რეგისტრირებული ფაქტები81743
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე თანხმობა განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: მიხეილ ვარდიევმა, პ. შიუკოვმა, მ. მირიანოვმა, იოანე მრევლიშვილმა, გრიგოლ თუშუროვმა, გიორგი მრევლიშვილმა, იოსებ ბიბილურმა და ს. ტოპოლაშვილმა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი ისტორიული ნარკვევიდან ირკვევა, რომ 1804 წლის 4 სექტემბერს საქართველოში რუსთა ჯარის მთავარსარდალ პავლე ციციანოვს ერევნის ალყა მოუხსნია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა, სოფელ ჯარიაშენში მცხოვრებმა ბესარიონ ავთანდილის ძე სრესელმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს მასთან სახლში მივიდნენ იარაღისთვის აძველი ვანო და შაქრო გუნდიაშვილები, გრიშა მელაძე და სხვები, რომლებმაც უთხრეს, რომ ყველანი ბოლშევიკები უნდა გამხდარიყვენენ, დაამტვრიეს მისი ძმის სახლის კარები და დაუბარეს მიეტანა ფრანგული თოფი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიჭერდნენ.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ქიმა შაქროს ძე გიგოლაშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის. იგი მე-2 კატეგორიის დამნაშავედ ითვლებოდა და იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის პროექტი წარუდგინეს ამიერკავკასიის მთავარმართებელ ივანე თედორეს ძე პასკევიჩ-ერევანსკის.
1804
ტიპი: გარდაცვალება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული ისტორიული ნარკვევიდან ირკვევა, რომ თბილისის მუშკეტერთა ბატალიონის მაიორი იოსებ მონტრეზორი 1804 წელს კარაკლისთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს კარაკლისისკენ მიმავალი მაიორი მონტრეზორის რაზმი სპარსთა ალყაში მოექცა. რაზმს მოუხერხებია ალყის გარღვევა და ტყით გაუგრძელებია გზა. კარაკლისიდან 10 ვერსის მანძილზე მონტრეზორის რაზმს ალექსანდრე ბატონიშვილი დასხმია თავს. რაზმს ვერ მიშველებია მაიორი ხაჯაევის კარაკლისში განლაგებული ბატალიონი და მონტრეზორი თავის მებრძოლებთან ერთად ბრძოლის ველზე დაეცა. სტატიიდან ირკვევა, რომ იოსებ მონტრეზორისთვის მისი უკანასკნელი ბრძოლის ადგილზე დაუდგამთ ძეგლი, რომელიც 1827 წლის 8 ოქტომბერს, ერევნის აღებიდან შვიდ დღეში, დანგრეულა მიწისძვრისაგან.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს საქართველოს მთავარსარდალ ციციანოვს ერევანზე სალაშქროდ გაწვეული მაიორი იოსებ მონტრეზორი ხელახლა გაუგზავნია კარაკლისში თბილისიდან ერევნისკენ დაძრული პროვიანტით დატვირთული ტრანსპორტის დანიშნულების ადგილამდე მისაცილებლად.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები გიგუცა ისაკის ძე ფსიტიძე, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის. იგი მე-2 კატეგორიის დამნაშავედ ითვლებოდა და იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. სტატიაში წარმოდგენილი ციციანოვის რაპორტიდან რუსეთის იმპერატორისადმი ირკვევა, რომ მაიორი ხაჯაევი, რომელსაც 1804 წელს კარაკლისის დაცვა დაევალა, თავის დროზე მეფე ერეკლეს მიუღია კაპიტნად არტილერიაში, ხოლო შემდგომ იმპერატორ პავლე I-ის ბრძანებით ციციანოვის ჯარში გადაუყვანიათ. ციციანოვის თქმით, ხაჯაევი არათუ საარტილერიო საქმეში, უბრალო არითმეტიკაშიც კი ვერ ერკვეოდა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს რუსთა ჯარის მთავარსარდალმა ციციანოვმა კარაკლისის დაცვა, ერევანზე სალაშქროდ გაწვეული მაიორი მონტრეზორის ნაცვლად, დაავალა სარატოვის მუშკეტერთა პოლკის მაიორ ხაჯაევს.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს მაიორ მონტრეზორის ბატალიონი მთავარსარდალ ციციანოვის ჯარებს შეერთებია ერევნის მისადგომებთან.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს კარაკლისს, რომელიც რუსეთ-სპარსეთის ომის დროს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო, იცავდა თბილისის მუშკეტერთა ბატალიონი მაიორ იოსებ მონტრეზორის ხელმძღვანელობით.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის პროექტი შეუდგენიათ ა. ს. გრიბოედოვსა და პ. დ. ზავილეისკის.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს მღვდლებმა: სფ. ფირანოვმა და გიორგი მრევლიშვილმა უარი განაცხადეს თავიანთი ჯამაგირიდან გაეღოთ შემოწირულობა სასულიერო სასწავლებლის სასარგებლოდ.
1877
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1877 წლის 25 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი მრევლიშვილი დეკანოზ ეგნატე მრევლიშვილის შვილი იყო.
1877
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1877 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სფ. ფირანოვი სოლომონ ფირანოვის ძმა იყო.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები რამან თედოს ძე დალაქიშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის. იგი მე-2 კატეგორიის დამნაშავედ ითვლებოდა და იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს სასწავლებლის სასარგებლოდ, გონივრულად და წინდახედულად საუბრობდნენ მღვდლები: პ. შიუკაშვილი, მიხეილ ვარდიევი, მ. მირიანოვი, გრიგოლ თუშუროვი, იოანე მრევლიშვილი. მათი აზრით მღვდლებს თავიანთი ჯამაგირიდან ერთი მესამედი უნდა შეეწირათ სასულიერო სასწავლებლისთვის.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 25 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიხეილ ვარდიევი ყვარლის მღვდელი იყო.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ მიხეილ ვარდიევი აირჩიეს, ხოლო საქმისმწარმოებლად – მიხეილ ხელაშვილი.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 10 ნოემებრს რუსეთის სახაზინო ექსპედიციის წევრმა ქუთაისიდან თბილისში გააგზავნა წერილი. დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის საქალაქო ბაღი გაუშენებია იმერეთის ყოფილ მმართველ პეტრე გორჩაკოვს.
1829
ტიპი: თანამდებობა
1829 წელს საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორი პეტრე დემიანის ძე ზავილეისკი დაინიშნა ხელმძღვანელად ექსპედიციისა, რომელსაც დაევალა ამიერკავკასიაში რუსეთის ფინანსური სარგებლის ზუსტად განსაზღვრა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ანტონ გრიგოლის ძე გოგიაშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის. იგი მე-2 კატეგორიის დამნაშავედ ითვლებოდა და იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.