საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81839

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების ოქმის თანახმად კრება დღის პირველ საათზე გაიხსნა და სამ საათზე დასრულდა. კრების ოქმის ასლს ხელს აწერს განყოფილების გამგეობის მდივანი ივანე იულონის ძე ოსიძე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის ასლი დედანთან შეადარა და მისი სისწორე დაამტკიცა განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტის ასლი განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ გაუგზავნა მთავარ გამგეობას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის ასლი დედანთან შეადარა და მისი სისწორე დაამტკიცა განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს ზუგდიდის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ბესარიონის ძე გაბუნია, აპოლონ გაბრიელის ძე ჯიქია და ივანე იოსების ძე ქავთარაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტის ასლი განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ გაუგზავნა მთავარ გამგეობას.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების სრული ანგარიში, 1914 წელს ჩატარებული ორი საზოგადო კრების ოქმი და განყოფილების წევრთა სია. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს გამგეობას ჰყავდა 148 წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წლის განმავლობაში ჩატარდა განყოფილების ყველა წევრის ორი საზოგადო კრება, საგანგებო და წლიური. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს გამგეობაში გაირჩა 43 საქმე. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს გამგეობას ჰქონდა 17 სხდომა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1912 წელს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ეკატერინე მალხაზის ასული კედია, მარიამ ივანეს ასული ჟორდანია, მიხეილ პეტრეს ძე პატარაია და ილარიონ ვატას ძე მიქელაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მისი ამხანაგი – კლიმენტი დავითის ძე ლორთქიფანიძე, მდივანი – ივანე იულონის ძე ოსიძე, ხაზინადარი – ბაგრატ კონსტანტინეს ძე უგულავა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს ბიბლიოთეკების შესანახად განყოფილებამ დახარჯა 26 მან. 35 კაპ., ხოლო სხვადასხვა ხარჯი შეადგენდა 39 მანეთსა და 57 კაპიკს. სულ 1914 წელს დაიხარჯა 65 მან. 92 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით წინა წლის ნაშთი შეადგენდა 583 მანეთს, შენახული თანხა – 13 მანეთსა და 82 კაპიკს, საწევროს სახით შემოვიდა 321 მან., საღამოებიდან, წარმოდგენებიდან და სეირნობიდან – 709 მან. 50 კაპ., სხვადასხვა წყაროდან – 54 მან. 50 კაპ. სულ 1914 წელს განყოფილების სალაროში შემოვიდა 168 მან. 82 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1913 წლის იანვრისთვის განყოფილებაში სულ იყო 102 წევრი. 1914 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა 57 წევრი, ხოლო გამოაკლდა განყოფილებას 11 წევრი. ამრიგად, 1915 წლის პირველი იანვრისთვის განყოფილებაში სულ იყო 148 წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიაში“ ქართულ ენას არ ასწავლიდნენ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა წევრების სრულად არჩევიდან სამი წლის შემდეგ სამი მესამედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ ამცნო, რომ განყოფილების გამგეობის დადგენილებით დაბა ზუგდიდში დასაწყისი სკოლის გახსნა იმ წლის იანვრისთვის გადაიდო იმდროინდელი არეული მდგომარეობის გათვალისწინებით. კრებამ გამგეობას დაავალა, თვალი მიედევნებინა იმისთვის, რომ დირექციის მიერ გამოგზავნილ ნებართვას ვადა არ გასვლოდა და რომ განყოფილებას არ დაეკარგა მთავარი გამგეობის დაპირებული მასწავლებლის ჯამაგირი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ ამცნო, რომ დაბა ზუგდიდში გასახსნელი სკოლის მასწავლებლისთვის ჯამაგირს, 1900 მანეთს წელიწადში, საზოგადოების მთავარი გამგეობა გადაიხდიდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ შეატყობინა, რომ განყოფილებას აგვისტოს ოცი რიცხვისთვის მიუღია მთავრობისგან დაბა ზუგდიდში დასაწყისი სკოლის გახსნის ნებართვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ მოახსენა დაბა ზუგდიდში სკოლის გახსნასთან დაკავშირებულ ვითარებაზე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განსახილველ საკითხებზე სამსჯელოდ მიწვეულ იქნა პელაგია ლორთქიფანიძე.