რეგისტრირებული ფაქტები81710
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე ივანეს ძე გამრეკელი, ივანე მიხეილის ძე გომელაური, ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ვიქტორია დიმეტრეს ასული დეკანოზიშვილისა და ბესარიონ იაკობის ძე ვაშაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სხდომის ოქმის მიხედვით, კრებამ თავმჯდომარედ სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე დაასახელა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სხდომის ოქმის მიხედვით თავმჯდომარე ივანე აბაშიძემ თანამდებობაზე უარი განაცხადა.
1915
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ჭიათურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: სევერიანე სპირიდონის ძე ჩიქოვანი, ილია ზურაბის ძე აბაშიძე და ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთელი.
1915
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ირაკლი გიორგის ძე დეკანოზიშვილი ჭიათურის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა ჭიათურის განყოფილების მდივანი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ივანე მიხეილის ძე გომელაური ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქლაქე შადინოვი, რომელსაც 70 ფუთი აბრეშუმი ჰქონია წაღებული.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე სტეფანე ამიროვი, რომელსაც თან ჰქონია კვერნის 200 და წავის 263 ბეწვი და კიდევ მრავალი სხვა საქონელი.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე დავით თამამშევი, რომელსაც 35 ფუთი აბრეშუმი წაუღია გასაყიდად.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე უარი განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: აბრამ ბაღაშვილმა, ლ. ბერიევმა, ივანე როსტომოვმა, დ. ქიტიევმა, გ. ახმეტელოვმა და სფ. ფირანოვმა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 6 იანვარს, ნათლისღებაზე, საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა იონამ სიონის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის სანაპიროზე შეასრულა წყლის კურთხევის სადღესასწაულო წესი. მტკვრის „იორდანედ ქცევის“ ასეთივე რიტუალი შესრულებულა მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის სომხური ეკლესიის, ვანქის გასწვრივ, თუმც წესი შეუსრულებია არა სომეხ მთავარეპისკოპოს იოანეს, რომელიც შეუძლოდ ყოფილა, არამედ – ასტრახანის მთავარეპისკოპოს სერაფიმეს.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველ იანვარს საქართველოს ეგზარქოს იონას მიერ თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ ლოცვას ესწრებოდნენ გენერალიტეტი, სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკები და თბილისის ნარჩევი საზოგადოება.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ირკვევა, რომ მთავარეპისკოპოს დოსითეოზს, იმ პერიოდში, როცა იგი თელავისა და საქართველო-კავკასიის ეპარქიებს განაგებდა, რუსულიდან გადმოუქართულებია მილტონის „დაკარგული სამოთხე“, ხოლო შემდგომ წლებში – კიდევ არაერთი უცხოენოვანი ნაწარმოები.
1829
ტიპი: გარდაცვალება
1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ მთავარეპისკოპოსი დოსითეოზი 1829 წლის 23 ნოემბერს დაუკრძალავთ.
1829
ტიპი: ღონისძიება
1829 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა იონამ მიძინების საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა განსვენებული მთავარეპისკოპოსის, დოსითეოზის სახელზე.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. სტატიის მიხედვით, საქართველოს ეგზარქოს იონას დაუნიშნავს მთავარეპისკოპოს დოსითეოზის დაკრძალვის დღე – 1829 წლის 23 ნოემბერი.
1829
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, საქართველოს ეგზარქოს იონას განკარგულებით განსვენებული მთავარეპისკოპოსი დოსითეოზი 1829 წლის 21 ნოემბერს გადაუსვენებიათ მიძინების საკათედრო ტაძარში.
1829
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1829 წელს მთავარეპისკოპოს დოსითეოზს სამშოლოში დაბრუნების ნება დართეს.
1817
ტიპი: ღონისძიება
1817 წლის 14 მაისს მთავარეპისკოპოსი დოსითეოზი გადააყენეს მის მიერ საქართველოში დაკავებული ყველა თანამდებობიდან და მოსკოვში იხმეს.
1816
ტიპი: ღონისძიება
1816 წლის 7 თებერვალს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებულებით მის უსამღვდელოესობა მთავარეპისკოპოს დოსითეოზს მიენიჭა წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენი მისი დამსახურებებისათვის ეკლესიის წინაშე.
1814
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1814 წელს არქიმანდრიტი დოსითეოზი აურჩევიათ საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ფონდის წევრად.
1814
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1814 წელს არქიმანდრიტი დოსითეოზი თელავისა და საქართველო-კავკასიის მთავარეპისკოპოსად დაუნიშნავთ.