საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81839

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 მაისს საქართველოს მხედრობას სიტყვით მიმართა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში 3 შაურად იყიდებოდა მიხეილ ყიფიანისა და ვახტანგ თულაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „არითმეტიკა“.

1867

ტიპი: თანამდებობა

„დროების“ 1866 წლის ბოლო ნომერში დაიბეჭდა განცხადება „ცისკრის“ გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შემდეგი, 1867 წლიდან ცისკრის რედაქციის საქმიანობაში უმთავრესად ანტონ ფურცელაძე იქნებოდა ჩართული.

1867

ტიპი: ღონისძიება

„დროების“ 1866 წლის ბოლო ნომერში დაიბეჭდა განცხადება „ცისკრის“ გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შემდეგი, 1867 წლიდან „ცისკარი“ ბევრ ახალ და საინტერესო მწერალთან ითანამშრომლებდა. მათ შორის, დიმიტრი ყიფიანთან, რომელიც ჟურნალს შექსპირის პიესების თარგმანს დაპირდა.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა შესწორებები შეიტანა პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის დაკავშირებას. უნდა აეშენებინათ „რკინის გზა“, რომლის სავარაუდო ფასიც დაახლოებით 50 მილიონს შეადგენდა. მიხეილ რომანოვი მიიჩნევდა, რომ აქამდე გამოანგარიშებული ფასი უნდა შემცირებულიყო. გარდა ამისა, მისი აზრით, გზა თავიდან ფოთიდან თბილისამდე უნდა გაეყვანათ. „რკინის გზის“ პროექტში რომანოვის შეტანილი ცვლილებები 1864 წლის აგვისტოში დამტკიცდა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში იყიდებოდა იოანე ბატონიშვილის თხზულება „კალმასობა“. წიგნის ფასი იყო 2 მანეთი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალეთს დასავლეთ საქართველო, კერძოდ გურია, აჭარა და ქობულეთი ჰქონდა დაკავებული, ხოლო რუსეთს ქართლ-კახეთი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის „ახალგაზრდა გლეხის ნაამბობი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „უწყალო სენმან“.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 19 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში დაარსეს „ღარიბთა და ყრმათა მზრუნველობის საზოგადოება“, რომლის წევრებად აირჩიეს: გიორგი რომანის ძე ერისთავი, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი, ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, დავით ივანეს ძე ავალიშვილი, დავით გიორგის ძე ერისთავი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე და დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ინსპექტორმა მოროზოვმა წაიკითხა წერილი „ფილოქსერის“ შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ი. გ.-ს წერილი, რომელიც 2 აპრილს მიიღეს პეტერბურგიდან. ი. გ.-ს ცნობით იქ არსებობდა ქალთა საექიმო კურსები, რომლის გავლა მეტად საჭირო იყო ქართველი ქალებისათვის, რადგან საქართველოში მხოლოდ მამრობითი სქესის ექიმები საქმიანობდნენ, მათთან მისვლა კი ქალებისათვის სამარცხვინო იყო, ამიტომ ქალთა უმრავლესობა ადრეულ ასაკში ექიმთან მიუსვლელობის გამო იღუპებოდა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში ანა გიორგის ასული მამუკაშვილი გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 4 მაისს ყარსთან რუსეთის ჯარი დაუპირისპირდა ოსმალთა ჯარს, რის შედეგად დაიჭრა ილია ჩოლაყაშვილი.

1874

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოსმალთა ბატონობის მიუხედავად 1874 წლისათვის სოფელ ფარხალოს მოსახლეობას თავისი მღვდელი, გვარად ღებრაძე ჰყავდა, რომელიც აღასრულებდა მამა-პაპურ სარწმუნოებას.

1873

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა შვეიცარიელი მოგზაურის დიბუა დე მონპერეს ჩანაწერები საქართველოს შესახებ, რომელმაც 1873 წელს იმოგზაურა საქართველოში, კერძოდ, მოინახულა ბათუმის მაზრა, კინტრიშისა და აჭარის ხეობები და აღწერა იქ არსებული მდგომარეობა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალების მმართველობის დროს საქართველოში გაანადგურეს საეპისკოპოსო ადგილები და მონასტრები, მათი ქონება და ავეჯი კი მიისაკუთრეს. ისინი ეკლესიების მაგიერ აშენებდნენ მეჩეთებს და ძალით ცდილობდნენ მაჰმადიანობის გავრცელებას.

1877

ტიპი: სტატუსი

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ზაქარია აბელის ძე ანდრონიკაშვილი თავადი იყო.

1877

ტიპი: სტატუსი

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვი თავადი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „დაუდგრომელის მწყემსისა და კეთილის მწყემსისათვის“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „ისმინეთ მსმენნო“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ხოვლეს სკოლის არსებობის შესანარჩუნებლად დიდი წვლილი შეიტანეს: ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვმა, გიგო იოსების ძე ჯავახოვმა, დავით ქაიხოსროს ძე ჯავახოვმა და ხოლო ჯალალმა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში იყიდებოდა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე-სიცრუისა“. კრებულის ფასი იყო 10 შაური.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს აღდგომის შემდგომ პერიოდში თბილისის სამოქალაქო თეატრში სომხურ ენაზე ექვსი წარმოდგენა დაიდგა. მსურველებს ბილეთები უ. პეროვსკისგან უნდა შეეძინათ. იყიდებოდა სამი სახის ბილეთი: ლოჟის, სავარძლის და სკამის.