საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87926

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 10 მაისს მოსკოვში მიხეილ პავლეს ძე საბინინი გარდაიცვალა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 10 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატის მე-2 სამოქალაქო დეპარტამენტმა განიხილა ი. ზ. ბარათაშვილისა და თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმე და განაჩენის გამოცხადება იმ საქმის გამო 24 მაისისათვის გადადო. ი. ბარათაშვილი ითხოვდა, რომ იგი დირექტორად მიეწვიათ და აპროტესტებდა მის ნაცვლად სხვა კანდიდატურის წამოყენებას ამ თანამდებობაზე. ოლქის სასამართლომ ეს დავა საფუძვლიანად სცნო და მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 12 მაისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის გზათა ოლქის თერგის განყოფილების მე-5 დისტანციის უფროსის თანამდებობის აღმასრულებელ იოსებ ანდრონიკაშვილს წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი მიენიჭა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 14 მაისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა თბილისში სახალხო თეატრის ასაშენებლად ხელმოწერით ფულის შეგროვება, შემოწირულებაზე პასუხისმგებელი იყო სახალხო კითხვათა კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუდადოვი.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლის 15 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ილია ჭავჭავაძე 2 კვირის განმავლობაში ავად იყო. ექიმებმა მას მუშაობა აუკრძალეს და რამდენიმე თვით სოფლად წასვლა და დასვენება ურჩიეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 15 მაისის „ცნობის ფურცელი“ იუწყება: თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულომ მიიღო ოფიციალური ცნობა, რომ მთავრობამ დავით მელიქიშვილი გუბერნიის მარშლად არ დაამტკიცა ფორმალური მოთხოვნილების დარღვევის გამო. განმეორებითი არჩევნებისთვის საგანგებო კრებას მოიწვევდნენ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 მაისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იმერეთის თავად-აზნაურთა კრებაზე გიორგი ღოღობერიძემ წაიკითხა წინადადება იმის შესახებ, რომ აღძრულიყო შუამდგომლობა და აზნაურად მხოლოდ ის პირები დამტკიცებულიყვნენ, რომლებიც 1850-ში არ დაამტკიცეს, რადგან ქონებრივად თავადებზე იყვნენ დამოკიდებულნი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 მაისს, 18:00 საათზე, სპარსეთის შაჰის პატივსაცემად სასახლის დარბაზში გაიმართა სადღესასწაულო სადილი, რომელზეც კავკასიის მთავარმართებელმა ალექსანდრე ფრეზემ 120 სტუმარი მიიწვია.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 17 მაისს სპარსეთის შაჰმა დაათვალიერა თბილისის ბოტანიკური ბაღი, შემდეგ საღამოს ნავთუღი ნახა, სადაც ნიჟეგოროდის პოლკის ვარჯიში იხილა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 18 მაისს, დილის 6 საათზე, ირანის შაჰის თბილისიდან წასვლის დღეს, სასახლეში მოგროვდნენ წარჩინებული პირები. შაჰი გააცილეს მთავარმართებლის თანაშემწე ა. ა. ფრეზემ და თბილისის გუბერნატორმა ივანე სვეჩინმა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 18 მაისს გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ილია ჭავჭავაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ უკეთესად იყო და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 19 მაისს ფოთში იმყოფებოდნენ გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი და კონსტანტინე ოლდენბურგი. მეორე დღეს მათ ქალაქისთავის, ნიკო ნიკოლაძის თანხლებით დაათვალიერეს ნავსადგური, სადაც ნავსადგურის სივრცის გაზრდის სამუშაოები მიმდინარეობდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 მაისს გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი ფოთში იმყოფებოდა, შემდეგ ნავსადგურის დასათვალიერებლად სამტრედიაში გაემგზავრა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 მაისის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ ოდესის უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ პეტრიაშვილმა 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ უნივერსიტეტის დატოვება გადაწყვიტა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 23 მაისის „ცნობის ფურცელიდან“ ვგებულობთ, რომ რუსეთის გზათა უფროს ინსპექტორს ა. ნ. გორჩაკოვს შუამდგომლობა აღუძრავს გზათა მინისტრის წინაშე იმის შესახებ, რომ უნდა გაუმჯობესებულიყო მუშების მოგზაურობის პირობები რკინიგზით. შუამდგომლობა განსახილველად გადაეცა საგანგებო კომიტეტს.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 24 მაისის „ცნობის ფურცელი" საბჭოს მიერ ქალაქის თავის მოადგილედ ალექსანდრე არღუთინსკი-დოლგორუკოვი არჩევისა და დამტკიცების შესახებ თბილისის გუბერნატორის ქალაქის თავისადმი გაგზავნილ ცნობას აქვეყნებს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 მაისს, დილის 10 საათზე, სარევიზიო კომისიის წევრი იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილი დაბარებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში წინა წლის ანგარიშის შესამოწმებლად.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 მაისს ნიკოლოზ გოგიტიძემ და იოსებ მგალობლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მოხსენება საზოგადოების 1899 წლის ანგარიშის შემოწმების შესახებ.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წლის 25 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძემ და იოსებ პაატას ძე მგალობლიშვილმა სარევიზიო კომისიის წევრობისგან განთავისუფლება სთხოვეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 24 მაისს მთავარმართებლის თანაშემწე გენერალი ფრეზე, ინჟინრები ნოვომეისკი და ბელიავსკი თერგის ოლქში გაემგზავრნენ წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძემ ანტონ ფურცელაძე საგურამოში დაპატიჟა და არტურ ლაისტისა და სხვა სტუმრების აყვანაც სთხოვა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 27 მაისს ხელმწიფე იმპერატორს წარუდგა კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 28-29 მაისს მუშტაიდის ბაღში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სახალხო სეირნობა და საქველმოქმედო ბაზრობა უნდა გამართულიყო. ბაზრობაზე გასაყიდი ნივთები მსურველებს ოლღა გურამიშვილისთვის უნდა გაეგზავნათ.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის მაისში ფოთის ქალაქის თვითმმართველობის მდივანმა ვ. ა. დემიდოვმა სხვა სახელმწიფო სამსახურში გადასვლის გამო დატოვა თანამდებობა.