რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩიეს: იონა ბედია, გაბრიელ ჯიქია და მიხეილ ჟორდანია.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩიეს: პახვალა ლიფონავა, ვლადიმერ თავბერიძე, გრიგოლ კედია და სანდრო თოფურიძე.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიის“ დირექტორის განცხადებით სასწავლებელში მხოლოდ 13 ქართველი ბავშვი სწავლობდა, ხოლო ბავშვები, რომლებიც წარმოშობით საქართველოს სხვა კუთხიდან იყვნენ ქართველებად არ მოიხსენიებოდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომლის მიზანი ღარიბი მოსახლეობისთვის სათანადო განათლების მიცება იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 12 ივნისს დიდოელები თავს დაესხნენ სიკო ჯორჯაძის ჯარს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 ივნისს ციხისძირთან ქართველ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ ოსმალები. ბრძოლის დროს დაჭრეს ივანე ტერიაშვილი, მელიქოვი, პოპოვი, ულიანოვი, ჩხეიძე, აბულაძე და სხვები.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ოქტომბერს თელავში პარაკლისი გადაიხადეს მუხთარ-ფაშაზე გამარჯვების აღსანიშნავად. პარაკლისს ესწრებოდნენ თელავის მაზრის თანაშემწე დროზდოვი, დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე და ადგილობრივი ჯარის უფროსი მაჭავარიანი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 1918 წლის 8 დეკემბერს სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილის გამოსვენება გაიმართებოდა ბინიდან (პუშკინის ქ. N 27), წირვა და პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში, დაკრძალავდნენ წმინდა ნინოს სასაფლაოზე.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 30 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ იმ წლის 8 აგვისტოს პოდპორუჩიკი თუმანოვი პორუჩიკად დააწინაურეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მედიცინის დოქტორი, თბილისის კადეტთა კორპუსის უფროსი ექიმი მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი იღებდა ბავშვებს, შინაგან და ქირურგიულ ავადმყოფებს დილის 8-9 და საღამოს 5-7 საათებში, ტელ. 17-21.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ თამარ და ელენე ნიორაძეები, ნინო (ცოუტია), ლევან და ნადია ერქომაიშვილები, ქრისტინე მიხეილის ასული და მარიამ ხაბის ასული ცომაიები ნათესავებს აუწყებენ სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილის გარდაცვალებას.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, 28 დეკემბერს საზოგადოების მიერ შეცვლილი წესდების პროექტის მოსმენისას დამსწრე წევრებს სთხოვეს აზრი გამოეთქვათ ამა თუ იმ მუხლის შესახებ, მოსმენას სარევიზიო კომისის წევრებიც დაესწრნენ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სლოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე და ერთ–ერთი წევრი ხელს აწერდნენ: ვექილობის, ხელშეკრულების, ნასყიდობის და ყველანაირი პირობის ქაღალდებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვლის თარიღით პლატონ დავითის ძე ხიზანიშვილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ათონის მთიდან დაბრუნდა ქართველი ბერი, ბენედიქტე, რომელმაც თან ჩამოიტანა ეტრატზე ნაწერი წიგნი, ოთხი სახარების შესახებ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მთავარგამგეობას თათბირზე უთხრა, რომ გააგრძელებდნენ საქმიანობას ჩვეულებისამებრ, მაგრამ კომისარიატთან თანამშრომლობით.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, საზოგადოების შეცვლილი წესდების პროექტი მოისმინეს 28 დეკემბერს და შეიტანეს მცირე შესწორება. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სლოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, დუშეთის ჩიხის რწმუნებული იყო ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დუშეთის ჩიხის მცხოვრებთა რწმუნებულის, ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, დუშეთის ჩიხის მცხოვრებთათვის იჯარით მიეცათ დასამუშავებელი ფიქრის გორა, გასარკვევად გიორგი პაატას ძე მაჭავარიანისთვის გადაეცათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუშეთის ჩიხის მცხოვრებთა რწმუნებულის ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, დუშეთის ჩიხის მცხოვრებთათვის, 23 კაცისთვის, იჯარის სახით მიეცათ დასამუშავებელი ფიქრის გორა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ივანე მიხეილის ძე გომელაურისთვის წიგნების მომავალში გამოცემისთვის ავანსად მიეცათ ნახევარი მილიონი მანეთი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე მიხეილის ძე გომელაურის თხოვნა გამოცემული წიგნების ჰონორარის მიცემის შესახებ.