საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81814

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით აღალო თუთაევმა დაწერა კომედია „ფული ვიტირო თუ ცოლიო“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ხონში წიგნის მაღაზიას ფლობდა ნესტორ იოსების ძე წერეთელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ ანასტასია მიხეილის ასულის თუმანიშვილის თარგმანი რობინზონ კრუზოს თხზულებას „დეფოსს“ ვინც წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში შეიძენდა არანაკლებ 10 ცალს, მას წიგნი ხუთ შაურად დაეთმობოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ანასტასია თუმანიშვილის თარგმანი რობინზონ კრუზოს თხზულება „დეფოსი“ იყიდებოდა თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ძმებ ჭილაძეებთან და ხონში – ნესტორ იოსების ძე წერეთელთან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ დაიბეჭდა ანასტასია მიხეილის ასულის თუმანიშვილის მიერ რუსული ენიდან ნათარგმნი რობინზონ კრუზოს თხზულება „დეფოსი“ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა. წიგნი ექვსი შაური ღირდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ფოთში წიგნის მაღაზიას ფლობდა ხუმარაძე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სურამში წიგნის მაღაზიას ფლობდა ა. ქარსიძე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სიღნაღში წიგნის მაღაზიას ფლობდა ვ. ქიტიაშვილი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავში წიგნის მაღაზიას ფლობდა ვ. როსტომაშვილი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისში წიგნის მაღაზიას ძმები ჭილაძეები ფლობდნენ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისში ქართული წიგნის მაღაზიას ფლობდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა შეადგინა წიგნი „საქართველოს მოკლე ისტორია“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის წერილი რედაქტორისადმი. იგი აცხადებდა, რომ თავისი ამოჭრილი ქართული ასოების მსგავსი არავის არ დაეხატა და გამოეჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიმართავდა ან იძულებული გახდებოდა საქმიანობა შეეწყვიტა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ პალეს ძე ტატიშვილის წერილი რედაქტორისადმი. ტატიშვილი წუხდა, რომ ყურადღება არავის მიუქცევია გასულ წელს მის მიერ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული განცხადებისთვის – თავისი ამოჭრილი და მორთული ქართული ასოები არავის გამოეყენებინა. წიგნის მაღაზიის პატრონს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანს აფიშებში გამოუყენებია ტატიშვილის ამოჭრილი ასოები. ჩარკვიანის ქმედებას აპროტესტებდა წერილის ავტორი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 ივნისის „ივერიის“ მიხედვით, ნიკო ლეონიძე ქვემო ჭალის სკოლის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკურთხებდნენ კათოლიკურ ეკლესიად გადაკეთებულ ღვთისმშობლის საყდარს, რომლის განახლებასაც ხელმძღვანელობდა წინამძღვარი დიმიტრი თუმანიშვილი. ეს ტაძარი პირველად აუშენებიათ კაფუცინის ორდენის მქონე იტალიელ ბერებს სწორედ მაშინ, როცა საქართველოში მისიონერები იმყოფებოდნენ – 1846 წლამდე. განახლებული საყდარი გოთიკური არქიტექტურისა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) ფელეტონში „საკვირაო სხარტულა“ გაკრიტიკებულნი არიან ქართველი მსახიობები, რომლებმაც საზოგადოებას ქედმაღლობითა და არაპროფესიონალიზმით თეატრზე გული აუცრუეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილს ქართული დრამატული საზოგადოებისაგან მინდობილი ჰქონდა თეატრის დასის შედგენა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ქართული თეატრის დასში მონაწილეობის მსურველებს შეეძლოთ მიემართათ ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილისთვის 20 ივნისამდე ყოველდღე, 11-დან 12 საათამდე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბ. ლიაძე თბილისში ფლობდა მოსამზადებელ სასწავლებელს პანსიონითურთ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ბ. ლიაძის მოსამზადებელი სასწავლებელი პანსიონითურთ მდებარეობდა კუკიაზე, ანდრეევის ქუჩის N 13–ში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი თბილისში ფლობდა ქართული წიგნის მაღაზიას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული წიგნი შემდეგ მისამართზე: ლორის–მელიქოვის ქუჩა, ზუბალოვის სახლებში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე ფლობდა სტამბას თბილისში.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძე იყო მასწავლებელი.