის ახალი სახლი უნდა აეშენებინათ ზამთარში ავადმყოფების შესაფარებლად.