საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 4 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების პროტოკოლს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის ამხანაგმა ნიკო ცხვედაძემ და გამგეობის წევრებმა – დავით კარიჭაშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ, ივანე რატიშვილმა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადეობის სხდომაზე აღიძრა საკითხი წიგნსაცავისა და მუზეუმისთვის საკუთარი შენობის აგების შესახებ. მაგრამ ამ საქმის შესრულება წესდების შეუცვლელად არ შეიძლებოდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

პირები
წყარო

1900

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1900 წლის 4 ივნისს საზოგადო კრებაზე განიხილეს საკითხი წიგნსაცავისა და მუზეუმისთვის ცალკე შენობის აგების თაობაზე, თუმცა დაადგინეს, რომ ამ საქმის შესრულება წესდების შეუცვლელად არ შეიძლებოდა. ასე გაგრძელდა 1907 წლამდე. ამ დროის განმავლობაში კი სამუზეუმო თანხა თანდათან იზრდებოდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას ვერ დაესწრო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 5 ივნისს ილია ჭავჭავაძემ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების გამო კავკასიის საცენზურო კომიტეტს „ივერიის“ დროებით რედაქტორად ვასილ სულხანიშვილის დასამტკიცებლად განცხადებით მიმართა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 7 ივნისს გამართული დრამატული საზოგადოების წევრთა კრების თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი ჟურული.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 8 ივნისს, შაბათს სამეურნეო საზოგადოების სადგომში გაიმართა სასტატისტიკო ბიუროს კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს ამ საქმის შესახებ პროექტი და დაადგინეს, რომ ბიუროში იყოს ხუთი წევრი და ერთი სპეციალისტი სტატისტიკოსი. ბოლოს ამორჩეულ იქნა ბიუროს თავმჯდომარედ საფიზიკო ობსერვატორიის გამგე ს. ვ. გლასეკი, ხოლო მის მოადგილედ გ. დ. ჟურული.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 10 ივნისს ილია ჭავჭავაძის საზღვარგარეთ გამგზავრების გამო მისივე თხოვნით, გაზეთის რედაქტორად დროებით ვასილ სულხანიშვილი დანიშნეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 13 ივნისს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებელი პოლკოვნიკი სვეჩინი გორის მაზრიდან საღამოს მატარებლით თბილისში დაბრუნდა.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლის 14 ივნისს ილია ჭავჭავაძემ შეავსო პირობის წიგნი, რომლის თანახმადაც მოჯამაგირედ აიყვანა დუშეთის მაზრის სოფელ გურამიანთკარში მცხოვრები გლეხი სანდრო ლაბაური.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 14 ივნისის „ცნობის ფურცელი" იტყობინებოდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილების თანახმად საბარათიანოს სტატისტიკური აღწერის დაბეჭდვის ხარჯებს უზრუნველყოფდა გიორგი ქართველიშვილი.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 15, 16 და 17 მაისს საქართველოს საეკლესიო ისტორიკოსის მიხეილ საბინინის მოსახსენებლად გადაიხადეს პანაშვიდი კახეთში შუამთისა და წმინდა გიორგის მონასტერებში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 18 ივნისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებელი ივანე ნიკოლაის ძე სვეჩინი 18 ივნისს სოფელ წყნეთში წასვლას გეგმავდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 19 ივნისს გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა. სხდომა დაიწყო 8 საათზე გიორგი ევანგულოვის თავმჯდომარეობით. მას 36 ხმოსანი დაესწრო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 ივნისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ ლევანის ძე დადიანმა შეიტყო მარტვილის ტაძრის შეკეთების საჭიროების შესახებ და ამ საქმისთვის 700 მანეთი გაიღო.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლის 20 ივნისს ილია ჭავჭავაძემ აიღო საზღვარგარეთის პასპორტი, რომელშიც ავსტრია-უნგრეთის საკონსულოს ნებართვა იყო საზღვრის გადაკვეთის შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 20 ივნისამდე ილია ჭავჭავაძემ წინასწარ მოამზადა და როგორც რედაქტორ-გამომცემელმა ხელი მოაწერა „ივერიის“ 24 ივნისის ნომერს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 ივნისამდე, გერმანიაში გამგზავრებამდე, ექიმი ნიკოლოზ ჯანდიერი ილია ჭავჭავაძეს დღეში ორჯერ აკითხავდა და განაგრძობდა მის მკურნალობას.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 ივნისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად მატარებლით ბათუმში გაემგზავრა, საიდანაც ბერლინში წავიდოდა სამკურნალოდ, შემდეგ კი ვისბადენში წყლებზე.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 21 ივნისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სამიწათმოქმედო მინისტრმა დაამტკიცა ივანე ხატისოვის სახელობის სტიპენდია თბილისის საბაღოსნო სკოლაში.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 23 ივნისს ვარშავიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს ილიას ავადმყოფობის ამბავს ეკითხებოდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 23 ივნისს ვარშავიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს თავისი ძმის, ოლივერის ვარშავაში ბრიტანეთის კონსულად დანიშვნას ატყობინებდა.