რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი მზარდობით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს კაზიმირ ცხომელიძის მონაწილეობით ქართულად პირველად დადგეს ოპერა „სევილიელი დალაქი“.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს მარ. დ. ჭანკვეტაძემ საქარაში პირველი ქართული საქველმოქმედო საღამო გამართა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს პარიზში სასწავლებლად გამგზავრებული თედო სახოკია პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენას ესტუმრა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სოხუმიდან თბილისში ჩასულმა თედო სახოკიამ „ცნობის ფურცლისა“ და „მოამბის“ რედაქციებს უცხოეთიდან თანამშრომლობა თვეში სამი თუმნის სანაცვლოდ შესთავაზა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს პარიზში სასწავლებლად გამგზავრებულ თედო სახოკიას ეპისკოპოსი და შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, კირიონი ყოველთვიურად სამი თუმნის გაგზავნას დაპირდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს თედო სახოკიამ პარიზის გამოფენის დათვალიერებისას მეტად რელიეფურად დაინახა ის კოლოსალური და განმაცვიფრებელი პროგრესი, რასაც თანამედროვე ადამიანის გონებას მიუღწევია ყველა დარგში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში დაპატიმრების საფრთხის გამო პარიზში დაბრუნებული თედო სახოკია ხალისით ჩაება სარედაქციო მუშაობაში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში, თედო სახოკიას სოხუმში ცხოვრების პერიოდში, სოხუმის რუსობა უკლებლივ შავრაზმელებისგან შედგებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში თედო სახოკია შეიყვანეს იმ პირთა სიაში, ვინც ხელს უშლიდა სოხუმის ოლქის მცხოვრებთა გარუსებას.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში სოხუმიდან ნოვოროსიისკში გემით გაქცეულ თედო სახოკიას იქ მამამისის მეგობარი, პეტრე ღლონტი დახვდა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-იან წლებში პეტრე ღლონტი ნოვოროსიისკის საბაჟოს უფროსი იყო და თანამდებობით გუბერნატორის შემდეგ მეორე პირად ითვლებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში თედო სახოკიამ დაპატიმრების საფრთხის გამო სამშობლო დატოვა. ნოვოროსიისკში გემით ჩასულს, მას საზღვარგარეთის პასპორტის აღებაში მამამისის მეგობარი და იქაური საბაჟოს უფროსი, პეტრე ღლონტი დაეხმარა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში საქართველოდან გაქცეულ თედო სახოკიას ნოვოროსიისკში საზღვარგარეთის პასპორტი ნახევარ საათში მისცეს იქაური საბაჟოს უფროსის, პეტრე ღლონტის რეკომენდაციით.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში ნოვოროსიისკში საზღვარგარეთის პასორტის მიღებიდან მეხუთე დღეს თედო უკვე პარიზში იყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში დაპატიმრების საფრთხის გამო პარიზში დაბრუნებულმა თედო სახოკიამ ახალი მასალები ჩაიტანა იქაური გაზეთის „საქართველოს“ რედაქციისთვის.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში დაპატიმრების საფრთხის გამო სამშობლოდან გაქცეულმა თედო სახოკიამ პარიზს შეაფარა თავი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში დაჭერის საფრთხის გამო ნოვოროსიისკისკენ მიმავალ გემზე ასული თედო სახოკია სოხუმსა და სოხუმელებს დაემშვიდობა მომავალ რევოლუციამდე.

