საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81814

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს სწერდა, რომ ქერჩში ქართველი თავადი ერისთავი გაიცნო, რომელიც მათთან ერთად „ლაუნ ტენნისს“(lawn tennis – გაზონის ტენისს) თამაშობდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს ეკითხებოდა, ჟურნალი „Le Caucase illustre" თბილისში გამოიცემოდა თუ პარიზში.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს თავისი ძმის, ოლივერ უორდროპის ქერჩში გადასვლას ატყობინებდა და ილიას ჯანმრთელობის გამოკეთების გამო დიდ სიხარულს გამოთქვამდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 30 დეკემბერს სახალხო თეატრში გამართულ კონცერტზე კიტა აბაშიძემ წაკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსი „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901-დან 1905 წლამდე სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, 1906 წლიდან კი – უპარტიო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ყუბანის ყაზახთა ჯარის კავკასიის მეორე პოლკის საჯარისო ხელმძღვანელი ევსტაფი ჯორჯაძე იმავე ჯარის ლაბინსკის პირველ პოლკში გადაიყვანეს.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ილია (ილიკო) გიორგის ძე ბადრიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის გაზეთ „ცნობის ფურცელის" თანახმად, წინა წელს თბილისის საქალაქო საბჭომ საფინანსო კომისიის წევრად დანიშნა ხმოსანი ა. ა. ივანენკო, რომელიც ადგილობრივმა საგუბერნიო ადმინისტრაციამ არ დაამტკიცა, რის შემდეგაც გამგეობამ სენატში გაასაჩივრა. სენატმა განმარტა, რომ ივანენკოს დამტკიცება არ შეიძლებოდა, რადგან ის სამართალში იყო მიცემული.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნესტორ კონტრიძეს საჩუქრად 3 თუმანი გაუგზავნეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლიდან ბაგრატ ბეთნელი ახალციხისა და გორის მაზრებში მასწავლებლად მუშაობდა, ასევე თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასთან.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველი იანვრიდან 1904 წლის 20 მაისამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორმა ლეღვნის სამინისტროს სასწავლებლის რჯულის მასწავლებლად დანიშნა. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1901

ტიპი: განათლება

1901-1903 წლებში დიომიდე თოფურიძემ უმაღლესი იურიდიული განათლება პარიზში მიიღო.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ივლიანე ქინქლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს იონა ივანეს ძე ლოლუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს მელიტონ ზურაბის ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს რაჟდენ მაჭავარიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს გრიგოლ გრიგოლის ძე მაღალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ისიდორე რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ ბათუმის სკოლისთვის „ცნობის ფურცელი“ დაებრუნებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს აკაკი წერეთელმა საეკლესიო მუზეუმს შესწირა მინიატურული სახარება, რომლის სიგრძე იყო 7, სიგანე – 5 სმ.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს სერგი იმნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ალექსი ივანეს ძე გუგუშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1900-1901 სასწავლო წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა იაკობ გოგებაშვილმა, რომლის მოხსენების მიხედვით, სკოლაში სწავლის საქმე პირველ კლასში კარგად მიდიოდა, მეორე და მესამე კლასებში შედარებით სუსტად, ხოლო მეოთხე კლასი იმ წელს საერთოდ არ შემდგარა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს სამსონ მიხეილის ძე დიასამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.