რეგისტრირებული ფაქტები88875
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივნისში ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა ბათუმის სკოლის შემწირველთა სია.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში ფოტოსახელოსნოს გამგე ვასილ როინაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა თანამდებობიდან გათავისუფლებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დაემტკიცებინათ კომიტეტის მიერ ახლად არჩეული წევრები: პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელი, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, თავმჯდომარე – ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მოადგილე – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხაზინადარი – ი. ვ. მოზდოკელი, ან ხაზინადრის კანდიდატი – ნ. თ. გუბნელოვი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში ლევან ფურცელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილს სთხოვდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილს სთხოვდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა წევრებად აირჩია: პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, რომლებმაც თავმჯდომარედ აირჩიეს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მოადგილედ – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხაზინადრად – ი. ვ. მოზდოკელოვი, და ხაზინადრის კანდიდატად – ნ. თ. გუბნელოვი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ივნისში ფოტოგრაფიის განყოფილების ყოფილი გამგე ვასილ როინაშვილი ითხოვდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაეთმო მისთვის ზოგიერთი ნივთი, რომლებიც ზედმეტი იყო ფოტოგრაფიის განყოფილებისთვის: პავილიონის კამერა, რამდენიმე დეკორაცია, პატარა ცხელი პრესი, საოჯახო კომოდი და სარკიანი კარადა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივნისში ფოტოგრაფიის განყოფილების ყოფილმა გამგე ვასილ როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, რომ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის მიერ ნაანდერძევი ნივთებიდან მისთვის მიეცათ ორი კარადა, რომლებიც მის საკუთრებას შეადგენდა. ისინი ალექსანდრე როინაშვილს შეცდომით ჰქონდა შეტანილი თავისი ნივთების სიაში.
1899
ტიპი: გარდაცვალება
1899 წლის 28 ივნისს აბასთუმანში გარდაიცვალა რუსეთის ტახტის მემკვიდრე გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა, თანამდებობა დატოვა, მის ადგილზე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე დაინიშნა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გრიგოლ ყიფშიძის ჰონორარის საკითხი. მას უნდა დაეწერა პუშკინის ბიოგრაფია, რომელიც დაიბეჭდებოდა პუშკინის თხზულებებთან ერთად. გამგეობამ გრიგოლ ყიფშიძისთვის 15 მანეთის მიცემა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერეს ნიკოლოზ ცხვედაძემ, დავით კარიჭაშვილმა, გიორგი იოსელიანმა, ივანე რატიშვილმა და ივანე ზურაბიშვილმა.

