საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81839

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის მოქალაქეთა საქმისმწარმოებლად ნამყოფმა ჭილიაევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა შუამდგომლობა მოქალაქეთა მოურავ ედიგარ ედიგაროვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ცენტრალური ბიბლიოთეკის მფლობელ შაპოვალოვას ბიბლიოთეკაში იყო 8000 ტომი რუსული და 1300 ფრანგული წიგნი.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ცენტრალური ბიბლიოთეკის მფლობელი შაპოვალოვა თავის ბიბლიოთეკას 2500 მანეთად აფასებდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამთო ინჟინერმა გიორგი დეკანოზიშვილმა ქალაქის გამგეობაში შეატანა განცხადება, ქალაქის ინჟინრის, ტ. ა. ენფიაჯიანცის ადგილს ითხოვდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის საოლქო სასამართლომ დაასრულა კავკასიის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორის, გრუშევსკისა და ივანე ხაჩატუროვის საქმე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორი გრუშევსკი ივანე ხაჩატუროვს ცილისწამებისთვის უჩიოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მელიქ ბახტამიანცს თბილისის გამგეობამ ადგილის არქონის გამო უარი უთხრა ერევნის მოედანზე სარძევე პავილიონის დადგმაზე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ფოთის საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქალაქის სანიტარული მდგომარეობა. მოხსენებით გამოვიდა სანიტარულ-აღმასრულებელი კომისიის წევრი, ხმოსანი კონსტანტინე მიქაბერიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ფოთის საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქალაქის სასწავლებლის ქვის შენობის გეგმა და ხარჯთაღრიცხვა, შედგენილი ქალაქის ინჟინრის, მ. ა. არციმოვიჩის მიერ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მელიქ ბახტამიანცმა ქალაქის გამგეობას სთხოვა, ნებართვა მიეცათ ერევნის მოედანზე სარძევე პავილიონის დადგმისა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის გამგეობის წევრ ხოსროევს მომდევნო წლის დეკემბერში უთავდებოდა სამსახურებრივი ვადა, ამიტომ გამგეობამ დასვა საკითხი, ხოსროევის მაგივრად გამგეობის ახალი წევრის არჩევნები მომავალი წლისთვის გადადებულიყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ექიმმა ლუნკევიჩმა ქალაქის გამგეობას თხოვნით მიმართა, კლაკოვისა და შტაკმანისათვის 450 მანეთი მიეცათ ნატახტრის წყაროების გამოსაკვლევად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ხმოსანმა ა. ს. ბაბოვმა ქალაქის სასწავლებელთა გამგე კომისიას წარუდგინა იმ შენობის პროექტი, რომელშიც უნდა განთავსებულიყო საიუბილეო დღესასწაულების სახსოვრად დაარსებული ქალაქის ორი პირველდაწყებითი სკოლა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს პირველი სავაჟო გიმნაზიის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, დირექტორ ლევ მარკოვისათვის სახსოვრად ხატი გადაეცათ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს იოსებ ვასილის ძე ჯიჯიეიშვილი ფოთის მოქალაქეთა მოურავად დაამტკიცეს .

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექსანდრე ქალანთარმა თბილისის სათესლე ხორბლის ბიუროს დასაარსებლად 200 მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის ქალაქისთავის მოადგილემ თბილისის გუბერნატორს დასამტკიცებლად წარუდგინა ახლად არჩეული გამგეობის მეოთხე წევრი ტ. ა. ენფიაჯიანცი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის ქალაქისთავის მოადგილემ სახალხო სკოლების დირექციას დასამტკიცებლად წარუდგინა ავლაბრის მეორე საქალაქო სკოლის გამგედ არჩეული სედოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე აბრამ აკოფოვს გატანილი ჰქონდა საგალანტერიო საქონელი, ყუთები, პორტმონები და საკანცელარიო ნივთები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე მ. ა. საფაროვისამ ყვავილებისა და თაიგულების დიდი კოლექცია წარადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე ა. ნ. აკოფოვისას გატანილი ჰქონდა ლეკური, ოსური და იმერული შალების ნიმუშები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. ლისინოვმა წარადგინა კაბები და თავშლები.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გადაწყდა თბილისის კადეტთა კორპუსის ქალაქის განაპირას გადატანა. ამისთვის შეარჩიეს გერმანელ კოლონისტთა მამული. კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბს-კაპიტანი ბელიავსკი თბილისის თვითმმართველობას სთხოვდა, ქალაქს კოლონისტებისთვის სამაგიერო მიწა მიეცა სახაზინო ადგილებიდან.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ჯიბრაილ იბრაჰიმ-ოღლიმ (თბილისიდან) წარადგინა ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. მიულმანს გატანილი ჰქონდა საოპტიკო, სამექანიკო, გეოდეზისა და ელექტრონის იარაღები.