საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81710

1808

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1808 წლის 31 დეკემბერს არქიმანდრიტ დოსითეოზს ჩააბარეს ურბნისის ეპარქია.

1810

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით 1810 წელს, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონი საქართველოდან რუსეთში გადაასახლეს, მას სანქტ-პეტერბურგში თან გაჰყოლია მთავარეპისკოპოსი დოსითეოზი.

1810

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1810 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის უმაღლესი ნებით არქიმანდრიტი დოსითეოზი სანქტ-პეტერბურგში გაჩერებულა რუსული ენის შესასწავლად. ამავე დროს მას დაენიშნა 2000 რუბლი წელიწადში ასიგნაციების სახით.

1811

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით 1811 წელს არქიმანდრიტი დოსითეოზი დაუნიშნავთ გორის ეპისკოპოსად.

1814

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1814 წლის 30 აგვისტოს გამოსულა ბრძანებულება თბილისში სინოდალური კანტორის ფონდის გახსნის შესახებ. ორგანიზაციას საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ფონდი დაერქვა. ფონდი რუსეთში არსებული წესის მიხედვით უნდა გაძღოლოდა სასულიერო საქმიანობას საქართველოში. მისი გახსნა არქიმანდრიტ დოსითეოზს შეუთავაზებია ხელისუფლებისთვის.

1806

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1806 წლის პირველი ივნისიდან არქიმანდრიტი დოსითეოზი შიომღვიმისა და თირის მონასტრებს წინამძღვრობდა.

1801

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი" დაიბეჭდა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი სტატია, რომლის მიხედვით, 1801 წლის 22 თებერვალს არქიმანდრიტი დოსითეოზი ხობიდან ქვათახევის მონასტერში გადაიყვანეს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

1830

ტიპი: გარდაცვალება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“იტყობინება, რომ იმ წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა მთავარეპისკოპოსი დოსითეოზი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 20 ნოემბერს, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის რუსეთის ტახტზე ასვლის დღის აღსანიშნავად, საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორმა ზავილეისკიმ გამართა ნადიმი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 27 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I სამეფო ტახტზე ასულა 20 ნოემბერს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 20 ნოემბერს, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის რუსეთის ტახტზე ასვლის დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა იონამ აღასრულა სამადლობელი ლოცვა და საუკუნო დღეგრძელობა უსურვა იმპერატორსა და მის ოჯახს.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი 1804 წელს რუსების ერევანში ლაშქრობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის 6 ივნისს თბილისის სომეხმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ კარაკლისში ჩამოსულ სომეხ ლტოლვილთა ქარავნის მეთაურებს ურჩია, დროებით პამბაკის (რუსულ წყაროებში ბომბაქის, დღევანდელი ლორეს) პროვინციაში დარჩენა.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის სექტემბერში თბილისის სომეხი მთავარეპისოკოპოსი იოანე თავის ერთმორწმუნე თანამემამულეებთან ერთად თბილისში დაბრუნდა.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის აგვისტოში სომეხთა ქარავნის ავანგარდმა დანარჩენებს შეატყობინა, რომ მათკენ მოემართებოდა ალექსანდრე ბატონიშვილი თავისი ჯარებით.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის 21 აგვისტოს ახპატელმა თათრებმა ალექსანდრე ბატონიშვილს ამცნეს, რომ სომეხ ლტოლვილთა ქარავანი ახპატიდან დაიძრა.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ახპატის შემოგარენის მაცხოვრებლებმა სომეხ ლტოლვილებს შეატყობინეს, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი გეგმავდა სპარსთა რაზმთან ერთად მათზე თავდასხმასა და ტყვედ წაყვანას სპარსეთში.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს სომეხ ლტოლვილთა ახპატში გაჩერებული ქარავნის მეთაურებმა თბილისის გუბერნატორს შეატყობინეს, რომ ალექსანდრე ბატონიშვილს განზრახული ჰქონდა სომხების ჩართვა რუსების წინააღმდეგ აჯანყებაში. მეთაურებს გუბერნატორისათვის მიჯრით მიწერილი სამი წერილისთვის დაურთიათ ალექსანდრე ბატონიშვილის სომხებისადმი მიწერლი წერილის ასლი.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ალექსანდრე ბატონიშვილმა ახპატში გაჩერებულ სომხებს მოუწოდა, შეერთებოდნენ რუსების წინააღმდეგ აჯანყებას. იგი შეპირდა, რომ არასდროს არ შეუქმნიდა პრობლემებს არც ერთ მათგანს და ნება დართო მათ მეთაურებს, ძღვენი მიერთმიათ მისთვისა და შაჰისთვის.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ალექსანდრე ბატონიშვილმა ახპატში გაჩერებულ სომეხ ლტოლვილებს მისწერა ქართულ ენაზე შედგენილი წერილი, სადაც იგი მოუწოდებდა სომხებს, შეერთებოდნენ რუსების წინააღმდეგ აჯანყებას.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში ალექსანდრე ბატონიშვილი ცდილობდა თავის მხარეს გადაებირებინა ლეკები და სხვა ტომები, რომლებიც ქართველების ისტორიულ მტრებად ითვლებოდნენ.

1804

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს მეფე ერეკლეს ძე, ალექსანდრე ბატონიშვილი სათავეში ჩაუდგა აჯანყებულ ყაზახ და ბორჩალოელ თათრებს და ლორეს შემოგარენი დაარბია.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭყონიას მიერ მოწოდებული სოლომონ მსაჯულის წერილის ასლი სახელწოდებით „მათს ბრწყინვალებას ჩემს მოწყალეს ხელმწიფეს“.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის სექტემბრიდან თელავში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი თავისი პანსიონით სახელმწიფოს ხარჯზე აღსაზრდელ მოსწავლეთათვის. სასწავლებლის გახსნისთვის თელავში მოღვაწე სასულიერო პირებმა საკუთარი ჯიბიდან გაიღეს საჭირო თანხა, რაც სასწავლებლის ზედამხედველ ნიკოლოზ მთვარელიშვილის დამსახურება იყო.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე განცხადება გააკეთა სოლომონ ფირანოვმა, რომ შესაძლებელი იყო სასულიერო სასწავლებლისთვის ყველა საჭიროება ეკლესიის ფულიდან შეევსოთ და არა თავად სასულიერო პირების ჯამაგირიდან.