საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87909

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე მღვდელ ლაზარე ტურაშვილისთვის საზოგადოებაზე ზრუნვას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის მხოლოდ იმ საქმეში იყო თავგამოდებული სადაც პირად სარგებელს ხედავდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარეს მღვდელ ლაზარე ტურაშვილს მმართველობაში მისი ძმა თომა ტურაშვილი ეხმარებოდა, თუმცა მათმა ერთობლივმა მმართველობამ ვერაფერი სიკეთე ვერ მოუტანა თელავის საზოგადოებასა და სასულიერო სასწავლებელს.

1918

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „კლდის“ ცნობით, 1918 წლის 12 ოქტომბერს კონსერვატორიის დარბაზში გიორგი მამრაძე წაიკითხავდა ლექციას „ქართლის ბედის უკუღმართობა და საქართველოს ტრაგიზმი“. მოხსენების შემდეგ უნდა გამართულიყო მსჯელობა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ოქტომბერს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან ვიზიტად მყოფმა ოსმალეთის ელჩმა აბდულ ქერიმ ფაშამ აღნიშნა, რომ ოსმალეთის პრესა და პოლიტიკური წრეები საქართველოსთან მეგობრული განწყობის დამყარებას ემსახურებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული პრესა, საქართველოს პოლიტიკური წრეები და ეროვნული საბჭოს ღირსეული თავმჯდომარე ოსმალეთთან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის განმტკიცებას ხელს შეუწყობენ.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ იმ წლის 3 იანვარს გამართულ ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის აქციონერობის მსურველთა კრებაზე კომპანიის მთავარ მეურვედ აურჩევიათ სამოქალაქო მრჩეველი ზავილეისკი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 6 დეკემბრის დილას, რუსეთის იმპერატორის სახელობის დღეს, თბილისში საქართველოს მთავარმართებელ გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენთან ამ დღის აღსანიშნად შეიკრიბნენ სამოქალაქო გუბერნატორი სტრეკალოვი, გენერალიტეტი, თბილისში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკები, სხვადასხვა ოლქებიდან ჩამოსული აღმოსავლელი ხალხი და მძევლები (ამანათები) კავკასიის მთიანეთიდან.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 15 აგვისტოს ახალციხის სამი ეკლესიის კურთხევის ცერემონიაზე ბერძნულ-ქართული ეკლესიის მღვდლები, რომელთაც ახალი ანაფორები ემოსათ, ხატებითა და ჯვრებით გამოსულან. ჯვარ-ხატები და საეკლესიო ინვენტარი საქველმოქმედო შემოწირულობებისგან შეგროვებული თანხით შეუძენია და ახალციხეში გადმოუგზავნია მოსკოველ ვაჭარ ივანე ვასილის ძე ჩეტვერიკოვს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი იყო თავადი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით 1878 წელს გამოუშვებდნენ ახალ გაზეთს „სასოფლო გაზეთი“, რომლის რედაქტორი და გამომცემელი პეტრე უმიკაშვილი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ გიორგის ძე კარბელოვის მიერ აღწერილი გორის მაზრის სოფელ ჭალის ღვთისმშობლის მიძინების „გულანზედ“ წარწერანი.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 2 დეკემბერს კალენიკე გოგიბერიძემ საბრალდებო ოქმის წაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ იგი დამნაშავე არაა პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობასა და როტმისტრ სოხაძის მოკვლის განზრახვაში. მან განმარტა, რომ ჭიჭიკო რუხაძეს იარაღის ტარების ნებართვა სთხოვა, ამის გამო სოხაძემ და გაჩეჩილაძემ მოინდომეს მისი მოკვლა და მან თავდაცვის გამო გაისროლა, შედეგად დაიღუპა გაჩეჩილაძე და დაიჭრა სოხაძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) იუწყება, რომ სიღნაღიდან მიიღეს ინფორმაცია, მაზრის მმართველი როგორ ცდილობდა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და მოსახლეობისთვის ახსნას, რომ მათი ხმა საჭირო და აუცილებელი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ კანონის შემოღება ურმის ბეგარის თაობაზე ბევრი ჭირისა და განსაცდელისგან იხსნიდა გლეხებს, რადგან ეს ბეგარა მხოლოდ მამასახლისების ჯიბეებს ავსებდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა თავისუფალი მამულების იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა გლეხებს, რასაც ორმაგი ზარალი მოჰქონდა ქვეყნისთვის. მამულებს ხელში მოხერხებული მოვაჭრენი იგდებდნენ და დროულად არ იხდიდნენ მამულის იჯარას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს გომარეთის სკოლის საქმეზე გაგზავნილ ექვთიმე თაყაიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საგზაოდ 65 მანეთი გადასცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს გაიმართა სასამართლო ივანე ჯაფარიძის თავმჯდომარეობით, სილიბისტრო ჯიბლაძისა და კამისიოვის მონაწილეობით, რომელმაც დაიწყო პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობაში ბრალდებული კალენიკე გოგიბერიძის საქმის განხილვა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის ივლისში პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობის გამო პასუხისგებაში მისცეს თბილისის საბჭოს ხმოსანი კალენიკე გოგიბერიძე.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მიხედვით, ბ. გოგიჩაიშვილი ჭიჭიკო რუხაძის გერი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გენერალ-მაიორს, განჯის გუბერნატორ ნიკოლოზ ჭავჭავაძეს დიდი წვლილი მიუძღოდა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში, ასევე „ივერიის“ რედაქციაში, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში, გორში ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა აკაკი წერეთლის „გოგია მეჩონგურე“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ნინა სოლომონის ასულმა ანდრონიკაშვილმა, ელენე ლუარსაბის ასულმა ანდრონიკაშვილმა, დავით კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილმა, ბაბო კონსტანტინეს ასულმა ჩოლოყაშვილმა და სოლომონ ასლანოვმა ითხოვეს, ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილმა, ანა ბესარიონის ასულმა მუსხელიშვილმა და ელენე ქრისტეფორეს ასულმა მუსხელიშვილმა ითხოვეს, რომ ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის განცხადება, რომ მზად იყო გამხადრიყო იმ საზოგადოების წევრი, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, რომლის მიზანი ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისთვის რიგიან სწავლასა და განათლების მიღებაში დახმარება იყო.

1877

ტიპი: სტატუსი

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე გენერალ-მაიორი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ.-ს სტატია, რომ მენახშირეებმა გლდანის ზემოდან მდებარე ტყეები სულ გაჩეხეს და თუ ადრე იქ მშვენიერი დაბურული ტყე იყო ახლა მხოლოდ მოტიტვლებული მთებიღა ჩანდა.