რეგისტრირებული ფაქტები81648
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1830 წლისთვის კაპიტანი ვაჩნაძე აღარ ირიცხებოდა პასკევიჩ-ერევანსკის ქვეით პოლკში.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1830 წლისთვის კავკასიის ცალკეული კორპუსში აღარ მსახურობდა პორუჩიკი თუმანოვი.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1830 წლისთვის კავკასიის ცალკეულ კორპუსში აღარ მსახურობდა პორუჩიკი ჩხეიძე.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ კავკასიის ცალკეული კორპუსის პორუჩიკები: ჩხეიძე და თუმანოვი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: ქართული გრენადერთა პოლკის პრაპორშჩიკი აფხაზოვი, პასკევიჩ-ერევანსკის ქვეითი პოლკის პრაპორშჩიკი ბურკიევი, კავკასიის ცალკეული კორპუსის პრაპორშჩიკები – ციციანოვი და ჩერქეზოვი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკი წინამძღვრიშვილი და იმავე პოლკის პრაპორშჩიკები: ავალიშვილი და ჭავჭავაძე.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: ქართული გრენადერთა პოლკის შტაბს-კაპიტანი ბოსტოევი, იმავე პოლკის პორუჩიკი ოსინოვი, კავკასიის ცალკეული კორპუსის პოდპორუჩიკები – ორბელიანი და ბაგრატიონ-მუხრანსკი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ კავალერიის პოლკოვნიკი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვი და ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკები, ჭავჭავაძეები.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: საარტილერიო ბრიგადის პოდპორუჩიკი ყორღანაშვილი, გურიის ლაშქრის პოდპორუჩიკი ნაკაშიძე, ეგერთა პოლკის ლეიბ-გვარდიის იუნკერი დოხტუროვი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკის უნტერ-ოფიცრები წერეთელი და გარაყანიძე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა თათულოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს გიორგი ვეშაპელმა პარლამენტში ჯარზე კამათის დროს წარმოთქვა სიტყვა ირაკლი წერეთლის საპასუხოდ.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის შტაბს-კაპიტნები: ნიკოლოზ შანშეს ძე შანშიაშვილი და იასონ ივანეს ძე ჭავჭავაძე.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიის კორნეტი დავით ლევანის ძე დადიანი, სამეგრელოს ქვეითი პოლკის პრაპორშჩიკი კიკნაძე და უნტერ-ოფიცერი ზუბალაშვილი.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 19 მაისს მიხეილ რომანოვი და ოლღა თეოდორეს ასული წავიდნენ ბორჯომში, სადაც გაატარეს ზაფხული.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 20 მაისს ბორჯომში მიხეილ რომანოვსა და ოლღა რომანოვასთან ჩავიდნენ მათი შვილები: ნიკოლოზ, მიხეილ, გიორგი, ალექსანდრე რომანოვები.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის შემოსავალი საწევრო თანხის სახით 438 მანეთი და 35 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნ. დიასამიძე, ივანე კლიმიევი, გლახა ბეჟანაშვილი, გოგია კავლელაშვილი, გიორგი მამაცოვი, მიხეილ კლიმიევი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას დაუბრუნეს სესხად აღებული 45 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნ. დიასამიძე, ივანე კლიმიევი, გლახა ბეჟანაშვილი, გოგია კავლელაშვილი, გიორგი მამაცოვი, მიხეილ კლიმიევი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი.