საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81547

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 20 სექტემბერს გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტში“ გამოქვეყნებული რუსეთის საორდენო კაპიტულის უმაღლესი განკარგულების მიხედვით, პორუჩიკი დადიანი სამეგრელოს ქვეით პოლკში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ სამეგრელოს ქვეით პოლკში მსახურობდნენ პრაპორშჩიკი კიკნაძე და უნტერ-ოფიცერი ზუბალაშვილი.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 1831 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში, განსვენებული გენერალ-მაიორის, ახვერდოვის სახლში, მისი შვილები მართავდნენ ლატარეას. ბილეთების მსურველთ უნდა მიემართათ თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლ ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანისთვის. ბილეთის ფასი იყო ათი რუბლი ასიგნაციებით.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ადრესატი იყო გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფენეს ძე სანკოვსკი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, 1829 წლის 3 აგვისტოს ახალციხის მხარის მმართველ პოლკოვნიკ თედორე კარლის ძე დრეშერნის განკარგულებით აკურთხეს ახალციხის ახალაშენებული ქალაქის მიდამოები. კურთხევის რიტუალი ჩატარებულა ქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც სამი ქუჩა გამოდიოდა. ამ ქუჩებზე განაწილებულან ბერძენ-ქართველი, სომეხი და კათოლიკე მღვდლები, ხოლო ებრაელები – ამათგან განცალკევებით.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილში აღწერილი იყო ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრება. როგორც ირკვევა, მაჰმადიანთა მიერ დანგრეული ქალაქი ხელახლა გაუშენებიათ მდინარე ფცხოვის მარცხენა სანაპიროზე. 1829 წლის 3 აგვისტოს იმ მხარის მმართველ პოლკოვნიკ თედორე კარლის ძე დრეშერნის განკარგულებით უნდა ეკურთხათ ახალაშენებული ქალაქის მიდამოები და დაერიგებინათ მიწები ხალხისათვის.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, ახალციხის მხარის მმართველ თედორე კარლის ძე დრეშერნს სამი ადგილობრივი ეკლესიის (ერთი ბერძნულ-ქართულისა და ორი სომხურის) კურთხევის დღედ გამოუცხადებია 1830 წლის 15 აგვისტო, რუსთა მიერ ახალციხის აღების დღე.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, 1831 წლის 7 მაისს, ახალციხის დროებითი მთავრობის წევრ, ოცდამერვე ეგერთა პოლკის შტაბს-კაპიტან ანდრეი დიმიტრის ძე უსოვს მიუღია შეტყობინება ვაჭარ ივანე ჩეტვერიკოვისაგან. ვაჭარი ამცნობდა, რომ მცირეოდენ ხანში შეგროვებული შემოწირულობებით, მას მოსკოვის ერთ-ერთ საუკეთესო ხატმწერთან შეუკვეთავს ხატები, ასევე შეუკვეთავს საეკლესიო ჭურჭელი, სახარება და სამოსელი სამღვდელოებისათვის.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ამიერკავკასიის ახლად გახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: ვ. ე. სტრემოუხოვი, გენერალ-მაიორი ვასილ იაკობის ძე რენენკამპფი, პოლკოვნიკი ლემანი.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ადრესატი იყო გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანე ძე სანკოვსკი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, 1829 წლის 3 აგვისტოს იმ მხარის მმართველ პოლკოვნიკ დრეშერნის განკარგულებით ჩატარებულა ახალციხის ახალაშენებული ქალაქის მიდამოების კურთხევის ცერემონია. მთავარი მოედნისაკენ დაძრულან ოთხი სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები: ქართველები და ბერძნები, კათოლიკეები, სომხები და ებრაელები. კათოლიკეებს ხატებითა და ჯვრებით სამღვდელოება მოუძღოდა, არზრუმიდან გადმოსახლებულ სომხებს მთავარეპისკოპოსი კარაპეტი ექვს არქიმანდრიტთან ერთად. საკმაოდ უბადრუკ სანახაობას წარმოადგენდა ბერძენთა და ქართველთა პროცესია. მათ მხოლოდ ხის ჯვარი და საკურთხი წყლის თასი ჰქონიათ. პროცესია მორჩილად მიყვებოდა დეკანოზ იოსებ ორბელიანოვს, რომელსაც დაძონძილი, ალაგ-ალაგ ამომწვარი ანაფორა ეცვა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილიდან ირკვევა, რომ 1829 წელს პაროტის ექსპედიციამ ბინა დაიდო წმინდა იაკობის მონასტერში, რომელიც არარატის მთის ძირიდან 3528 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობდა და სწორედ აქედან მოეწყო არარატის მთაზე აღმასვლა.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ გენერალ-ლეიტენანტი გიორგი იესეს ძე ერისთავი რუსეთის სამთავრობო სენატის წევრი იყო.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ეგორ ფრანცის ძე კანკრინმა და საქართველოს მთავარმართებელმა ივანე თედორეს ძე პასკევიჩ-ერევანსკიმ იშუამდგომლეს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის წინაშე ამიერკავკასიაში სავაჭრო კომპანიის გახსნის თაობაზე.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი განკარგულებით სახელმწიფო ხაზინას დაევალა აქციების შეძენა ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიისა, რომელიც თბილისში უნდა გახსნილიყო.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ მოიწონა ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის პროექტი, რაც აუწყა კიდეც რუსეთის ფინანსთა მინისტრ ეგორ ფრანცის ძე კანკრინს.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრი იყო ეგორ ფრანცის ძე კანკრინი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ეგორ ფრანცის ძე კანკრინმა მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის პროექტი, რომელიც შეუდგენიათ პეტრე დემიანის ძე ზავილეისკისა და ალექსანდრე სერგის ძე გრიბოედოვს.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იქ დამსწრეთ ეუწყა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი ნება ამიერკავკასიაში სავაჭრო კომპანიის გახსნის თაობაზე.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს ამიერკავკასიაში გაუხსნია სკოლა, რომელიც ერთადერთი იყო იმ რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში. სკოლა სამას ბავშვზე ყოფილა გათვლილი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით ამიერკავკასიის მხარისთვის გაცემული 5 მილიონი რუბლიდან ნაწილი მოხმარდებოდა კომუნიკაციის საშუალებების კეთილმოწყობას.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავარმართებელი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი შუამდგომლობდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის წინაშე ამიერკავკასიის მხარისათვის გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის თაობაზე.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით ამიერკავკასიის მხარეს 5 მილიონი რუბლი გადაეცა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილში პაროტი სტეფან აღასა და ხაჩატურ აბოვიანის გარდა ახსენებდა კიდევ ორ მოწმეს ექსპედიციის არარატის მთაზე ასვლისა. ესენი იყვნენ: მურად პოღოსიანი და ოვანეს აივაზიანი.

1831

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილიდან ირკვევა, რომ პაროტის მეგზური არარატის მთაზე ასვლის დროს, დიაკვანი ხაჩატურ აბოვიანი უზომოდ განათლებული პიროვნება ყოფილა. პაროტის თქმით, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სომეხი ეჩმიაზინსა თუ ერევანში.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილიდან ირკვევა, რომ პაროტის მეგზური არარატის მთაზე ასვლის დროს, დიაკვანი ხაჩატურ აბოვიანი თარჯიმანი იყო ეჩმიაძინის მონასტერში.