საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81689

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თომა ტურიაშვილი (ტურიევი) თბილისის სემინარიაში პედაგოგად მუშაობდა.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წლის 19 სექტემბერს ჩატარდა თელავის მაზრის სამღვდელოების საერთო ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ მღვდელი ლაზარე ტურიაშვილი აირჩიეს.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ თბილისის გიმნაზიის დირექტორი იყო გრუბერი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილ თავის შენიშვნაში გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პ. სანკოვსკი აღნიშნავდა, რომ თბილისში ფუნქციონირებდა ქალთა კერძო პანსიონი, სადაც განათლებას იღებდა 17 აღსაზრდელი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილ თავის შენიშვნაში გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პ. სანკოვსკი აღნიშნავდა, რომ თბილისის გიმნაზიასთან განლაგებულ კეთილშობილთა პანსიონში იმ დროისათვის 70 მოწაფე სწავლობდა.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 9 ოქტომბერს გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1831 თბილისის კომენდანტი იყო თ. ს. კოჩეტოვი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისში ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიიის გახსნას, მისი მოქმედების არეალსა და პერსპექტივებს. სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფულს უხდიდა იმ მშობლებს, ვისაც თავიანთი შვილები თბილისის გიმნაზიაში ჰყავდა მიბარებული, განათლების საქმე ამით დიდად არ განვითარებულა. ამ აზრს გამოეხმაურა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკი თავისი შენიშვნით, სადაც წერდა, რომ მშობელთა „წახალისების“ წესი გაუქმებული ყოფილა, ხოლო ამიერკავკასიაში სასწავლებელთა კეთილმოწყობამ თბილისის გიმნაზიის დირექტორის, გრუბერის დიდი ძალისხმევისა და ზრუნვის შედეგად, ერთი-ორად გაზარდა ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა ასეთი ტიპის დაწესებულებათა მიმართ.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის 9 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა თბილისის კომენდანტ კოჩეტოვის განცხადება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს ყველაფერს ხელმძღვანელობდა გეურქა შახნაზაროვი, რომელიც ხალხის ბრბოს თავმჯდომარე იყო, იაკოფ სარაფოვი კი – იარაღინი ხალხის სარდალი, რომელიც მათ ფრონტისკენ მიუძღვოდა. აგრეთვე, შეამჩნია, რომ რევოლვერით ხელში ცხენზე ამხედრებული ვანო ათულაშვილი დიდ როლს თამაშობდა ხალხის ბრბოში.

1831

ტიპი: გარდაცვალება

1831 წლის 9 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი თბილისის კომენდანტის, კოჩეტოვის განცხადებიდან ირკვევა, რომ თბილისში გარდაიცვალა ორმოცდამეორე ესერთა პოლკის პოდპოლკოვნიკი გვოზდევი.

1886

ტიპი: თანამდებობა

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის 1886 წლის 6 მარტის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა სოლომონ ზანდუკელი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 8 ოქტომბერს თბილისში ჩამოსულ ბარონ როზენს მის სახლში დახვდნენ სამოქალაქო გუბერნატორი სტრეკალოვი, გენერალიტეტი, თბილისში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკები, ქართველი თავად-აზნაურები და თბილისის საპატიო მოქალაქეები.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის პირველი დეკემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1831 წელს სომეხთა პატრიარქი იყო ოვანეს VIII.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი იყო სამოქალაქო ნაწილისა და სასაზღვრო საქმეთა მმართველი საქართველოში.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი იყო კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ წინა დღით თბილისში ჩამოსულა კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელი, სამოქალაქო ნაწილისა და სასაზღვრო საქმეთა მმართველი საქართველოში, სომხეთში, ასტრახანის გუბერნიასა და კავკასიის ოლქში ბარონი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მუშაობის ანგარიშის მიხედვით პარმენ გიტოს ძე ჭანიშვილი ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 10 დეკემბერს გამოვიდა „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ საგანგებო დამატება N26, რომელიც მიეძღვნა 6 დეკემბერს თბილისში საქართველოს მთავარმართებლის, როზენის, სახლში რუსეთის იმპერატორის სახელობის დღის აღსანიშნავად გამართულ მეჯლისს.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი დეკემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ იმ წლის 8 ნოემბერს ეჩმიაძინის მონასტერში აკურთხეს სომეხთა ახლად არჩეული პატრიარქი ოვანესი.

1831

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წლის პირველი დეკემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავარმართებელ გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენის მეუღლე იყო ელიზავეტა დიმიტრის ასული როზენი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს მასთან მისულმა გეურქა შახნაზაროვმა მოსთხოვა ნაგანი გამოეტანა, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქონდა. ზიზო (პავლე) ეჯოშვილმაც თქვა, რომ თუკი ნამდვილად არ ჰქონდა ვერც გამოიტანდა. ამის შემდეგ დაინახა ხალხის ბრბო, რომელიც ფრონტისკენ მიიწევდა.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 7 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი განცხადებიდან ირკვევა, რომ თბილისში იყიდებოდა მაიორ შმატოვის კერძო ქვის სახლი მეზონინით, ეზოთი და დამხმარე სათავსოებით. სახლის ფასადი სამეფო მოედნისკენ გადიოდა. მსურველებს უნდა მიემართათ თვით მაიორი შმატოვისთვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, 9 ნოემბერს მასთან მისულმა გეურქა შახნაზაროვმა უთხრა დაბეზღებული იყო, რომ იარაღი ჰქონდა და დაჟინებით სთხოვდა გამოეტანა, რაზეც იძულებული გახდა გამოეტანა სანადირო თოფი, რაც უვარგისობის გამო დაუწუნა და დაუბრუნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს დილის 9-10 საათზე მასთან სახლში მივიდა ხალხი ცალთვალა გეურქა შახნაზაროვის მეთაურობით, მას თან ახლდა კარაპეტ მეჩიტოვი, ზიზო (პავლე) ეჯოშვილი და სხვ. თოფასხმულები, რომლებიც ვერ იცნო. მათ ბათიაშვილს სთხოვეს თოფი და რევოლვერი, რაზეც უარი უთხრა, რადგან არ ჰქონდა, თუმცა ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ იარაღი გამოეტანა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ შაქრო ივანეს ძე თომაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს შუადღისას ჩავიდა მეჯვრისხევში და შინაურებმა უთხრეს, რომ იკითხეს მისი თოფი, რის გამოც შეეშინდა მთავრობისგან მიბარებული „ვინტოვკა“ უცხოს არ წაეღო და თავად წაიღო ჩასაბარებლად კანცელარიაში, სადაც შეიარაღებული გეურქა შახნაზაროვი, ვანო ათულაშვილი, ლადო ფსიტიძე დახვდნენ, მათ თოფი არ ჩამოართვეს, რის შემდეგაც თავისივე თოფით გამოიპარა სახლში, თოფი დამალა და 10 ნოემბერს დილით წავიდა გორში.