საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81919

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ნახევარ–მილიონი მანეთი მიეცათ ბუღალტრისთვის და გადამწერისთვის, თითოეულისთვის ცალ–ცალკე. სულ – 3 მილიონი. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ნახევარ–მილიონი მანეთი მიეცათ ბუღალტრისთვის და გადამწერისთვის, თითოეულისთვის ცალ–ცალკე. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ უარი ეთქვათ დიმიტრი უზნაძისთვის ჰონორარის ასაღებად მოწმობის მიცემის თაობაზე, რადგან წიგნის ავტორებისთვის ჰონორარი მაშინ უნდა მიეცათ, როცა თავად საზოგადოება მიიღებდა განათლების კომისარიატის მიერ წაღებულ წიგნების საფასურს. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, ივანე გიორგის ძე ავალიშვილი და სამსონ დავითის ძე ბახტაძე.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ სპეციალურ კომისიას საზოგადოების წიგნის მაღაზიის ძველი ბინიდან ახალში გადაეტანა ნივთები, ჭაღი, ელმავთულები და საანგარიშო. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის ძველი ბინიდან ახალ ბინაში გადატანის საკითხი ჩაებარებინათ სპეციალურ კომისიისთვის, რომლის წევრიც მაღაზიის გამგის გარდა გამგეობის წევრი იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანიც იქნებოდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ სააქციონერო კომპანიის „ინდუსტრიის“ წარმომადგენლები იღებდნენ საზოგადოების წიგნის მაღაზიის სხვა ბინაში გადატანის ხარჯებს. გადახდილი ჰქონდათ 5 მილიონი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ანა ილიას ასული სოლოღაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის შეეძინათ სიმინდი და პური მათი გასამრჯელოთი. დადგენილებას ხელი მოაწერეს: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და პავლე დავითის ძე საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურე პირების თხოვნა, რომ მათი კუთვნილი გასამრჯელოთი შეეძინათ სურსათი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და პავლე დავითის ძე საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების იურიდიული კონსულისთვის კირილე იესეს ძე ნინიძისთვის მიენდოთ დიმიტრი ჩოლოყაშვილის მიერ ნაანდერძევი ქონების განაღდება და სათანადო დაწესებულებების, ორგანოების წინაშე შუამდგომლობის აღძვრა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი დიმიტრი ჩოლოყაშვილის ანდერძის შესახებ. ანდერძი არ იყო დამტკიცებული. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნიკოლოზ სპირიდონის ჩიგოგიძემ, ანა ილიას ასული სოლოღაშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და პავლე დავითის ძე საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ანა ილიას ასული სოლოღაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და პავლე დავითის ძე საყვარელიძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 17 იანვარს გამართული ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი მოსამსახურე პირებისთვის პურის ფულის მიცემის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოება „ინდუსტრიისთვის“ დაეთმოთ წიგნის მაღაზიის ფართი და მაღაზია გადაეტანათ სხვა ბინაში. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების განყოფილების ლიკვიდაციის დროს ყველა მევალის დაკმაყოფილების შემდეგ მისი მთელი ქონება გადადიოდა იმ დაწესებულების ხელში, რომელსაც ბოლო კრება დაასახელებდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ პავლე დავითის ძე საყვარელიძისთვის გადაეცათ ერთი ცალი „ვეფხისტყაოსანი“ 100 000 მანეთად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გარეშე საქმეების კომისარიატი სთხოვდა გამგეობას წიგნის მაღაზიის ფართი დაეთმოთ ახალი საზოგადოებისთვის – „ინდუსტრიისთვის“.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გამგეობის წევრები იყვნენ: იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ანა ილიას ასული სოლოღაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ანა ილიას ასული სოლოღაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 10 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.