საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82005

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის მაღაზიას გომარეთის სკოლისთვის გაგზავნილი რვეულების საფასური 5.40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლაზარევს წიგნების ანგარიშში 3.95 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 თებერვალს ფილიმონ კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ დასაბეჭდად მიეცათ „ქართლის ცხოვრება".

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით უდის ბიბლიოთეკას 48 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ახალციხის სამკითხველოს 72 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობიდან თბილისის საეპარქიო საბჭოში პროექტი და ზაქარია გულისაშვილის მოხსენება გაგზავნეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ტარას მომცემლიძის საჩივარი განიხილეს. იგი ზაქარია ლაბაურს უჩიოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ჭიჭინაძეს „ქართლის ცხოვრება“ გადასცა დასაბეჭდად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ჩარკვიანს სხდომის ჟურნალების დასაბეჭდად 4 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ტარას მომცემლიძის მიერ ლაბაურის წინაღმდეგ შედგენილი საჩივარი განსახილველად დავით კარიჭაშვილს გადაეცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-7 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ ცხვედაძემ საზოგადოების სახელით ახალციხის ბიბლიოთეკას 72 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით კონია მეფარიშვილს ახალციხეში 72 მანეთი გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის მეორე სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა. სამკითხველოს შემოსავალი 4.60 მანეთი იყო, გასავალი კი — 32.7 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მიმართვა ალექსანდრე ბაქრაძის ყულაბის გახსნასთან დაკავშირებით. ყულაბაში 4 მანეთი და 33 კაპიკი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 20 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ გარდაცვლილი რაფიელ ერისთავის ოჯახს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ნიკო ლომოურმა და დავით კლდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერეს, რომ თანახმა იყვნენ, გამგეობის მიერ დადებული ხელშეკრულების მიხედვით დაებეჭდათ მოთხრობები: „ყოველის მხრიდან“, „სოლომონ მორბელაძე“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას პირველიდან 20 თებერვლამდე ნაღდი ფულით 695.5 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას ნაღდი ფულით – 3131.7 მანეთი, ქაღალდებად კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ილია აგლაძეს „კონის“ რედაქტირებისთვის 30 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს გრიგოლ ბურჭულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ მათ ახალციხის საქალაქო მმართველობისთვის სამკითხველოს ასაშენებლად ადგილის გამოყოფა ეთხოვათ.