საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81839

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გარდაიცვალა ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ხელოვანთა კავშირის შუამდგომლობა ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილის პანთეონში დაკრძალვის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ძველი ავეჯისა და ნივთების გაყიდვის შესახებ. საწყობის გამგის მოხსენების თანახმად, ძველი ნივთები შეფასებული იყო 3 200 000 მანეთად. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი თუ რა საშუალება უნდა გამოენახათ ვალებისა და სავალდებულო ხარჯების გასასტუმრებლად. მიმდინარე ხარჯების დასაფარად საჭირო იყო 113 მილიონი მანეთი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ძველი ავეჯი და ნივთები საჯარო ვაჭრობით გაეყიდათ. დადგენილებას ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ილია ჭავჭავაძის სახლის ზედამხედველობა ჩაებარებინათ ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანაძისთვის. ასევე, მას წარედგინა სახლის ექსპლუატაციისა და შეკეთების პროექტი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს ივანე გიორგის ძე ავალიშვილის მოხსენება ილია ჭავჭავაძის სახლის მოვლა–პატრონობის შესახებ. მისი აზრით, სახლს შეკეთება სჭირდებოდა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და იოსებ ზაქარიას ძე გიროგობიანი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახალხო მეურნეობის სტამბის თხოვნა, რომ მიეცათ სტამბაში დაბეჭდილი „დედა ენის“ I ნაწილი 66 ცალი სხვადასხვა დაწესებულებებში დასარიგებლად, ხოლო 11 ცალი – მომუშავეებისთვის მისაცემად. სტამბას თხოვნა დაუკმაყოფილეს. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად ერთდროული დახმარების შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ განეახლებინათ შუამდგომლობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წინაშე სახალხო კომისარიატისაგან ნისიად წაღებული წიგნების საფასურის გადახდის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ მთავრობას არ შეუწყნარებია მათი შუამდგომლობა ნისიად წაღებული წიგნების საფასურის გადახდის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ საზოგადოება ძალიან რთულ, გაუსაძლის მდგომარეობაში იყო. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს წიგნების მკინძავის ვასილი ყიფიანის თხოვნა მიეცათ ის თანხა, რაც ერგებოდა ერთი ფუთი სახვევი ქაღალდის ანგარიშით. მას თხოვნა დაუკმაყოფილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილის თხოვნა, რომ უფლება მიეცათ წიგნსაცავიდან დროებით ესარგებლა ხელნაწერებით კარაბადინის 3467 და 14 ნომრებით. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი–მღვიმელის თხოვნა, რომ ჰონორარის სახით მიეცათ თავისი საყმაწვილო წიგნები იმდენი, რამდენის შესაძლებლობაც იყო. სხდომის წევრებმა გადაწყვიტეს რვა წიგნი მიეცათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ პრეზიდიუმი 21 მაისს, ოპერის თეატრში დასწრებოდა ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს და იუბილარისთვის მიერთმია საზოგადოების რჩეული გამოცემები.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს მიმართვა, რომ 21 მაისს, ოპერის თეატრში მართავდნენ ცნობილი მწიგნობრის ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს თხოვნა, რომ პრეზიდიუმის შემადგენლობით დასწრებოდნენ 21 მაისს ოპერის თეატრში ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.