რეგისტრირებული ფაქტები81689
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 6 სექტმბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი წერილიდან ირკვევა, რომ 1830 წელს თბილისის სამხედრო გუბერნატორი იყო სტეფანე სტეფანეს ძე სტრეკალოვი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 6 სექტმბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი თავის მოსკოველი მეგობრისადმი. წერილის მიხედვით, 1830 წლის 19 ივნისს თბილისის სამხედრო გუბერნატორ სტეფანე სტეფანეს ძე სტრეკალოვს დაბა ცხინვალში შეუმოწმებია მზადყოფნა რაზმისა, რომელიც შემდგომ ჯავის ხეობისკენ დაძრულა ოსთა აჯანყების ჩასახშობად.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 6 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი მოსკოველი მეგობრისადმი. ავტორი აღნიშნავს, რომ კოლეგიის რეგისტრატორ დავით გრიგოლის ძე ერისთავთან უნახავს ძველი საბუთი, ქსნის ერისთავებს რომ ეკუთვნოდა, რომლის მიხედვითაც ოსეთის მიწები ქსნის ერისთავებისთვის გადაუციათ.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა, რომ 1830 წელს ანდრეი დიმიტრის ძე უსოვი ახალციხის დროებითი მთავრობის წევრი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა რამან (რომან) ქასროშვილმა აღიარა, 9 ნოემბერს დილით სახლიდან გამოსვლისას შეხვდა შეიარაღებული იაკოფ ზარაფოვი, რომელმაც უთხრა, რომ ბოლშევიკური გამოსვლა იყო და კომისარიატი აიღეს. იქვე, იარაღით ხელში შენიშნა გეურქა შახნაზაროვი, ვანო ათულაშვილი, ლადო ფსიტიძე, პეტრე ხომიზური, ილიკო ძურძუკი, კარაპეტ მეჩითოვი და რამანა დალაქიშვილი. ასევე, გაიგონა, რომ დაჭრილები იყვნენ ადგილობრივი ერობის წარმომადგენლები.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ადრესატი იყო გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, ახალციხის დროებითი მთავრობის წევრ, ოცდამერვე ეგერთა პოლკის შტაბს-კაპიტან ანდრეი დიმიტრის ძე უსოვს გადაუწყვეტია, შეწევნოდა მაჰმადიანების მიერ არაერთხელ დარბეულ ეკლესიას. მას ფული გადაუგზავნია მოსკოველ ვაჭარ ივანე ვასილის ძე ჩეტვერიკოვისათვის და უთხოვია ამ თანხით ახალციხის ეკლესიისათვის ხატების შეკვეთა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, 9 ნოემბერს მასთან ხალხის ბრბოთი მისულ გეურქა შახნაზაროვთან საუბრის შემდეგ შეიტყო, რომ ლადო ფსიტიძე მდივანი იყო ბოლშევიკების შტაბში, ხალხი კი ჩიოდა, რომ ძალით გაჰყავდა ისინი ფრონტზე შახნაზაროვს, ზიზო ეჯოშვილსა და სხვებს. ბათიაშვილის რჩევით, ბრბოდან ბევრმა დაყარა იარაღი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევის უარის შემდეგ თავად შეადგინა ახალი განჩინება, რომლის თანახმად სასწავლებლის სახლების გასამართად სასულიერო პირებს თანხის შეწირვა აღარ ევალებოდათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევს მოსთხოვა 9 იანვარს შემდგარი დადგენილებიდან ამოეღო ის მუხლი, რომელიც სასწავლებლის სახლების გასამართად თანხის შეწირვას ეხებოდა, რაზეც ხელაევმა უარი განუცხადა თავმჯდომარეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის წევრებმა თავმჯდომარე ს. ბოდაევს განუცხადეს, რომ გადაიფიქრეს სასწავლებლისთვის სახლების გასამართად თანხის შეწირვა და სთხოვეს 9 იანვრის დადგენილებიდან ამოეღო ეს მუხლი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 9 იანვარს თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობაზე დაადგინეს: 1) ადგილობრივი ოლქის სამღვდელოებისგან ხელახლა ამოერჩიათ სასწავლებლის გამგეობის ახალი წევრები; 2) გაენახლებინათ სასწავლებლის ბიბლიოთეკისთვის 10 შაურიანი შეწირულობა 3 წლის ვადით; 3) სასწავლებლის გამგეობისთვის სახლების გასამართად გადაეცათ 1600 მანეთი; 4) მასწავლებელ დ. ბერძენოვისთვის ჯამაგირი გაეზარდათ 100 მანეთით; 5) მღვდელ ი. ლაშხაუროვისთვის უარი გამოეცხადებინათ სასწავლებლის სასარგებლოდ ხარჯიდან განთავისუფლებაზე.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ 1829 წელს ახალციხის მხარის მმართველი იყო პოლკოვნიკი თედორე კარლის ძე დრეშერნი.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ ახალციხის ეკლესიის დეკანოზ იოსებ ორბელიანოვს ოთხასამდე მაჰმადიანის გაქრისტიანებისათვის მთავრობისაგან მიუღია გასამრჯელო.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემლ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ დეკანოზ იოსებ ორბელიანოვს ჰონორარით, რომელიც მან ოთხასამდე მაჰმადიანის გაქრისტიანებისათვის მიიღო მთავრობისაგან, ახალციხის ეკლესიისათვის შეუძენია სახარება.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ ახალციხის ბერძნულ-ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღასრულებდა დეკანოზი იოსებ ორბელიანოვი.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 1-ლი სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ს. ბოდაევი თიანეთის მღვდელი იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 9 იანვარს გაიმართა თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს თიანეთის მღვდელი ს. ბოდაევი, ხოლო საქმისმწარმოებლად მიხეილ ხელაშვილი.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1814 წლის 30 აგვისტოს გამოვიდა ბრძანებულება ოსეთის სასულიერო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის თავმჯდომარედ არქიმანდრიტი დოსითეოზი აურჩევიათ.
1814
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1814 წლის 30 აგვისტოს გამოვიდა ბრძანებულება ოსეთის სასულიერო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიას კავკასიის მთიანეთის გაქრისტიანება ევალებოდა. მისი შექმნის იდეა არქიმანდრიტ დოსითეოზს ეკუთვნოდა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 3 იანვრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ ქრისტეშობაზე საქართველოს ეგზარქოსმა იონამ წმინდა ლიტურგიის შემდეგ აღასრულა ღვთის წინაშე სამადლობელი ლოცვა, სადაც ღმერთს მადლობა შეწირა ეკლესიისა და რუსეთის იმპერიის მფარველობისათვის.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ დიასამიძე რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.