რეგისტრირებული ფაქტები86940
სორტირება თარიღი მზარდობით
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის მარტში შვებულებაში დროებით გასული მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ნაცვლად კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობაზე დაინიშნა კავალერიის გენერალი ნიკოლოზ ანდრიას ძე რეადი.
1854
ტიპი: გარდაცვალება
1854 წლის 10 მარტს სოფ. ბზვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოვანე სიმონის (ბერის) ძე ტყეშელაშვილი გარდაიცვალა.
1854
ტიპი: გარდაცვალება
1854 წლის 24 მარტს ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი პეტრე გიორგის ძე ბოჭორიშვილი გარდაიცვალა.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის მაისში პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი თავისი რაზმით გამაგრებული იყო გურიაში, ნიგოითის მაღლობზე.
1854
ტიპი: გარდაცვალება
1854 წლის 27 მაისს გურიაში რუსთა ჯართან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა ქობულეთის ჰასან-ფაშა.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის 27 მაისს პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი, რომელიც თავისი რაზმით გამაგრებული იყო ნიგოითის მაღლობზე, თურქებს შეებრძოლა და გააქცია ისინი.
1854
ტიპი: გარდაცვალება
1854 წლის 3 ივნისს კონდოლთან ლეკებთან შეტაკების დროს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმა კონსტანტინე.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის 4 ივნისს გურიის რაზმმა გენერალ-ადიუტანტ ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვის მეთაურობით ჩოლოქს გაღმა დაამარცხა სელიმ-ფაშას ოცდათოთხმეტ ათასიანი ჯარი.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 4 ივნისს თურქებთან ბრძოლაში გურიის რაზმის მეთაური იყო გენერალ-ადიუტანტი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვი.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის 19 ივლისს გენერალ-ლეიტენანტმა კარლ კარლის ძე ვრანგელმა ბაიაზეთი აიღო.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვალი და ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობებიდან ავადმყოფობის გამო.
1854
ტიპი: ღონისძიება
1854 წლის 24 ივლისს გენერალ-ლეიტენანტმა ვასილ იოსების ძე ბებუთოვმა დაბა ქურუქდარის მახლობლად დაამარცხა თურქთა ყარსის კორპუსი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზარიფ მუსტაფა-ფაშა.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 20 აგვისტოს, ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობის დროს, ნიკოლოზ ნიჟარაძე არქიმანდრიტად აკურთხეს.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლისა და ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობებიდან გადამდგარ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვს შეუნარჩუნდა გენერალ-ადიუტანტის წოდება და სახელმწიფო საბჭოს წევრობა.
1854
ტიპი: გარდაცვალება
1854 წლის 10 ნოემბერს ბოსტანას მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი სიმონ ბეჟანის ძე პაპუაშვილი გარდაიცვალა.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854 წლის 29 ნოემბერს გენერალ-ადიუტანტი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვი დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლად და კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლად.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855 წელს მარკოზ მათეს ძე წიქარიძე (წიქორიძე) შუბანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-56 წლებში სვიმონ დავითის ძე ვარდოსანიძე სოფ. ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-58 წლებში ვასილ გრიგოლის ძე ლოსაბერიძე სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855 წელს ვასილ ექვთიმეს ძე თავაძე ბაღდათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

