რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: იონა მიხეილის ძე მეუნარგია, ბეგლარ ასალოს ძე მგელაძე, ვლადიმერ პახვალის ძე მირცხულავა და ალექსანდრე ალმასხანის ძე სიხარულიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: ფილიპე გვადის ძე კედია, ვლადიმერ ივანეს ძე კეშილავა, ყათრან გიორგის ძე კიკიანი და კონსტანტინე ივანეს ძე მაშია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: ილარიონ ბიგვავა, ბარნაბა კონსტანტინეს ძე ბუკია, აქვსენტი გუთის ძე გურალია და ანდრია კონსტანტინეს ძე დგებუაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: გრიგოლ მანუჩარის ძე ანჩაბაძე, ნესტორ ბახვას ძე ალექსანდრია, ნიკო ალექსის ძე ბერიძე და პავლე სიკოს ძე ბესელია.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის თანახმად კრებაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ახალი წევრების მიღება, გასული 1914 წლის მოქმედების ანგარიში და მისი დამტკიცება, მომავალი 1915 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მიღება, თხოვნით მიმართვა მთავარი გამგეობისთვის მისთვის წესდების ძალით განსაზღვრული განყოფილების შემოსავლის 20%-ის განყოფილებაში დატოვების შესახებ, ქართული სკოლისათვის ადგილისა და შენობის შეძენა, განყოფილების გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის ორი ახალი წევრის არჩევა. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა განყოფილების ყოფილი წევრ-ხაზინადარი გიორგი ხერხეულიძე.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ლომოური.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა პოეტი აკაკი წერეთელი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის გახსნისთანავე კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა, ფეხზე ადგომით პატივი ეცათ განსვენებული აკაკი წერეთლის, მწერალ ნიკო ლომოურისა და გამგეობის ყოფილი წევრ-ხაზინადარის გიორგი ხერხეულიძის ხსოვნისათვის, რაც საზოგადოებამ პატივისცემით შეასრულა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელიც მეორედ იყო მოწვეული. საზოგადოების წესდების მე-17-ე მუხლის თანახმად კრება ჩაითვალა კანონიერად. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ხმის მქონე წევრები: ეკატერინე კედია, ბაგრატ უგულავა და ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ხმის მქონე წევრები: ლევან ჩიჩუა, პეტრე კედია და ილარიონ მიქელაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ხმის მქონე წევრები: მართა ჟორდანია, ლუბა დარასელია და ივანე ქავთარაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ხმის მქონე წევრები: აპოლინარია მაკალათია, ალექსანდრე გაბუნია, კალისტრატე კობახიძე და ესმა ფაღავა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ხმის მქონე წევრები: აპოლონ ჯიქია, მართა გოგოხია და თეოდოსია კობახიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ხმის მქონე წევრები: აქვსენტი ფაღავა, ივანე ჯაფარიძე, ზინაიდა ჟორდანია და ნინა გეგელია.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული განყოფილების საზოგადო კრების ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. კრების ოქმის თანახმად კრება გაიხსნა საღამოს 7 საათზე და საღამოს 10 საათზე დასრულდა. ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა პირველ სექტემბერს ჩატარებულა და შემდგარა სხდომის ოქმი N 18. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მიმართა თხოვნით, დაემტკიცებინა დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ უჩანეიშვილის ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ უკვე ეცნო და საჭირო დოკუმენტებიც გაეგზავნა სახალხო სკოლის დირექტორს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი დაინიშნა ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლად იმ წლის პირველი სექტემბრიდან.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ მ. წიფურიას არ მიუღია თანხმობა დირექტორისაგან ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე სამუშაოდ, ამიტომ განყოფილების გამგეობას მის ნაცვლად პირველი სექტემბრიდან მოუწვევია დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი. უჩანეიშვილს დაუმთავრებია ხონის საოსტატო სემინარია, ცოდნია მეგრული და გალობის სწავლება შესძლებია.