საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81551

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ კავკავის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ კურდღელაშვილისთვის მიეცათ საგზაოდ 16 მან. და ხელფასი 48 მან, სულ – 64 მან.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, 483 მან. 50 კაპ. ოდენობით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის შეშის დასახერხად 50 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გამგეობის მსახურისთვის ნოემბრის ხელფასის – 10 მანეთის მიცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში მდივნის თანაშემწის, შიო ქუჩუკაშვილისთვის ნოემბრის ხელფასის – 40 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა, რომ გამგეობის მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისთვის მიეცათ დივიდენდის ანგარიშში 15 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გამგეობის მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისთვის ნოემბრის ხელფასის – 75 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ფოტოსახელოსნოს გამგის, ტარას მომცემლიძისთვის 42 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იაკობ გოგებაშვილისთვის „დედა ენის“ ანგარიშიდან 300 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მდივან ალექსანდრე მიქაბერიძის მოხსენება საზოგადოების სასარგებლოდ განზრახული კონცერტის გამართვის შესახებ და დაადგინა, 18 დეკემბერს დანიშნულიყო კონცერტი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 23 ნოემბერს გამგეობის მდივანმა ალექსანდრე მიქაბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წაიკითხა მოხსენება საზოგადოების სასარგებლოდ განზრახული კონცერტის გამართვის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ხარჯთაღრიცხვა. I ბიბლიოთეკას პირველი ნოემბრისთვის ჰქონდა 182 მან. 90 კაპ., ხოლო II ბიბლიოთეკას – 56 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-23 ნოემბრის შემოსავალი იყო 11131 მან. 71 კაპ., ხარჯი – 1602 მან. 50 კაპ. 23 ნოემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 19500 მან. 19 კაპ., სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628 მან. 2 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო არისტო ქუთათელაძის წინადადების განხილვა მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის გაეგზავნათ მის მიერ სკოლისთვის მოთხოვნილი 17 მანეთისა და 65 კაპიკის ღირებულების წიგნები და აგრეთვე საკლასო ნივთები. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: დავით კარიჭაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის თებერვლის ხელფასის ანგარიშში 1. 42 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ კურდღელაშვილის თხოვნა 120 მანეთის მიცემის შესახებ. აქედან მას მიღებული ჰქონდა 64 მან., დანარჩენ თანხაზე უარი ეთქვა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და გამგეობის წევრი ივანე რატიშვილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ფელეტონი „ასის წლის წინად (პირველად შემოსვლა რუსის ჯარისა ტფილისში)“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ბეგოიძისთვის ნოემბრის ხელფასის – 10 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხა, 363 მან. 34 კაპ. ოდენობით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ უნდა გაეცათ მაღაზიის, მუზეუმის, კანცელარიის, წიგნსაცავისა და ფოტოსახელოსნოს ნოემბრის ქირა, სულ 223 მან. 34 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაამტკიცა ანგარიში, რომ მბეჭდავ ზაქარია ლაბაურისთვის უნდა მიეცათ ნოემბრის ხელფასი – 30 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში რეტუშორ-მოზაიკოს ავალიშვილისთვის ნოემბრის ხელფასის – 40 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში რეტუშორ ავალიშვილისთვის ნოემბრის ხელფასის, 10 მანეთის, მიცემის შესახებ.